საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის (№1-4416/26; 14.05.2026) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
წერილი
2-7251/26
04-06-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N140/13-XIმპ; 18.05.2026 გადაწყვეტილებით,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს, განსახილველად
გადმოეცა გენერალური პროკურორის მიერ წარმოდგენილი ანგარიში
საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ (№14416/26; 14.05.2026).
აღნიშნული ანგარიში სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა, აგრეთვე ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. ამ ანგარიშის
სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2026 წლის 8 ივნისამდე.
მიმდინარე წლის 3 ივნისს მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხების
სრულყოფილად მომზადების მიზნით ითხოვა ვადის გაგრძელება 30 დღით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ შუამდგომლობით
მითითებული ანგარიშის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
არჩილ გორდულაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge