„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-01
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 45-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს
შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის
მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო
არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო
ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და
სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2
პუნქტში კი ხაზგასმულია დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვნება.
2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით ღირსებით
კეთილდღეობით ევროპისკენ“, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად
გამოყოფილია სოციალური დაცვა (თავი 3.1.2). აღნიშნულ თავში ხაზგასმულია
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მნიშვნელობა და ამ მიზნით
ოჯახის მხარდამჭერი სერვისების გაგრძელებისა და განვითარების აუცილებლობა. სწორედ
ასეთ, ოჯახის მხარდაჭერაზე და შესაბამისად, დემოგრაფიული მდგომარეობის
გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ერთ-ერთ ზომას წარმოადგენს ორსულობისა და
მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი
შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების
გაცემა.
საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ განსაზღვრავს იმ ქონების
ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას და რომლიდანაც არ შეიძლება
გადახდევინება. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული ორსულობისა და
მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი
შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი
დახმარება. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის N33 დადგენილების პირველი
მუხლის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და
ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების
ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
არსებული რეგულაცია პრაქტიკაში ქმნის რისკს, რომ აღსრულების პროცესში,
კრედიტორის სასარგებლოდ მოხდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების დაყადაღება.
აღნიშნული თანხა თავისი ბუნებით წარმოადგენს არა ზოგად შემოსავალს, არამედ
სახელმწიფოს მხრიდან ორსულის/მშობლის მიზნობრივ ფინანსურ მხარდაჭერას, რის გამოც
მიზანშეუწონელია მისი აღსასრულებლად მიქცევა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქედან, რომ ქონების ჩამონათვალი, რომელსაც არ შეიძლება დაედოს
ყადაღა და რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება, განსაზღვრულია „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, ორსულობისა და მშობიარობის გამო
ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების
პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარების
გამორიცხვა დაყადაღებისა და აღსასრულებლად მისაქცევი ქონების ნუსხიდან საჭიროებს
სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შედეგად: უზრუნველყოფილი იქნება
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო გაცემული ფულადი დახმარების
სამართლებრივი დაცვა აღსრულების პროცესში; დაცული იქნება მშობლისა და
განსაკუთრებით ახალშობილი ბავშვის საბაზისო სოციალური და ეკონომიკური ინტერესები;
შემცირდება მცირეშემოსავლიანი ოჯახების ფინანსური მოწყვლადობა ბავშვის დაბადების
პერიოდში; აღსრულების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობის,
პროპორციულობისა და ინტერესთა ბალანსის პრინციპების ეფექტიანი რეალიზაცია;
გაძლიერდება სოციალური დაცვის მექანიზმები და სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის
ეფექტიანობა; ხელი შეეწყობა ოჯახის მხარდაჭერას და ბავშვის კეთილდღეობის
გაუმჯობესებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად
არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის
მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის N33 დადგენილების პირველი
მუხლის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და
ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების
ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ამდენად,
მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას,
ხელშეუხებელია იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხმა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით შემოთავაზებულია ორსული ქალისა და
მშობლის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ცვლილების განხორცილება და იმავდროულად,
საკანონმდებლო ცვლილების აღსრულება არ საჭიროებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ ან სხვა
სახის
მოსამზადებელ
ღონისძიებებს,
მიზანშეწონილია
მისი
ამოქმედება
გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს რაიმე სახის ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში,
თუ სააღსრულებო წარმოების პროცესში ქონებაზე ყადაღის დადება და აღსასრულებლად
მიქცევა უნდა განხორციელდეს დასახელებული ბიუჯეტის სასარგებლოდ. გავლენის
მოცულობა დამოკიდებული იქნება იმ მოვალე პირთა რაოდენობაზე, რომლებსაც
სააღსრულებო წარმოების პროცესში ექნებათ ფინანსური ვალდებულება სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
სასარგებლოდ და რომლებსაც ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი
შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცემათ ფულადი დახმარება 2000 ლარის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ სააღსრულებო წარმოების პროცესში ყადაღა
აღარ დაედება და აღსასრულებლად აღარ მიექცევა ის თანხა, რომელიც მოვალე ორსულ ქალს
ან მშობელს სახელმწიფოსგან გადაეცემა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი
შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში ფულადი
დახმარების სახით.
კანონპროექტს ასევე ექნება ფინანსური შედეგი იმ კრედიტორებისთვის, რომელთა
სასარგებლოდაც სააღსრულებო წარმოების პროცესში აღარ მოხდება მოვალის გარკვეული
ქონების, კერძოდ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და
ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გაცემული ფულადი დახმარების დაყადაღება და აღსასრულებლად მიქცევა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს დადებითი გავლენა ექნება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან
ორსულ ქალს/მშობელს მიეცემა შესაძლებლობა ორსულობისა და მშობიარობის გამო
ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების
პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული ფულადი დახმარება
გამოიყენოს მიზნობრივად, ოჯახისა და ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
არ
ახდენს
გავლენას
მდგომარეობაზე
ქალისა
და
მამაკაცის
კანონპროექტის
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა
ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი,
ზურაბი ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, მარიამ ლაშხი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა
ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი,
ზურაბი ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, მარიამ ლაშხი.