საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№245/2-XIმპ, 10.12.2025) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №1044 განკარგულების შესაბამისად გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
წერილი
*GOV22600016597*
GOV 2 26 00016597
20/05/2026
საქართველოს პარლამენტს
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2025 წლის 10 დეკემბერს საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა
საქართველოს კანონის პროექტი - „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№33792; 10.12.2025;
საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №245/2-XIმპ; 10.12.2025).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული
საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ.
ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად, გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც
მიზანშეწონილია აისახოს „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნულმა გამოიწვია, ასევე „დაცული ტერიტორიების
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საჭიროება. შესაბამისად,
დღის წესრიგში დადგა ზემოაღნიშნული კანონების ერთ საკანონმდებლო პაკეტად
მომზადებისა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის საკითხი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტიდან
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი
კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №1044
განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო
ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის
პროექტს - „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№33792; 10.12.2025; საქართველოს
პარლამენტში რეგისტრაციის №245/2-XIმპ; 10.12.2025).
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ვახტანგ ბაჩიაშვილი