„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (336/2-XIმპ, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის
თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე
რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების
პირობების დარღვევა (გარდა ამ კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა),
პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის, სარეკლამო ფირნიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნის
უნებართვოდ განთავსება, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე
დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების
შესაკეთებლად მიღება გამოიწვევს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000
ლარის ოდენობით.“.
2. 1941 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1942 მუხლი:
„მუხლი 1942. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო
საქმიანობის განხორციელება
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით, ნებისმიერი
სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, ნაგებობის განთავსება, „საავტომობილო გზების
შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ,
მის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას.
2. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ გაფრთხილებისას განსაზღვრული მითითების
შეუსრულებლობა დადგენილ ვადაში -
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ
მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის დაჯარიმებას - 6 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რასაც
შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის დაჯარიმებას - 50 000 ლარის ოდენობით.
5.
ამ
მუხლის
მე-4
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ
მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის დაჯარიმებას - 100 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც სამშენებლო
საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება ხორციელდება მშენებლობის ნებართვის
საფუძველზე, გარდა ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება ხორციელდება
მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, თუმცა ამას შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან/და
მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ მუხლის მე-4 და
მე-5 ნაწილებით, საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანებისთვის
(როგორც ჯარიმის, აგრეთვე ზიანის ანაზღაურების ნაწილში).
3. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გაფრთხილებისთანავე აძლევს
მითითებას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას - არაუმეტეს 1 (ერთი) თვისა, შეუთანხმებელი
ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული/მიმდინარე სამშენებლო
საქმიანობის, ნაგებობის განთავსების, შეწყვეტასთან ან/და პირვანდელ მდგომარეობაში
მოყვანასთან/დემონტაჟთან დაკავშირებით.
4. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით სამართალდამრღვევისთვის
განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე დაიწყოს შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების
დარღვევით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის, ნაგებობის განთავსების, შედეგის
დემონტაჟის პროცედურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი
ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით და საჭიროების შემთხვევაში,
აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოები.
5. შეუთანხმებელი ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული
სამშენებლო საქმიანობიდან, ნაგებობის განთავსებიდან, გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (მათ
შორის, აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება) ან/და დემონტაჟის ხარჯები
(ზიანი) დაეკისრება შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან
მოსარგებლეს - თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი/ნაგებობის განთავსების
განმახორციელებელი პირი.“.
3. 220-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2201 მუხლი:
„მუხლი 2201. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის შესაბამისი პირი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
კომპეტენციას
მიკუთვნებულ
სამართალდარღვევებზე,
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეები,
შეადგინოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმი,
დააკისროს
ადმინისტრაციული
სახდელი,
გამოსცეს
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტი დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) და
სააღსრულებო ფურცელი;
ბ) განიხილოს სამართალდარღვევათა საქმეები, დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი
და გასცეს სააღსრულებო ფურცელი იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც
გათვალისწინებულია ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით (გზის საფრის
გაჭუჭყიანების, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა
მასალის დაყრის ნაწილში, რომელიც ჩადენილია საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო
გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე);
გ)
განიხილოს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმე,
მიიღოს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - დადგენილება (მათ შორის,
ელექტრონული დადგენილება) და დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი, იმ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის
1942 მუხლით, აგრეთვე გასცეს სააღსრულებო ფურცელი ამავე მუხლის მე-2-მე-5 ნაწილებით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე;
დ) გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) და სააღსრულებო ფურცელი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო საქმიანობის, ნაგებობის განთავსების,
შედეგის დემონტაჟის ხარჯების (ზიანი) ანაზღაურების შესახებ;
ე) გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - დადგენილება
(მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) და სააღსრულებო ფურცელი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შედეგად საავტომობილო გზისთვის ან/და მისი შემადგენელი
ნაწილისთვის
მიყენებული
ზიანის
ანაზღაურების
შესახებ
(მათ
შორის,
აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ნაწილში) ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1942 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან გამომდინარე;
ვ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა შესრულების მიზნით
გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი უწყებებიდან;
ზ) გამოიყენოს სპეციალური აღჭურვილობა (მათ შორის, ვიდეო-აუდიოჩაწერა),
დასალუქი საშუალებები, სპეციალური უნიფორმა და ლოგო.
2. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის
სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში,
რომელიც ჩადენილია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში
არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მართვაში არსებული საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე)
გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, სახდელის დაკისრების,
სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი და უფლებამოსილი პირები;
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
ბ)
ამ
კოდექსის
1942
სამართალდარღვევის
საქმის
განხილვის,
ადგილზე
შემოწმების
განხორციელების,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის - დადგენილების (მათ შორის, ელექტრონული დადგენილების)
გამოცემისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი და უფლებამოსილი პირები;
გ) ამ კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებული დემონტაჟის წესი;
დ) ამ კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო საქმიანობის, ნაგებობის
განთავსების, შედეგის დემონტაჟის ხარჯების (ზიანი) ანაზღაურების შესახებ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების (მათ შორის, ელექტრონული
დადგენილების) და სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი და უფლებამოსილი პირები;
ე) ამ კოდექსის 1942 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული
საავტომობილო გზისთვის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურების შესახებ (მათ შორის, აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების
ნაწილში) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების (მათ
შორის, ელექტრონული დადგენილების) და სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი და
უფლებამოსილი პირები;
ვ) ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილითა (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის
სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში,
რომელიც ჩადენილია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში
არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მართვაში არსებული საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე)
და 1942 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმესთან
დაკავშირებით
საქართველოს
საავტომობილო
გზების
დეპარტამენტის
შესაბამისი
უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები, მათი დამტკიცების,
შევსების, წარმოების და ჩაბარების წესები. აგრეთვე, სპეციალური აღჭურვილობის (მათ შორის,
ვიდეო-აუდიოჩაწერის), დასალუქი საშუალებების, სპეციალური უნიფორმის და ლოგოს
გამოყენების წესი.“.
4. 239-ე მუხლის 55-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 ნაწილი:
„551. ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის
სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში,
რომელიც ჩადენილია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში
არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მართვაში არსებული საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე)
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საამისოდ
უფლებამოსილი პირი.“.
5. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 ნაწილები:
„9.
ამ
კოდექსის
1942
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება.
აღნიშნულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ზიანის (მათ შორის,
დემონტაჟის ხარჯების) ანაზღაურებაზე მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი - დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება), რომელშიც,
ამ კოდექსის 266-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, უნდა მიეთითოს საბანკო
რეკვიზიტები, რომლითაც დაკისრებული თანხა უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე მისი
გადახდის ვადა და სამართლებრივი შედეგები.
10. ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის
სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში,
რომელიც ჩადენილია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში
არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მართვაში არსებული საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე)
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საამისოდ
უფლებამოსილი პირი გამოსცემს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად
არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.
6. 2682 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2683 მუხლი:
„მუხლი 2683. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი
უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დადგენილების/სამართალდარღვევის ოქმის ან/და
ადმინისტრაციული
წარმოების
უზრუნველყოფისთვის
აუცილებელი
დოკუმენტის/შეტყობინების/საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების წესი
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ
გამოცემული დადგენილებები/სამართალდარღვევის ოქმები ან/და ადმინისტრაციული
წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტები/შეტყობინებები/საჩივარზე
მიღებული
გადაწყვეტილებები
სამართალდამრღვევისთვის
ჩაბარებულად
ითვლება
დოკუმენტის ასლის მისთვის გადაცემისთანავე (მათ შორის, ადგილზე პირადად, საფოსტო
გზავნილით). დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ სამართალდამრღვევი
უარს აცხადებს დოკუმენტის ასლის მიღებაზე (დოკუმენტში შესაბამისი აღნიშვნით ასლის
მიღებაზე უართან დაკავშირებით).
2. ამ კოდექსის 1942 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან
მიმართებით, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით დოკუმენტის
ჩაბარება ვერ ხერხდება, დოკუმენტის ჩაბარებად ითვლება დოკუმენტის განთავსება
თვალსაჩინო ადგილას სამშენებლო ობიექტზე (თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება, მათ შორის,
სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული საინფორმაციო დაფა, შენობა
(მათ შორის, დროებითი), შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე). ამ წესით დოკუმენტი
ჩაბარებულად ჩაითვლება განთავსებიდან მე-3 დღეს.
3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტ(ებ)ის ჩაბარება ვერ ხერხდება ამ მუხლის პირველი და
მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით, ჩაბარებად ჩაითვლება დოკუმენტის გამოქვეყნება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ვებგვერდზე. ამ წესით დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.“.
7. 272-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:
„ა2) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი
ნაწილითა (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე
სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში, რომელიც ჩადენილია საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებული
საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე) და 1942 მუხლით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება საჩივრდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
თავმჯდომარესთან, რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. ამ კოდექსის 2201
მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება არ აჩერებს მათ მოქმედებას და
აღსრულებას;“.
