„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 75 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველო კანონი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
141-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 2026 წლის 20 დეკემბრამდე ამ კოდექსით განსაზღვრული სანებართვო
დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას
აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან
ერთად ახორციელებენ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და
ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელების
დროებითი
წესით
განსაზღვრული პირები“.
2. 144-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კოდექსის 140-ე მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 20 დეკემბრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის (შემდგომში კოდექსი) 140-ე მუხლი, რომელიც ეხება არქიტექტორების და
ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირებას და რომლის მიხედვითაც სავალდებულო
სერტიფიცირებას
ექვემდებარებიან:
არქიტექტურული
პროექტის
დამოწმების
უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის,
სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებელი,
არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი, კოდექსის 144-ე
მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უნდა ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ, კოდექსის 140-ე მუხლის
შესაბამისად, 2024 წლის 10 აპრილის N134 დადგენილებით დამტკიცდა „არქიტექტორებისა
და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესი“ (შემდგომში - წესი). დადგენილებით
დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით არქიტექტორებისა და
ინჟინერ - მშენებლების სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული
ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის
ორგანო(ები)
(შემდგომში
−
აკრედიტებული
სერტიფიკაციის
ორგანო(ები)).
ხაზგასასმელია, რომ აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო(ები)ს აკრედიტაცია
განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამასთან, დაინტერესებულმა
ორგანიზაციებმა, მიმართეს აკრედიტაციის ცენტრს რათა, ხსენებული წესისა და
საერთაშორისო
სტანდარტის
მოთხოვნების
შესაბამისად
გაიარონ
შესაბამისი
პროცედურები აკრედიტაციის მისაღებად. ამ ეტაპზე აკრედიტაციის ცენტრში განაცხადი
წარადგინა სამმა ორგანიზაციამ და მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე მიმდინარეობს
დოკუმენტაციის შესწავლის ეტაპი, რაც მოიცავს გარკვეულ დაზუსტებებსა და
დოკუმენტაციის სრულად გამართვას. მომდევნო ეტაპზე განხორციელდება განაცხადის
წარმომდგენი ორგანიზაციების ადგილზე შემოწმება და მათ საქმიანობაზე დაკვირვება,
რის შემდგომაც ამ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ დამატებითი ვადები შეუსაბამობების
გამოსასწორებლად, თუ ასეთი იქნება კიდევ აღმოჩენილი, ბოლო ეტაპზე აკრედიტაციის
კომიტეტი
შეფასების
დროს
მიღებული
ინფორმაციის
საფუძველზე
მიიღებს
გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის
შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად მიმდინარეობს სამი განაცხადის
განხილვა, დიდია ალბათობა, რომ 2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს
ბაზარზე იქნება უკვე აკრედიტებული სერტიფიკაციის მიმწოდებელი ერთი ორგანიზაცია
მაინც.
შესაბამისად, დღეის მდგომარეობით აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ამ
მიმართულებით ბაზარზე არ ოპერირებს, თუმცა აკრედიტაციის მიღების მიზნით
დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. ამასთან, აკრედიტაციის მოპოვების პროცედურის
დასრულების შემდგომ, საჭირო იქნება აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების მიერ
გამოცდების ორგანიზება, სერტიფიკატის მაძიებლების მიერ კი შესაბამისი მომზადება,
რათა წარმატებით გაიაროს გამოცდა და მიიღოს სერტიფიკატი. შესაბამისად, როგორც
აღვნიშნეთ, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო და
ასევე, შესაბამისი რესურსი სჭირდება. 2026 წლის 1 სექტემბრისთვის, როდესაც
ამოქმედდება შეჩერებული სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი, ბაზარზე არ
იქნება სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები. შესაბამისად, ვერ
განხორციელდება
არქიტექტურული
და
კონსტრუქციული
პროექტების
სერტიფიცირებული პირების მიერ დამოწმება/ექსპერტიზა, რაც შეაფერხებს სანებართვო
პროცესს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის
ამოქმედების
გადავადება.
