„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 05/02/2026, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.05.001.103003) შეტანილ
იქნეს ცვლილება და კანონის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე,
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელონ საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და გრიფმინიჭებული
ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, ამავე
სამინისტროსთან
შეთანხმებული
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან
შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის“
თანახმად, მიმდინარეობს სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა, რაც გულისხმობს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან
სახელმძღვანელოების
შემუშავებას,
იმ
პრინციპით,
რომ
სახელმძღვანელო
უზრუნველყოფდეს ცოდნის გაღრმავებას, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და
მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებას. გარდა ამისა, სახელმძღვანელო იქნება
მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას
დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.
სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა ხორციელდება
ეტაპობრივად 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, ყველა კლასის ყველა
სახელმძღვანელოს ჩანაცვლებამდე, სასწავლო პროცესში კვლავ გამოიყენება რეფორმის
დაწყებამდე მოქმედი გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროსთან
(შემდგომ სამინისტრო)
შეთანხმებული
სახელმძღვანელოები.
შესაბამისად, ცვლილების პროექტით დაზუსტდდება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, როგორც
სამინისტროს მიერ შექმნილი ასევე, გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული
სტანდარტების
შესაბამისი,
სამინისტროსთან
შეთანხმებული
სახელმძღვანელოები გამოიყენონ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, მიმდინარე წლის 5 თებერვალს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის (№1353-Vმს-XIმპ)
თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრა, რომ
2028
წლის
პირველი
სექტემბრიდან,
ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა
განახორციელონ სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით, მნიშვნელოვანია
ზემოაღნიშნულ კანონში შეტანილი იქნეს ცვლილება და სასკოლო სახელმძღვანელოების
შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად 2028-2029
სასწავლო წლის დაწყებამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს
კანონის
(№1353-Vმს-XIმპ)
თანახმად,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრა, რომ 2028 წლის პირველი სექტემბრიდან,
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელონ სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და
სამინისტროსთან
შეთანხმებული
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოებით, ხოლო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო განახორციელებს 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე
უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოების შექმნას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
(№1353-Vმს-XIმპ) მე-2 მუხლში. კერძოდ, მუხლს დაემატება მე-3 პუნქტი, რომლის
თანახმად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 2028-2029 სასწავლო წლამდე,
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას განახორციელებენ საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სასკოლო
სახელმძღვანელოებით, რითაც ეტაპობრივად ჩანაცვლდება რეფორმის დაწყებამდე
მოქმედი გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
სტანდარტების შესაბამისი, ამავე სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოს
საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების წესი და
ვადები განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ვინაიდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა 2028-2029
სასწავლო წლის დაწყებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელონ მათ
შორის, სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოებით, მნიშვნელოვანია
წარმოდგენილი კანონპროექტი მიღებულ იქნეს 2026-2027 სასწავლო წლამდე, რათა
სამინისტრომ/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ შესაბამისი
ღონისძიებების
განხორციელება.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
კანონი
მიზანშეწონილია განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ცალკეული კლასებისა და
საგნებისთვის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში
ეტაპობრივად დანერგვა არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის
აუცილებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გამომდინარე იქედან, რომ „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქცია ისედაც
ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2028 წლის პირველი
სექტემბრიდან, საქმიანობის განხორციელებას სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და
სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით და აღნიშნულ პერიოდამდე
სახელმძღვანელოების შესაქმნელი თანხა სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იყო,
2026 წლის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან ბდდ დოკუმენტში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების
აღებას.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის დადგენას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
სხვა
სახის
კანონპროექტის მიღება დადებით
გავლენას იქონიებს ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე, ვინაიდან სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი, თანამედროვე
სახელმძღვანელოებით სწავლება ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების მიღებას და
თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით მოსწავლეთა უზრუნველყოფას, რაც
პირდაპირ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.