მუხლი 2. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2026 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ საშტატო
რიცხოვნობას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი აწესებს
საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში გზების მფლობელთან შეუთანხმებლად
საქმიანობის განხორციელების აკრძალვას.
ზემოაღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) ითანხმებს (გასცემს
ტექნიკურ პირობებს) ან/და გარკვეულ შემთხვევებში უარს ამბობს, დეპარტამენტის ბალანსზე
არსებულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების
მიმდებარედ გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 ან/და კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, 200 მეტრში) საქმიანობას (რაც ასევე გათვალისწინებულია „საავტომობილო გზების
შესახებ“ საქართველოს კანონით).
მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა სახეზეა:
- შეუთანხმებელი სამშენებლო საქმიანობა;
- დეპარტამენტთან შეთანხმების პირობების დარღვევა (მათ შორის, დასაშვები
მანძილის/ზოლის დარღვევა, დეპარტამენტის ტექნიკური პირობების გარეშე);
- საგზაო ინფრასტრუქტურაზე ზიანის მიყენება;
- გზითმოსარგებლეთა უსაფრთხოების რისკების ზრდა;
- დემონტაჟის და აღდგენის ხარჯების დაკისრების მოქნილი მექანიზმის არარსებობა.
აღნიშნულის შედეგად საავტომობილო გზებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის
მდგომარეობა უარესდება, რაც ზრდის საავტომობილო გზის მოსარგებლეთა უსაფრთხოების
რისკებს და სახელმწიფო ხარჯებს. არსებული რეგულირება არ არის საკმარისი, ვინაიდან
დღევანდელი სამართლებრივი რეჟიმი არ უზრუნველყოფს კონკრეტულ სანქციებს გზისპირა
ზოლებში შეუთანხმებელი მშენებლობისთვის, ადმინისტრაციული წარმოების უფლების
განსაზღვრულ სქემას დეპარტამენტისთვის, დემონტაჟისა და აღდგენის ხარჯების ეფექტიან
ანაზღაურებას, დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამკაცრებულ სანქციებს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს გზისპირა ზოლებში უკანონო მშენებლობის პრევენციას,
სახელმწიფო ინტერესების დაცვას, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გზითმოსარგებლეთა
უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამასთანავე, დამატებით პრობლემას წარმოადგენს გზის/მისი
შემადგენელი ნაწილის გაჭუჭყიანება და დანაგვიანება, რამაც აგრეთვე შესაძლებელია
გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხი იურიდიული პირების მხრიდან.
ვინაიდან, მათ მიერ მიყენებული ზიანი დიდია, ხოლო პრევენციის მექანიზმი არ არსებობს.
დღის წესრიგში დგას სამართლებრივი პროცედურების გაჭიანურების საკითხი და საჭიროებს
ეფექტური, მოქნილი მექანიზმის შექმნას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მიუხედავად იმისა, რომ „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლი ადგენს
შეთანხმების ვალდებულებას, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს
ამ ვალდებულების დარღვევისთვის.
დღევანდელი სამართლებრივი რეჟიმი არ უზრუნველყოფს კონკრეტულ სანქციებს
გზისპირა ზოლებში შეუთანხმებელი მშენებლობისთვის, ადმინისტრაციული წარმოების
უფლების განსაზღვრულ სქემას დეპარტამენტისთვის, დემონტაჟისა და აღდგენის ხარჯების
ეფექტიან დაკისრებას და დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამკაცრებულ სანქციებს.
აგრეთვე, მნიშვნელოვანია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს განესაზღვროს
მის მართვაში არსებული საავტომობილო გზის/მისი შემადგენელი ნაწილის გაჭუჭყიანების და
დანაგვიანების შემთხვევებზე რეაგირების უფლებამოსილება. შესაბამისად, აღნიშნული
პრობლემების მოგვარების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით მოსალოდნელი შედეგებია:
- საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლებში („საავტომობილო გზების შესახებ“
საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული) შეუთანხმებელი და/ან შეთანხმების
პირობების
დარღვევით
სამშენებლო
საქმიანობისთვის
პასუხისმგებლობის
ზომის
დაწესება/შემოღება
- დარღვევის განმეორების შემთხვევებში ჯარიმების გამკაცრება;
- დემონტაჟის და აღდგენის ხარჯების დაკისრება;
საავტომობილო
გზების
დეპარტამენტის
უფლებამოსილების
განსაზღვრა
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში;
- საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში უფრო მკაცრი ჯარიმის
დაწესებას;
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებული
საავტომობილო გზის/მისი შემადგენელი ნაწილის გაჭუჭყიანების/დანაგვიანების ნაწილში
კონტროლის გაძლიერება. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის პირველ ნაწილთან
მიმართებით, ემატება როგორც დამჯარიმებელი ორგანო, რაც ხელს შეუწყობს და დაეხმარება
სამართალდარღვევების გამოვლენას, კონტროლსა და აღსრულებას, რაც მთლიანობაში
გააძლიერებს სამართალდარღვევების პრევენციასა და მასზე რეაგირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში და მიზნად ისახავს დეპარტამენტის ადმინისტრაციული
იურისდიქციისა და სამართალდარღვევებზე რეაგირების მექანიზმების ჩამოყალიბებას.