ასევე,
დოკუმენტაციის
საექსპერტო
განხორციელების
დროებითი
მიზანშეწონილია
შეფასებისა
წესით
და
შეიცვალოს
ტექნიკური
განსაზღვრული
სანებართვო
ზედამხედველობის
პირების
მიერ
სანებართვო
დოკუმენტაციის
საექსპერტო
შეფასების
და
ტექნიკურ
ზედამხედველობის
განხორციელების ვადაც. კერძოდ: სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა
და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული
პირები ტექნიკურ ზედამხედველობას და სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო
შეფასებას
აკრედიტებულ
ინსპექტირების
ორგანოებთან
და
სერტიფიცირებულ
ექსპერტებთან ერთად, განახორციელებენ 2026 წლის 20 დეკემბრამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის
ამოქმედების ვადის გადაწევა საჭიროებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიხედვით, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების
მარეგულირებელი მუხლის მოქმედება შეჩერდება
2026 წლის 20 დეკემბრამდე და
შეუფერხებლად განხორციელდება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში
სანებართვო
დოკუმენტაციის
წარდგენა
განხორციელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
და
ტექნიკური
ზედამხედველობის
კანონპროექტის თანახმად, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების
მარეგულირებელი მუხლი ამოქმედდება 2026 წლის 20 დეკემბრიდან, შესაბამისად 2026
წლის 20 დეკემბრამდე
ძალაში იქნება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო
შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან
მოესწროს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელება
მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ამასთან,
მიზანშეწონილია კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
აკრედიტაციის სამუშაოები განხორციელდება სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული
ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკუთარი შემოსავლებით (მოიაზრება, აკრედიტაციის
მაძიებელი პირის (სერტიფიკაციის ორგანო(ები)ს) მიერ აკრედიტაციის ცენტრისათვის
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს N289 დადგენილებით განსაზღვრული
აკრედიტაციის საფასურის გადახდა).
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს
არ
ექნება
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სსიპ -
აკრედიტაციის
ერთიანი
ეროვნული
ორგანო
-
აკრედიტაციის
ცენტრის
მიერ
აკრედიტაციის სამუშაოები განხორცილდება მხოლოდ საკუთარი შემოსავლებიდან,
რომლის ფორმირების წყაროა აკრედიტაციის მაძიებელი პირის სერტიფიკაციის
ორგანო(ები)ს მიერ აკრედიტაციის ცენტრისათვის საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7
აგვისტოს N289 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის ანაზღაურება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიხედვით
ვალდებულებები.
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2026 წლის 1 სექტემბრამდე სანებართვო
დოკუმენტაციის შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისთვის არ
იყო სავალდებულო ასეთი საქმიანობის განხორციელება სერტიფიცირებული პირების
მიერ. ამ საქმიანობას ახორციელებენ „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო
შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის“
შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N256 დადგენილებით
განსაზღვრული პირები. კერძოდ: შესაბამისი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების
მქონე სპეციალისტები. აღნიშნული თარიღის შემდგომ კი, სავალდებულო ხდებოდა ასეთი
საქმიანობის განხორციელებისთვის პირების სერტიფიცირება. თუმცა 2026 წლის 1
სექტემბერს, როდესაც ამოქმედდება სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი,
ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები და
ვერ
განხორციელდება
არქიტექტურული
სერტიფიცირებული
პირების
მიერ
ზედამხედველობა.
წარმოდგენილი
და
კონსტრუქციული
დამოწმება/ექსპერტიზა
ცვლილებით,
ხორციელდება
და
პროექტების
ტექნიკური
სერტიფიცირების
ვალდებულების შეჩერება 2026 წლის 20 დეკემბრამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ
პირებს, რომლებიც ამჟამად ახორციელებენ არქიტექტურული და კონსტრუქციული
პროექტის დამოწმებასა და ექსპერტიზას, ასევე ტექნიკურ ზედამხედველობას, 2026 წლის
20 დეკემბრამდე მიეცემათ შესაძლებლობა არსებული წესით განაგრძონ საქმიანობა, რაც
დადებითად აისახება მათზე და ამასთან, არასერტიფიცირებული პირის მიერ სანებართვო
დოკუმენტაციის დამოწმების საფუძვლით, არ შეფერხდება/დახარვეზდება სანებართვო
დოკუმენტაციის შეთანხმების პროცედურა.
რაც შეეხება იმ პირების ფინანსურ შემოსავლებზე გავლენას, რომლებსაც უნდა
განეხორციელებინათ
სერტიფიკატის
მინიჭება,
მათ
გადაუვადდებათ
აღნიშნული
შემოსავლების მიღება 2026 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება
გადავადებული შემოსავლების ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება სერტიფიცირების
მსურველ პირთა რაოდენობასა და სერტიფიკატების გაცემის საფასურებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის დადგენას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ
მდგომარეობაზე.
ახდენს
ზეგავლენას
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია და ანტონ ობოლაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია და ანტონ ობოლაშვილი.