„2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების თაობაზე“

რეზოლუციის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2026
ავტორი
ფრაქცია „საქართველოსთვის“
ნომერი
#329/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-01
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე „2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის პროექტის შესახებ: ა.ა) რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი: რეზოლუციის პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტმა დააფიქსიროს მკაფიო და პრინციპული პოზიცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის - ანექსიისკენ მიმართული ქმედებების მიმართ. პროექტი ეხება 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებას, რომელიც წარმოადგენს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მორიგ ეტაპს. აღნიშნული ე.წ. „ხელშეკრულება“ ითვალისწინებს ოკუპირებული რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროების რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციას. ე.წ. „ხელშეკრულება“ ასევე ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ რეგიონში საჯარო თანამდებობების დაკავების უფლებას, რაც წარმოადგენს პირდაპირი ადმინისტრაციული კონტროლის გაფართოების მცდელობას. ამასთან, „ერთობლივი სასაზღვრო პოლიტიკის“ ფარგლებში ხდება საოკუპაციო ხაზის ფაქტობრივი გაუქმება და რეგიონის რუსეთის ადმინისტრაციულ სივრცეში ინტეგრაცია. რეზოლუცია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაეროს ქარტიას, ჰელსინკის დასკვნით აქტს, საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო სამართლის სხვა აქტებს და “2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ”. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა: რეზოლუციის მიღება აუცილებელია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა დაცვის მიზნით. საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ვალდებულია სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის ანექსიურ პოლიტიკას და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას. რეზოლუციის მიღება ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის აქტუალურობის შენარჩუნებისთვის. ა.ბ.) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეზოლუცია ხელს შეუწყობს საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და საპარლამენტო ასამბლეების მხრიდან რუსეთის ფედერაციის ანექსიური პოლიტიკის მკაფიო დაგმობას და საქართველოს დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას. ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი: რეზოლუციის პროექტი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყეობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს; უკანონოდ აცხადებს 2026 წლის 9 მაისს გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას დაიკავოს ერთიანი და პრინციპული პოზიცია რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ა.დ) რეზოლუციის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის მიმართ. ა.ე) რეზოლუციის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეზოლუციის პროექტი ძალაში შედის მიღებისთანავე. დაუყოვნებლივი ამოქმედება განპირობებულია იმით, რომ ანექსიის პროცესი მიმდინარეობს მყისიერ რეჟიმში და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ოპერატიულ სამართლებრივ რეაგირებას. რეზოლუცია არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეზოლუციის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეზოლუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეზოლუციის მიღება არ საჭიროებს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეზოლუციის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეზოლუციას არ აქვს ფინანსური გავლენა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ბ.ვ) რეზოლუციის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღებას. ბ¹) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის ზეგავლენის შეფასება: ასეთი გავლენა არ არსებობს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ასეთი გავლენა არ არსებობს. გ) რეზოლუციის სტანდარტებთან: პროექტის მიმართება საერთაშორისო გ.ა) რეზოლუციის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: სამართლებრივ რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის პრინციპებს. გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში რეზოლუცია ეფუძნება გაეროს ქარტიას, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. გ.გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის პროექტის მომზადება, მისი შესაბაიმსი მუხლი ან/და ნაწილი: პროექტი ეყრდნობა1945 წლ ის 26 ივნისს მიღებულ“გაერთიანებულ ი ერების ორგანიზაციის ქარტიას და მართლ მსაჯულ ებისსაერთაშორისოსასამართლ ოსწესდებას” გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეზოლუციის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტი: ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; მხარს უჭერს რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ნორმატიულ მათ აქტებს, შორის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; მიესალმება რა დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს (II, IV), რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო: პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში მომხდარ ადამიანის უფლებათა უხეშ და პერმანენტულ დარღვევებზე; ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებს 253 მილიონი ევროს კომპენსაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ბორდერიზაციის და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად განხორციელებული ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო. მისალმება რა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პასუხისმგებელი აგრესიის დროს ცხინვალის ომის საოკუპაციო დანაშაულებათა რეჟიმის ჩადენაზე წარმომადგენლების დაპატიმრების შესახებ; ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის 2013, 2016 და 2020 წლების ერთხმად მიღებულ რეზოლუციებს საგარეო პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის 2014 წლის განცხადებას “რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე”, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ 2018 წლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორიატატუნაშვილის სიის“ შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის 2021 წლის რეზოლუციას “დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ”; გამოხატავს რა ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის უხეში დარღვევის შედეგად ოკუპაციის გამო, რაც უგულებელყოფს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; ღრმა შეშფოთებით, ხაზგასმით აღნიშნავს რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროკავშირის მიერ აღიარებული ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ეთნიკურ ქართველთა სახლების განადგურების შედეგად საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან - ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი მოკლებულია ფუნდამენტურ უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდეს საკუთარ სახლში; ადასტურებს რა საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 შეთანხმებისადმი, წლის აგვისტოს 12 კონფლიქტის ცეცხლის მშვიდობიანი შეწყვეტის მოგვარებისა და შესახებ ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი და ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს რა საქართველოს მისწრაფებას, განახორციელოს ინკლუზიური და ყოვლისმომცველი საქართველოს სამშვიდობო ოკუპირებული პოლიტიკა, ტერიტორიების რათა წარმატებით დეოკუპაცია და მოხდეს რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგება, მათი უფლებების დაცვა, ჩართულობა და მათ შორის ნდობის აღდგენა; პოზიტიურად აფასებს რა ამერიკის შეერთებული შტატების ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს, რომელიც კრძალავს იმ სახელმწიფოს მთავრობის დაფინანსებას, რომელმაც აღიარა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ან/და მათთან ე.