კოდექსის 134-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით დამჯარიმებელ ორგანოდ
განისაზღვრება აგრეთვე საავტომობილო გზების დეპარტამენტი. კერძოდ, დეპარტამენტი
უფლებამოსილი
ხდება
განიხილოს
სამართალდარღვევათა
საქმეები,
დააკისროს
ადმინისტრაციული სახდელი და გასცეს სააღსრულებო ფურცელი იმ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია კოდექსის 134-ე მუხლის პირველი
ნაწილით (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე
სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში, რომელიც ჩადენილია საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ
საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე).
კოდექსის 194¹ მუხლის შემდეგ ემატება ახალი 194² მუხლი, რომელიც აწესებს
პასუხისმგებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, მის მართვაში
არსებულ საავტომობილო გზებზე, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22ე მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ გზისპირა ზონებში, შეუთანხმებლად
ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობის
განხორციელებისას, ნაგებობის განთავსებისას. პირველ ეტაპზე აღნიშნული გამოიწვევს
ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას. იმავდროულად, საავტომობილო
გზების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გაფრთხილებისთანავე
აძლევს მითითებას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას - არაუმეტეს 1 (ერთი) თვისა,
შეუთანხმებელი ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული/მიმდინარე
სამშენებლო საქმიანობის, ნაგებობის განთავსების შეწყვეტასთან ან/და პირვანდელ
მდგომარეობაში მოყვანასთან/დემონტაჟთან დაკავშირებით. ამ მითითების შეუსრულებლობა
დადგენილ ვადაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ უფრო მკაცრია
პასუხისმგებლობა როდესაც ამას ჩაიდენს უკვე ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი.
აღნიშნული გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცალკე დაწესდეს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში,
როდესაც ქმედებას შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის
დაზიანება. პირველ ჯერზე მსგავსი ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 1 500
ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა გამოიწვევს
ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას - 100 000 ლარის ოდენობით.
დამატებით განისაზღვრება, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
უფლებამოსილია სამართალდამრღვევისთვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე დაიწყოს
შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო
საქმიანობის, ნაგებობის განთავსების შედეგის დემონტაჟის პროცედურები საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის
თანდასწრებით და საჭიროების შემთხვევაში, აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შეუთანხმებელი ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო
საქმიანობიდან, ნაგებობის განთავსებიდან, გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (მათ შორის,
აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება) ან/და დემონტაჟის ხარჯები (ზიანი)
დაეკისრება შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს −
თუ
ვერ
დგინდება
მშენებლობის
განმახორციელებელი/ნაგებობის
განთავსების
განმახორციელებელი პირი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტი ადგენს ახალ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში, განსაზღვრავს
დიფერენცირებულ სანქციებს, ქმნის დემონტაჟის სამართლებრივ მექანიზმს, ანიჭებს
დეპარტამენტს ადმინისტრაციული იურისდიქციის განხორციელების უფლებამოსილებას,
უზრუნველყოფს საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვის, გზის უსაფრთხოების და სახელმწიფო
ქონების ინტერესების ეფექტიან სამართლებრივ დაცვას, აძლიერებს კონტროლს გზის/მისი
შემადგენელი ნაწილის გაჭუჭყიანებასთან/დანაგვიანებასთან მიმართებით.
