„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, დავით კაჭარავა
ნომერი
#332/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 1
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 01/12/2000; სარეგისტრაციო კოდი: 390.040.000.05.001.000.838) შეტანილ იქნეს ცვლილება : 1) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების – აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდის შემდგომ. ამასთანავე, მოსაჭრელი ჯანსაღი მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი მწვანე ნარგავების (რომელშიც არ ითვლება ხილ-კენკროვანი, ბუჩქოვანი და არამერქნიანი მცენარეები, აგრეთვე არაუმეტეს 12 სმ დიამეტრის მქონე შემდეგი სახეობის მწვანე ნარგავები: აილანთუსი (ხემყრალა), თუთა, აკაცია (რობინია), კერლეუტერია, იუდას ხე (არღავანი), დიადი ბოყვი, გლედიჩია, იასამანი, ამერიკული ნეკერჩხალი) 25%-ს.“ 2) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი: ,,ე) დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვის საკითხზე, ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაძლოა დადგინდეს ამ კანონისგან განსხვავებული პირობები. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი) ცვლილებების შეტანა ითვალისწინებს, როგორც ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას, აგრეთვე, შინაარსობრივი ცვლილების განხორციელებას. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია მწვანე ნარგავების ჭრის ერთ-ერთი საფუძველი, რომლის თანახმადაც, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს. აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მერქნიან მწვანე ნარგავს (მათ შორის არაჯანსაღ ნარგავებს). იქიდან გამომდინარე, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული არაჯანსაღი მწვანე ნარგავები, არავითარ გავლენას არ ახდენს ეკოლოგიურ წონასწორობაზე, მათი მიჩნევა ღირებულ ნარგავებად არასწორია და განსახილველი პროექტით დაზუსტდება, რომ მხოლოდ ჯანსაღი ხეები ჩაითვლება იმ ნარგავების რაოდენობაში, რომელთა მიხედვითაც ხდება 25%-ის დაანგარიშება. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტს ემატება იმ მწვანე ნარგავების ჩამონათვალი, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 12 სმ-ს და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში აღარ ჩაითვლება 25%-იან შეზღუდვაში. აღნიშნული მწვანე ნარგავები განეკუთვნება ინვაზიური სახეობის ნარგავებს, ამოდის ველურად და ხშირად მცირე ამონაყრები მთელს სამშენებლო ტერიტორიას ფარავს. კანონპროექტი, ამავე მუხლში, ასევე, ითვალისწინებს ახალი რეგულაციის ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეძლევა უფლებამოსილება დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვის საკითხზე, დაადგინოს განსხვავებული რეგულაციები. აღნიშნული ცვლილების საჭიროება განაპირობა პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა. ამგვარი მშენებლობებისთვის ხელშეწყობა კი, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის დასაცავად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: განსახილველი კანონის დღეს მოქმედი რედაქცია არ არის სრულყოფილი და არ შეესაბამება პრაქტიკულ საჭიროებებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების უმთავრესი ამოცანაა, რომ დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სამშენებლო განვითარება იმგვარად, რომ არ დაირღვეს ბალანსი ეკოლოგიურ წონასწორობასა და საკუთრებით სარგებლობას შორის. აღნიშნული რეგულაციები წარმოშობს უფლებამოსილებას ჯანსაღი ნარგავები მოიჭრას გარკვეული პირობების დაცვით და რაც მთავარია, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საკანონმდელო ნორმებისა და პრაქტიკაში არსებული მიდგომების ჰარმონიზაციას. ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეძლევა უფლებამოსილება, დააწესოს განსხვავებული რეგულაციები დაუმთავრებელი და ავარიული მშენებლობების დასრულების/ჩანაცვლების ხელშესაწყობად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია მოქმედი კანონისა და პრაქტიკული საჭიროებების ერთმანეთთან ჰარმონიზაცია. კერძოდ, კანონპროექტით იცვლება მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია, რომელიც ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესის დაზუსტებას, მათ შორის, იმ ნარგავების კატეგორიების მკაფიო განსაზღვრას, რომლებიც ექვემდებარება აღნიშნულ შეზღუდვას, აგრეთვე იმ ნარგავების გამორიცხვას, რომლებიც თავისი ბიოლოგიური მახასიათებლების ან ეკოლოგიური ღირებულების გათვალისწინებით არ უნდა იქნეს ჩართული აღნიშნულ გაანგარიშებაში. კანონპროექტის თანახმად, იმავე მუხლის მე-6 პუნქტს ემატება ,,ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნება დაწესდეს განსხვავებული რეგულაციები დაუმთავრებელი და ავარიული მშენებლობების დასრულების/ჩანაცვლების ხელშესაწყობად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტს კავშირი არ აქვს სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, იმდენად, რამდენადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომლებიც შეფერხებულია იმის გამო, რომ იქ არსებული მწვანე ნარგავების ადგილმონაცვლეობის საკითხი ვერ რეგულირდება არსებული კანონმდებლობით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ხარჯების დაფინანსებას და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით, კერძოდ კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული გარკვეული სახეობის მწვანე ნარგავები აღარ ჩაითვლება 25%-იან შეზღუდვაში, რაც უფლებას მისცემს მესაკუთრეს, აღნიშნული მცენარეების საჭირო რაოდენობა მოჭრას კანონით განსაზღვრული მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. რაც შეეხება დაუმთავრებელი/ავარიული მშენებლობების ხელშემწყობ ღონისძიებებს, რიგ შემთხვევაში, განსხვავებულმა რეგულაციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემწყობ ღონისძიებად დადგინდა ჯანსაღი მწვანე ნარგავების მოჭრისათვის აღდგენითი ღირებულების გადახდისგან გათავისუფლება, კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხის გადახდა აღარ მოხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. იმდენად, რამდენადაც 25%-იან შეზღუდვაში აღარ შევა არაჯანსაღი ხეები (გამხმარი, ფაუტი), არამედ მხოლოდ ჯანსაღი მერქნიანი მცენარეები, რომელთა მოჭრისთვისაც გათვალისწინებულია აღდგენითი ღირებულების გადახდა (და არა საკომპენსაციო რგვა), გაიზრდება ბიუჯეტში გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ იქონიებს, რამდენადაც ზედამხედველობა მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვის პროცესზე იმგვარად განხორციელდება, როგორც კანონპროექტის ამოქმედებამდე ხორციელდებოდა, რადგან შემოთავაზებული კანონპროექტით მხოლოდ 25%-იანი ლიმიტის დაზუსტება ხდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, თავის საკუთრებაში მოჭრას ხელისშემშლელი კონკრეტული მწვანე ნარგავები (კანონპროექტით გათვალისწინებული), მოუწევს კანონით განსაზღვრული მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების გადახდა. იმდენად, რამდენადაც 25%-იან შეზღუდვაში აღარ შევა არაჯანსაღი მერქნიანი მცენარეები (მათ შორის, გამხმარი, ფაუტი ხეები), არამედ მხოლოდ ჯანსაღი მერქნიანი მცენარეები, რომელთა მოჭრისთვისაც გათვალისწინებულია აღდგენითი ღირებულების გადახდა (და არა საკომპენსაციო რგვა), შესაძლოა, დაინტერესებულ პირს გაეზარდოს გადასახდელი აღდგენითი ღირებულების ოდენობა. მეორე მხრივ, დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, საპროექტო ნარგავების მოჭრა/გადარგვის საკითხზე, ტერიტორიაზე არსებული მწვანე ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დადგენილებით ამ კანონისგან განსხვავებული პირობების განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლოა შემცირდეს დაინტერესებული პირის ფინანსური დანახარჯი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: მაია ბითაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, დავით კაჭარავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: მაია ბითაძე, ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, დავით კაჭარავა. ვარლამ ლიპარტელიანი, ანტონ