საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ანგარიშთან“ (№1-4032/26; 30.04.2026) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
წერილი
2-7367/26
05-06-2026
საქართველოს პარლამენტის
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
ბატონო ალექსანდრე,
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, 2026 წლის 5 ივნისს კომიტეტის
სხდომაზე განიხილა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის ანგარიშები (№1-4032/26;
30.04.2026)
დანართი: 5 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი გაბუნია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-7358/26
05-06-2026
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის
დასკვნა
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის ანგარიშზე (№1-4032/26; 30.04.2026)
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის 5 ივნისს კომიტეტის
სხდომაზე განიხილა სსიპ-საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში (№1-4032/26; 30.04.2026)
ანგარიში მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პოლიტიკის მიმოხილვას;
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე
და სამომავლო პროგრამულ პრიორიტეტებს;
მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგს;
დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ ინფორმაციას;
საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგებს;
განხილული საჩივრების რაოდენობასა და შინაარსს;
საჯარო განხილვების შინაარსსა და მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილ
წინადადებებს;
საზოგადოებრივ მაუწყებელთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიასა და რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების
შესახებ ინფორმაციას;
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს;
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს;
შიდა და გარე აუდიტის დასკვნებს.
მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტები
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკა კვლავ ეფუძნება სარედაქციო
დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და საზოგადოებრივი ინტერესების პრინციპებს.
ანგარიშში ხაზგასმულია:
•
საზოგადოებაში არსებული მოსაზრებების მრავალფეროვნების ასახვას;
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
•
•
•
•
•
•
•
ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და სოციალური
მრავალფეროვნების მხარდაჭერას;
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, შემეცნებითი და
კულტურული კონტენტის განვითარებას;
ქვეყნის კულტურული თვითმყოფადობისა და ეროვნული ღირებულებების
პოპულარიზაციას;
საერთაშორისო თემებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული
საკითხების დროულ და სრულყოფილ გაშუქებას;
საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად საზოგადოებრივ-პოლიტიკური,
კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროგრამების დაბალანსებულ
წარმოდგენას.
არქივის გაციფრულება და შენახვა;
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ძირითად სამოქმედო მიმართულებებად კვლავ
განსაზღვრულია:
•
•
•
•
•
საყოველთაო წვდომისა და მრავალპლატფორმიანი მაუწყებლობის განვითარება;
პროდუქციის ხარისხისა და მრავალფეროვნების ზრდა;
ციფრული პლატფორმების განვითარება და აუდიტორიის გაფართოება;
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა და რეგიონების
მოსახლეობის ინტერესების ასახვა;
საგანმანათლებლო და კულტურული კონტენტის ხელმისაწვდომობის ზრდა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანი
და გამორჩეული ეტაპი იყო. განსაკუთრებულ მოვლენად აღინიშნა ახალი
შენობიდან მაუწყებლობის დაწყება, რომელიც თანამედროვე ტექნიკური
ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი და ქმნის მაუწყებლის შემდგომი
განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს.
ასევე აღსანიშნავია საქართველოს მიერ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობა,
რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს, კომპანია „Starring Georgia“-სა
და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით გაიმართა და ქვეყნის
საერთაშორისო კულტურული პოპულარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან
მოვლენას წარმოადგენდა.
ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია მრავალფეროვანი მედია-პროდუქციის
შექმნასა და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი კონტენტის განვითარებაზე.
მაუწყებლის ეთერში წარმოდგენილი იყო კულტურული, საგანმანათლებლო,
სპორტული, შემეცნებითი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროექტები, მათ
შორის დოკუმენტური ფილმები, ქართული სერიალები, შემეცნებითი და საბავშვო
პროგრამები.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს ეთნიკური
უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. 2025
წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ახალი ამბების
თარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, ხოლო საინფორმაციო გამოშვებები
შესაბამის ენებზე გადაიცემოდა ეთერში.
ბიუჯეტის შესრულება
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით:
მაუწყებლის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 109,772,789 ლარს.
ანგარიშის პერიოდის განმავლობაში მაუწყებელის ჯამურად მიღებულმა საკასო
შემოსავალმა შეადგინა 95,354,527 ლარი, რაც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
84,245,734 ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები;
929,832 ლარი - შემოსავალი კომერციული საქმიანობიდან;
10.178,961 ლარი - არასაოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
2025 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ გაწეული საკასო ხარჯი შეადგენდა
99,124,202 ლარს.
