„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-01
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №19, 15.07.2004, მუხ. 85) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
არსებული მდგომარეობის მიხედვით, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს
ჰყავს მოადგილე, რომლის ფუნქციებიც არ არის დაკონკრეტებული. ამავდროულად,
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით, მთავრობის საპარლამენტო
მდივნის საქმიანობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული პარლამენტთან და პრეზიდენტთან
ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანათაგან ერთ-ერთი უპირველესი
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
უფლებამოსილებების
განხორციელების
ხელშეწყობაა. შესაბამისად, სახეზეა ფუნქციების გარკვეული დუბლირება, რამაც რიგ
შემთხვევებში, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კონკრეტული საკითხების დროულ
განხილვა-გადაწყვეტაზე.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის პოზიციის
არსებობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული და მისი გაუქმებით, მიღებულ იქნება
პოზიტიური შედეგი, როგორც საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით, ასევე
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანსა და მის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სტრუქტურული ერთეულის კოორდინაციის ეფექტურობის ასამაღლებლად.
ამავდროულად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის პოზიციის
გაუქმება არ გამოიწვევს რაიმე სახის უარყოფით ეფექტს, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტს ჰყავს
ხელმძღვანელობა,
რომელიც
მთავრობის
საპარლამენტო
მდივნის
პირდაპირ
დაქვემდებარებაშია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა
გათვალისწინებულია „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით,
შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობასთან დაკავშირებული ცვლილებაც ამავე კანონში უნდა
აისახოს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილებით, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს არ ეყოლება მოადგილე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, უქმდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის
თანამდებობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ უქმდება საქართველოს საპარლამენტო მდივნის
მოადგილის თანამდებობა და შესაბამისად, აღარ მოხდება აღნიშნული თანამდებობის პირის
საშემოსავლო გადასახადის გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში.
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ვინაიდან უქმდება საპარლამენტო მდივნის მოადგილის საშტატო ერთეული, აღნიშნული
დადებით გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ კუთხით, რომ აღარ იქნება
გასაცემი შრომის ანაზღაურება და აღარ იქნება გასაწევი სხვა ხარჯები, რაც დაკავშირებული
იყო მის ყოველდღიურ საქმიანობასთან. შესაბამისად, როგორც მიმდინარე წელს, ასევე შემდეგ
წლებშიც, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ თანხების გათვალისწინება აღარ იქნება საჭირო.
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში
არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. დღეს აღნიშნული თანამდებობა
ვაკანტურია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.