საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მომართვა 2026 წლის 27 მაისის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-05-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 59
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
27 მაისი 2026 10:30
2026 წლის 27 მაისი, 10:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტი – საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (321/2-XIმპ, 18.05.2026) (დაჩქარებული წესით);
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე;
2. სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნა;
მომხსენებელი:
განათლების,
თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი.
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდულ
საქმეთა
კომიტეტის
სხვა
2-6657/26
27-05-2026
საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
გადაწყვეტილება N1
კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტის განათლების, მენციერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შეიქმნას
სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, რომლის
მიზანია
ქართული
სალიტერატურო
ენის
ნორმებისა
და
ტერმინოლოგიური
სტანდარტების დაცვა, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების
სტანდარტიზაცია და სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის
შესაძლო გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა გადაწყვიტა:
1
სამუშაო ჯგუფი განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
1.1. მარიამ ლაშხი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (ჯგუფის ხელმძღვანელი);
1.2. თორნიკე ჭეიშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
1.3. ზვიად გაბისონია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
1.4. გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
1.5. თეიმურაზ დოჭვირი - სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული
სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
1.6. ნანა მაჭავარიანი - სსიპ - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების
ინსტიტუტი;
1.7. თეონა იაშვილი - სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური
დირექტორი;
1.8. კონსტანტინე გამსახურდია - სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს
ეროვნული ბიბლიოთეკა;
1.9. რატი სხირტლაძე - ხელოვნური ინტელექტის (AI) და მონაცემთა მეცნიერების
სპეციალისტი;
1.10. ნინო ხელაია - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
1.11. რამაზ ხუროძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი;
1.12. ჯონი ხეცურიანი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი,
აკადემიკოსი;
1.13. ავთანდილ არაბული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
1.14. ნინო ჭუმბურიძე- არეშიძე მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ- ს
საპატიო დოქტორი.
2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფის
წევრების გარდა, საჭიროების შესაბამისად, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით
მოწვეული
იქნებიან
შესაბამისი
კომპეტენციის/უფლებამოსილების
მქონე
დაინტერესებული უწყებები/ორგანიზაციები;
3. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადა განისაზღვროს 3 თვით;
4. სამუშაო ჯგუფმა, მუშაობის დასრულების შემდეგ, გაწეული საქმიანობის შედეგების
შესახებ ანგარიში/ინფორმაცია წარუდგინოს კომიტეტს;
5. სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს;
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ლაშხი