პარალელურად, ამავე პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის შესაბამის/პასუხისმგებელ პირთა უფლებამოსილებები, საქართველოს
ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ მისაღები ნორმატიული აქტები, სამართალდარღვევის
ოქმისა და დადგენილების შედგენის/მიღების საკითხები, გასაჩივრების საკითხი,
სამართალდამრღვევისთვის დოკუმენტის/შეტყობინების ჩაბარების წესი და სხვ. ამასთან,
პროექტი ადგენს რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო
რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია საკანონმდებლო პაკეტის
ძირითადი კანონპროექტის („საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი) ძალაში შესვლის თარიღის
მიხედვით - გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
აღნიშნული ვადის განსაზღვრა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონპროექტი
ითვალისწინებს
ახალი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
შემოღებას,
ადმინისტრაციული იურისდიქციის გაფართოებას და შესაბამისი უფლებამოსილებების
მინიჭებას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტისთვის.
კანონის
ეფექტიანი
და
სამართლებრივად
გამართული
ამოქმედებისათვის
აუცილებელია:
- საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტების
მიღება;
- ადმინისტრაციული წარმოების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
- უფლებამოსილი პირების განსაზღვრა და გადამზადება;
- სპეციალური აღჭურვილობისა და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება;
- შიდა ინსტრუქციებისა და სამუშაო პროცედურების დამტკიცება;
- საინფორმაციო და ტექნიკური სისტემების (მათ შორის, ელექტრონული დადგენილების
გამოცემის მექანიზმის) მზადყოფნის უზრუნველყოფა.
90-დღიანი ვადა უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული ახალი სამართლებრივი
რეგულაციების პრაქტიკულ დანერგვას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტები
სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელებასთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია
თითოეული მათგანი დაჩქარებული წესით იქნეს მიღებული. კერძოდ, საჭიროა დროულად
ამოქმედდეს სამართალდარღვევებთან დაკავშირებით წარმოდგენილი რეგულაციები, რათა
მოკლე ვადებში დაკომპლექტდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ახალი
სამსახური და საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე დაიწყოს
სათანადო რეაგირება. ახალი სამსახურის ჩამოყალიბება დაკავშირებულია დროსთან და
საჭიროებს აქტივობას არაერთი მიმართულებით, შესაბამისად, რაც უფრო მალე ამოქმედდება
კანონპროექტები, მით უფრო, სწრაფად დაიწყება სამსახურის დასაკომპლექტებლად სათანადო
ღონისძიებების გატარება. გარდა აღნიშნულისა, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს კერძო
სამართლის იურიდიული პირის შექმნას, რომელიც განახორციელებს საავტომობილო გზების
მოვლა-შენახვას.
მსგავსი
კომპანიის
ჩამოსაყალიბებლად
საჭიროა
გაიმართოს
ინფრასტრუქტურა, შეძენილ იქნას ტექნიკა, დაკომპლექტდეს ადამიანური რესურსი, რაც თავის
მხრივ, დიდ დროს მოითხოვს. ხსენებული ღონისძიებების დროული განხორციელება
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა სწრაფად დაიწყოს კომპანიამ მოვლა-შენახვის
ვალდებულება, მით უფრო, დაიწყოს ოპერირება მიმდინარე წლის ზამთრის პერიოდამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროს 2026-2029 წლებში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პირდაპირი
შემოსავალი
ფინანსური
ეფექტი
-
ადმინისტრაციული
სანქციებიდან
მიღებული
ა) გზის საფარის გაჭუჭყიანება და სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა (საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილი)
სავარაუდო მინიმალური სცენარი: საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ
გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა 1000 შემთხვევა წელიწადში.
აღნიშნული შეფასება ეფუძნება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს
გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებული საავტომობილო გზების ქსელის
მასშტაბს (დაახლოებით 6 000 კმ) და იმ გარემოებას, რომ კანონპროექტით დეპარტამენტს ენიჭება
აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენისა და ადმინისტრაციული რეაგირების
განხორციელების უფლებამოსილება.
საშუალო ჯარიმის ოდენობის გათვალისწინებით, სავარაუდო წლიური შემოსავალი
შეადგენს დაახლოებით 500 000 ლარს.
განმეორებითი
სამართალდარღვევების
(სავარაუდოდ
დაახლოებით
გათვალისწინებით, დამატებითი შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 200 000 ლარს.
20%)
ჯამურად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე
მუხლის პირველი ნაწილით (გზის საფარის გაჭუჭყიანებისა და გზის სავალ ნაწილზე,
ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში)
გათვალისწინებული სამართალდარღვევებიდან მიღებული სავარაუდო წლიური შემოსავალი
შეადგენს დაახლოებით 700 000 ლარს.