2025 წლის დასაწყისში მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული ფულადი ნაშთი
შეადგენდა 37,403,882 ლარს, ხოლო დასასრულს დარჩენილმა საკასო ნაშთმა
შეადგინა 32,477,029 ლარი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი სამეურვეო
საბჭოს წარედგინა დასამტკიცებლად 2024 წლის დეკემბერში. უკვე
კორექტირებული ვერსიით 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობამ შეადგენა - 111 290
639 ლარი. ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო მშენებლობის, ახალი
შენობის აღჭურვის და გადასვლის ხარჯებზე.
•
•
•
•
სამეურვეო საბჭო - 1,517,850
საოპერაციო საქმიანობაზე გაწეული ხარჯი - 60,836,645
საინვესტიციო საქმიანობაზე გაწეული ხარჯი - 27,052,366
ფინანსური ხარჯი - 21,883,779
მთლიანი ბიუჯეტი: 111,290,639
2025 წლის დაგეგმილი ბიუჯეტისა და გაწეული საკასო ხარჯის შედარება:
წლის განმვალობაში სამეურვეო საბჭოზე გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 1,157,178
ლარი. როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2025 წლის ჯამურმა საკასო ხარჯმა
შეადგინა ბიუჯეტირებულთან შედარებით 10,648,587 ლარით ნაკლები (9.7%-ით
ნაკლები).
საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ
სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2026 წლის ბიუჯეტის საანგარიშგებო პერიოდი:
01.01.2026 - 31.12.2026 ვალუტა: ლარი
•
•
•
•
სამეურვეო საბჭო - 1,565,850
საოპერაციო საქმიანობაზე გაწეული ხარჯი - 71,608,288
საინვესტიციო საქმიანობაზე გაწეული ხარჯი - 39,200,853
ფინანსური ხარჯი - 2,077, 373
მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს - 114,452,364
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიასა და რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების
შესახებ:
სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და
კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გასული წლის
საქმიანობის ანგარიშის, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საზოგადოებრივ
მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და
რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის
ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
„საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულმა 2025 წლის
მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა 18.935.480 ლარი.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო”-ს მიერ 2025 წლის
განმავლობაში ჯამურად მიღებულმა საკასო შემოსავალმა შეადგინა 17.757.059
ლარი. აქედან, 16.944.266 ლარი შეადგინა სახელმწიფო ასიგნებამ, ხოლო 812.793
ლარი კომერციული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა. 2025 წლის
განმავლობაში მაუწყებლის მიერ გაწეულმა ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა
17.475.678 ლარი.
2025 წლის დასაწყისში მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული ფულადი ნაშთი
შეადგენდა 1.491.215 ლარს, წლის დასასრულს დარჩენილმა საკასო ნაშთმა შეადგინა
1.753.084 ლარი.
2025 წლის ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა ბიუჯეტირებულთან შედარებით 1 მლნ
459 ათასი ლარით ნაკლები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2026 წლის ბიუჯეტი
მაუწყებლის 2026 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის
შესაბამისად, 22 775 300 ლარით.
ბიუჯეტის სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგნაირად:
•
•
•
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება - 20 931 200 ლარი;
გარდამავალი ნაშთი - 1 344 100 ლარი;
კომერციული შემოსავალი - 155 000 ლარი;
•
სხვა არასაოპერაციო შემოსავალი - 345 000 ლარით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსური რესურსების მართვა ძირითადად
განხორციელდა ეფექტიანად და რაციონალურად. ცალკეული მიმართულებებით
დაფიქსირებული
ეკონომია
უკავშირდება
პროექტების
ეტაპობრივ
განხორციელებას, ტენდერების შედეგებსა და რესურსების ოპტიმიზაციას.
ასევე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაგრძელდა ციფრული
პლატფორმებისა და ონლაინ სერვისების განვითარება. BVOD პლატფორმა
„1TVPlay“ კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რაც ხელს უწყობს
მაუწყებლის პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობასა და აუდიტორიის ზრდას.
ძირითადი ტენდენციები ანგარიშის მიხედვით:
•
•
•
•
•
•
გაიზარდა გრძელვადიანი აქტივები, რაც მიუთითებს ინფრასტრუქტურულ და
ტექნოლოგიურ განვითარებაზე;
შემცირდა მოკლევადიანი აქტივები, რაც უკავშირდება რესურსების აქტიურ
გამოყენებას;
გაგრძელდა მაუწყებლის ტექნიკური და ციფრული შესაძლებლობების
განვითარება;
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მრავალფეროვანი და ხარისხიანი მედიაპროდუქციის შექმნას;
განვითარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ და ციფრული პლატფორმები;
გაიზარდა კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებების მნიშვნელობა.
შეფასება:
კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი გაბუნია