„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) დაემატოს შემდეგი შინაარსის 14111 მუხლი:
„მუხლი 14111. საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის
ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები
1. შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია
განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და
განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების
გადამეტება ან/და გამწვანების კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შემცირება, აგრეთვე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური
სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, განაშენიანების რეგულირების წესებით
გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა
და შენობა-ნაგებობის განთავსების წესი და სხვა მოთხოვნები) გათვალისწინებულისგან
განსხვავებული პირობებით დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში ცვლილებები იქნეს
შეტანილი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების მოთხოვნის
საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ
ინტერესებს და არ გამოიწვევს ჯანსაღი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო
გარემოს, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების
გაუარესებას.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას
განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური
კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე,
ძირითადი დებულებებით დამტკიცებულისგან განსხვავებული წესით.
4. ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
6. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სრულად
არეგულირებს საკითხს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, სპეციალური
(ზონალური) შეთანხმების მიღებაზე ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღარ
გამოიცემა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ჩაითვლება გაცემულად.
7. ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება საჯარო
დაწესებულებებს შეუძლიათ 2035 წლის 31 დეკემბრამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებაში იგულისხმება
−
სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე
მყოფი დაწესებულება, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი
დაქვემდებარებული ორგანიზაცია, ასევე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ იგი
არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში
ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობა/რეკონსტრუქციისა და
რეაბილიტაციის დროული განხორციელების მიზნით სამშენებლო რეგულაციებში გარკვეული
საკითხების შემოტანას.
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის,
წინამდებარე
კოდექსით
განსაზღვრული
ცალკეული
რეგულაციის
დაზუსტების
აუცილებლობით. კერძოდ, საჯარო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ან/და
მიმდინარე მშენებლობები, მოითხოვს დროულ და ეფექტურ განხორციელებას, მათი
განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე. ვინაიდან, პროექტები
განკუთვნილია კონკრეტული ბენეფიციარებისთვის, რომლებმაც განათლება უნდა მიიღონ
აღნიშნულ დაწესებულებებში, ცხადია, მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დათქმულ
ვადებში მშენებლობის წარმოებას, ისევე როგორც ტერიტორიული მდებარეობის
გათვალისწინებას. თუმცა, მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში იკვეთება გარკვეული
საკითხები, რაც შეუძლებელს ხდის პროექტების განხორციელებას არსებული რეგულაციების
პირობებში.
ბაგა-ბაღებისა და სკოლების მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, ისევე
როგორც შესაბამისი პროფილის არსებული შენობები, რომელთა რეკონსტრუქციაც
ხორციელდება, ხოლო, ხშირ შემთხვევაში სრული დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, უმეტეს
შემთხვევაში, განთავსებულია მცირე ზომის მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სრულყოფილად ვერ
უზრუნველყოფენ კანონმდებლობით დადგენილი გარკვეული პარამეტრების დაკმაყოფილებას
ან/და შეუსაბამოა მოქმედ განაშენიანების რეგულირების წესებთან. არსებული რეალობიდან
გამომდინარე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, იმავე არეალებში არ არის დამატებითი
ან/და ალტერნატიული მიწის ნაკვეთების რესურსი, რომ მოხდეს ადგილმონაცვლეობა, ან
მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მიერთება და შესაბამისი პარამეტრების სრულყოფილად დაცვა.
დღეს მოქმედი რეგულაციებით (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა
და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი
დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის
ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები,
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და
გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის,
ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვ.) შეზღუდულია ისეთი მშენებლობების წარმოება,
რომლებიც სრულყოფილად არ აკმაყოფილებენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. არსებულ მიწის ნაკვეთებზე თითქმის შეუძლებელია, სკოლებისა და ბაღების
დაპროექტება განხორციელდეს იმგვარად, რომ დაცული იყოს შენობა-ნაგებობის მაქსიმალური
სიმაღლე კანონმდებლობით მოთხოვნილი ფორმულის შესაბამისად, შენობის განაშენიანებისა და
განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტები, მიჯნის ზონის წესები და სხვა,
განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ყველა მოთხოვნა. შესაბამისად, იმისთვის,
რომ განხორციელდეს დაგეგმილი მშენებლობები და ბავშვებისთვის შეიქმნას სასწავლო
პროცესისთვის ღირსეული პირობები, აუცილებელია გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებების
განხორციელება, არსებული რეგულაციების მაქსიმალური დაცვით, ფაქტობრივი მდგომარეობის
გათვალისწინებით.
ქვეყნისთვის
პრიორიტეტულია
ბავშვებისთვის
სათანადო
საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის შექმნა, კონკრეტული მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული ამ
ურთულესი გამოწვევის დაძლევა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, მისი მასშტაბურობიდან
გამომდინარე, ვერ განხორციელდება მხოლოდ იმ პროგრამებით, რომლის ფარგლებშიც
ხორციელდება
მშენებლობა-რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის
პროცესი,
შესაბამისად,
მიზანშეწონილია საკითხის გადაწყვეტა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის
ჩართულობითა და მხარდაჭერით. შესაბამისად, იმისთვის, რომ სისრულეში მოვიდეს
თანამედროვე ტიპის, ახალი საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, მნიშვნელოვანია
წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა
შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან
დაკავშირებული
საკითხები
წესრიგდება
„საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ სკოლებისა და ბაღების
მშენებლობისთვის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებების შემოღება, რაც ხელს შეუწყობს, რომ
სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, რომელსაც საჯარო დაწესებულებები ახორციელებენ, იყოს
მეტად მოქნილი, მიწის ნაკვეთის არსებულ რესურსზე მორგებული. კანონპროექტის მიღების
შედეგად, შესაძლებელი გახდება ისეთი სამშენებლო ნებართვების გაცემა, რაც შესაძლებელს
გახდის ავარიული/ექსპლუატაციისთვის შეუსაბამო სკოლებისა და ბაღების ჩანაცვლებას ახალი
თანამედროვე ტიპის შენობებით და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღ და უსაფრთხო
სასწავლო პროცესს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით კოდექსს ემატება 14111 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს
საჯარო
დაწესებულებების
მიერ
ადრეული
და
სკოლამდელი
აღზრდისა
და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის
ხელშემწყობ
დროებით
ღონისძიებებს.
კერძოდ,
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის
ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის
განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური
კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება ან/და გამწვანების კოეფიციენტის
ზღვრული მაჩვენებლის შემცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი
რეგლამენტი, განაშენიანების რეგულირების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები,
სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის
განთავსების წესი და სხვა მოთხოვნები) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით
დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში ცვლილებები იქნეს შეტანილი. აღნიშნული
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების მოთხოვნის
საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ
ინტერესებს და არ გამოიწვევს ჯანსაღი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო
გარემოს, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების
გაუარესებას. გარდა ამისა, ხსენებული ღონისძიებების გამოყენებისას განაშენიანების
მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი
შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, ძირითადი
დებულებებით დამტკიცებულისგან განსხვავებული წესით. ხელშემწყობი ღონისძიებების
გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ამასთანავე,
რამდენადაც ხელშემწყობი ღონისძიებები არის დროებითი, ხელშემწყობი ღონისძიებების
გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება საჯარო დაწესებულებებს შეუძლიათ 2035 წლის 31
დეკემბრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია, რადგან საჭიროა
მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიეცეს საჯარო დაწესებულებებს შესაძლებლობა, მოახდინონ
სკოლებისა და ბაღებისთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე არქიტექტურული პროექტების
დამუშავება არსებული რესურსით. ხოლო, მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა,
შესაბამის მიწის ნაკვეთებზე გასცენ მშენებლობის ნებართვები, არ შეაფერხონ საჯარო
პროექტების განხორციელება და სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამებით
დასახული ამოცანების განხორციელება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა
სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტით
დამტკიცებული
პროგრამებით
(ქვეპროგრამებით) განსაზღვრული ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო ნებართვებისათვის გადახდილი
მოსაკრებელი შედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხელშემწყობი ღონისძიებების
გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა, გასცეს ნებართვები ისეთ
ნაკვეთებზე, რომლებზეც მანამდე შეზღუდული იყო ნებართვის გაცემა, შესაბამისად,
მუნიციპალურ ბიუჯეტში დამატებით შევა სანებართვო მოსაკრებლები. გავლენის ზუსტი
ოდენობა დამოკიდებული იქნება ასაშენებელი შენობების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
როგორც განმარტებითი ბარათის ა.ა.ა. ქვეპუნქტშია აღნიშნული, მშენებლობის ნებართვის
მოპოვების პროცესში იკვეთება გარკვეული საკითხები, რაც შეუძლებელს ხდის პროექტების
განხორციელებას არსებული რეგულაციების პირობებში. ზემოაღნიშნული პრობლემის გამო, ამ
ეტაპზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ
პრიორიტეტების ნუსხით განსაზღვრული 389 სკოლის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის
ნაკვეთების 72% და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული 105 ბაღის
მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების 46% შემთხვევაში, ვერ ხერხდება მშენებლობის
ნებართვის აღება, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის განხორციელების
სამართლებრივი საფუძველია. წარმოდგენილი ცვლილება კი, სანებართვო პროცედურების
წარმატებით გავლის შესაძლებლობას გააჩენს, უზრუნველყოფს მშენებლობების დაწყებას და ასევე,
საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელებას.
ვინაიდან, ფერხდება დაგეგმილი სკოლებისა და ბაღების მშენებლობები, ვერ
ხორციელდება ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვა, ცვლილების შედეგად კი ეს
შესაძლებელი გახდება. შესაბამისად, ცვლილება გავლენას მოახდენს იმ საჯარო დაწესებულებების
ხარჯვით
ნაწილზე,
რომლებიც
ახორციელებენ
სკოლებისა
და
ბაღების
მშენებლობა/რეკონსტრუქციას, მათ მიერ მოხდება მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლების
გადახდა, ასევე, შესაბამისი პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მშენებლობების
დაფინანსება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ
ბენეფიციარების მდგომარეობაზე, რომლებიც სამომავლოდ ისარგებლებენ აშენებული შენობანაგებობებით.
ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს ტენდერში გამარჯვებულ
კომპანიებზეც,
რომლებიც
შეძლებენ
შესაბამის
სამშენებლო
საქმიანობის
განხორციელებას/დასრულებას და შესაბამისი ანაზღაურების მიღებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის და ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებების მიზანია დაგეგმილი
მშენებლობების განხორციელება, რაც სასწავლო პროცესისთვის ღირსეული პირობებისა და
ბავშვებისთვის
სათანადო
საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის
შექმნას
გულისხმობს.
აღნიშნული, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. კანონპროექტის მიღების
შედეგად, შესაძლებელი გახდება ავარიული/ექსპლუატაციისთვის შეუსაბამო სკოლებისა და
ბაღების ჩანაცვლება ახალი თანამედროვე ტიპის შენობებით, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას
მოახდენს და ხელს შეუწყობს ბავშვების უფლებების რეალიზებას, კერძოდ, ისწავლონ ჯანსაღ და
უსაფრთხო გარემოში.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.