წ. განმტკიცება და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა: 1. ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა - ტერიტორიების დეოკუპაცია და დევნილთა უფლებების აღდგენა, მათ შორის, საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და მათი საკუთრების უფლების დაცვა, საქართველოს კანონიერი უფლება, ეროვნული ინტერესი, სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია. 2. ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს. მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ე.წ. უგულებელყოფს ინტეგრაციულ საერთაშორისო სამართლის რომლებიც ფუნდამენტურ სრულად ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას საქართველოში, შავი ზღვის რეგიონსა და, ზოგადად, ევროპაში, ამკვიდრებს სუვერენიტეტის ხელყოფის მანკიერ პრეცედენტს. 3. უკიდურესი შეშფოთებით აღნიშნავს და გმობს 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ურთიერთქმედების „სამოკავშირეო გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებას, რომელიც წარმოადგენს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მორიგ ეტაპს. აღნიშნული “ხელშეკრულება”, რომელიც აცხადებს, რომ მხარეები “ხელმძღვანელობენ თავიანთი ხალხის ერთიანობის ნებით”, მიმართულია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რუსეთის ფედერაციაში უკანონო ინტეგრაციისკენ, აძლევს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში საჯარო თანამდებობების დაკავების უფლებას, რაც მოსკოვის მხრიდან პირდაპირი ადმინისტრაციული კონტროლის გაფართოების მცდელობაა. რეზოლუცია თავდაცვის და ასევე უსაფრთხოების გულისხმობს "შეთანხმებული" პოლიტიკის გატარებას. საგარეო, ამავდროულად, “ერთობლივი სასაზღვრო პოლიტიკის ფარგლებში”, მიმდინარეობს რუსეთსაქართველოს სასაზღვრო სახელმწიფო ბარიერების საზღვრის წაშლა, ცხინვალის რაც მას რეგიონის მონაკვეთზე ფაქტობრივად რუსეთის ადმინისტრაციულ სივრცეში ფაქტობრივ ინტეგრაციას ემსახურება. დოკუმენტი ასევე ახდენს, “ერთობლივი თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის” დეკლარირებას. 4. აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივი დელიმიტაციის და ოკუპირებული რეგიონების ან მათ ფარგლებში მყოფი ცალკეული ტერიტორიული ერთეულების ანექსიისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, უკანონოა და მას, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. 5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს: დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია; სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შესაძლებელი გახადოს საქართველოს ამ ორ რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დაუშვას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჰუმანიტარული და მოქმედება ადამიანის მისი მანდატის უფლებათა შესაბამისად დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი საქმიანობა. 6. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას: გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება და დე ფაქტო რეჟიმებთან გაფორმებული ე. წ. ხელშეკრულებები; შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვა, მათ შორის სოფელ ჩორჩანასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის მცდელობა; დაასრულოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებების პრაქტიკა; უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებულ დაუყოვნებლივი გათავისუფლება; შესაძლებელი გახადოს ადგილობრივი გადაადგილება; აგრეთვე აღმოფხვრას გახსნას საქართველოს ე.წ. გამშვები მოსახლეობის ნებისმიერი მოქალაქეთა პუნქტები და თავისუფალი დაბრკოლება არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას და თამაზ გინტურის მკვლელობების საქმეებზე დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად; მოუწოდებს რუსეთის ტერიტორიებზე შეწყვიტოს 7. ფედერაციას, ადამიანის საქართველოს უფლებების ოკუპირებულ მასობრივი დარღვევა, ეთნიკური ნიშნით ძალადობა და დისკრიმინაცია, მათ შორის, ქართული კვალის წაშლის მიზნით, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურ ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და აღმსარებლობის უფლებების შეზღუდვა. 8. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს შემზღუდავი ზომები იმ მთავრობების მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებით ხელყოფენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 9. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებისთვის ძირის გამოთხრა, მოლაპარაკებების ლოკაციის ჩაერთოს ჟენევის მათ შორის ჟენევის საერთაშორისო შეცვლის მცდელობა და კონსტრუქციულად საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელთა თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია; კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მნიშვნელოვან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებთან დაკავშირებით იპოვოს გრძელვადიანი გამოსავალი და მიაღწიოს ხელშესახებ შედეგებს მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე; 10. ხაზგასმით აღნიშნავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებისა და ყველა დევნილის და იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნის მნიშვნელობას; ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ყოველთვიური ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) რეგულარულად და ეფექტიანად ფუნქციონირების საჭიროებას და მოითხოვს 2018 წლიდან შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენას. 11. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას წარმოადგინოს დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ჩამოაყალიბოს სტრატეგია ანექსიური პროცესების პრევენციის და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოებების შერიგების, მათი უფლებების დაცვის, ჩართულობის და ნდობის აღდგენის მიზნით; 12. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს აქტიური დიპლომატია და მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იყოს აქტუალური საერთაშორისო დღის წესრიგში და მოახდინოს საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. 13. მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანამიმდევრული, ერთიანი და პრინციპული პოზიცია რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოში, შავი ზღვის რეგიონსა და ზოგადად, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 14. მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეყრდნოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ეფექტიანად გამოიყენოს იგი, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციისა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი. 15. ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რათა მოახდინოს ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2026 წლის 27 მაისი შალვა პაპუაშვილი და