ბ) დეპარტამენტთან შეუთანხმებელი სამშენებლო
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 194² მუხლი)
საქმიანობა
(საქართველოს
წინამდებარე პროექტით პირველად დგინდება რეაგირების მექანიზმი „საავტომობილო
გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტებით
გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. პროექტის მიხედვით,
აღნიშნული გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, შესაბამისად ქვემოთ
მოყვანილი შეფასება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კანონპროექტით საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტს ენიჭება სამართალდარღვევების უშუალო გამოვლენისა
და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები.
საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის (დაახლოებით 6 000 კმ) მასშტაბის
გათვალისწინებით, გამოყენებულია დაბალი ინტენსივობის სცენარი, რომლის მიხედვითაც
წელიწადში გამოვლინდება დაახლოებით 300 სამართალდარღვევა.
სამართალდარღვევები სავარაუდოდ ნაწილდება შემდეგ კატეგორიებად:
50% - გაფრთხილება (ფინანსური ეფექტი - 0);
25% - გაფრთხილებისას განსაზღვრული მითითების შეუსრულებლობა;
15% - განმეორებითი სამართალდარღვევა;
7% - ინფრასტრუქტურის დაზიანებით გამოწვეული სამართალდარღვევა;
3% - ინფრასტრუქტურის დაზიანების განმეორებითი შემთხვევა.
საშუალო გათვლით ფიზიკური პირების მიერ გადახდილი ჯარიმები შეადგენს
დაახლოებით 300 000 ლარს; იურიდიული პირების მიერ გადახდილი ჯარიმები შეადგენს
დაახლოებით 900 000 ლარს.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 194² მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებიდან
მიღებული სავარაუდო წლიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1 200 000 ლარს.
ფინანსური ანალიზის მეთოდოლოგია
ფინანსური შეფასება განხორციელდა კონსერვატიული პროგნოზის 1 პრინციპით და
ეფუძნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სავარაუდო სიხშირის შეფასებას,
არსებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ანალოგიას და საქართველოს საავტომობილო გზების
ქსელის მასშტაბის გათვალისწინებას.
ანალიზი განხორციელდა დაახლოებით 6 000 კმ საავტომობილო გზის ქსელის არსებობის
პირობებში.
ფინანსური შეფასება მოიცავს ორი ტიპის ეფექტს:
1. პირდაპირ ფინანსურ ეფექტს - ადმინისტრაციული ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავალს.
2. არაპირდაპირ ფინანსურ ეფექტს - სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი
აღდგენითი და დემონტაჟის ხარჯების შემცირებას.
გზის საფარის გაჭუჭყიანება და სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა (საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილი)
გათვლები ეფუძნება კონსერვატიულ შეფასებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს
საავტომობილო გზების ქსელზე (დაახლოებით 6 000 კმ) წელიწადში გამოვლინდება
დაახლოებით 1000 სამართალდარღვევა.
აღნიშნული რაოდენობა განსაზღვრულია მინიმალური სცენარის საფუძველზე და
ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კანონპროექტით საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას 1 კონსერვატიული პროგნოზი გულისხმობს ფინანსური შედეგების შეფასებას ფრთხილი, მინიმალური სცენარის გამოყენებით, რათა
თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი შემოსავლების გადაჭარბებული შეფასება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ენიჭება აღნიშნული სამართალდარღვევის
გამოვლენისა და ადმინისტრაციული რეაგირების განხორციელების უფლებამოსილება.
საშუალო ჯარიმის ოდენობის (500 ლარი) გათვალისწინებით, სავარაუდო წლიური
შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 500 000 ლარს.
განმეორებითი სამართალდარღვევების სავარაუდო წილი შეფასებულია დაახლოებით
20%-ად, რაც შეადგენს დაახლოებით 200 შემთხვევას. 200 × 1000 ლარი = 200 000 ლარი.
შესაბამისად, აღნიშნული მუხლიდან მიღებული სავარაუდო წლიური შემოსავალი შეადგენს
დაახლოებით 700 000 ლარს.
შეუთანხმებელი სამშენებლო საქმიანობა (მუხლი 194²)
ანალიზში გამოყენებულია დაბალი ინტენსივობის სცენარი, რომლის მიხედვითაც,
წელიწადში გამოვლინდება დაახლოებით 300 სამართალდარღვევა.
შემთხვევები სავარაუდოდ ნაწილდება შემდეგ კატეგორიებად:
გაფრთხილება;
გაფრთხილების მითითების შეუსრულებლობა;
განმეორებითი სამართალდარღვევა;
ინფრასტრუქტურის დაზიანება;
ინფრასტრუქტურის დაზიანების განმეორებითი შემთხვევა.
კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმების დიაპაზონი მერყეობს 500 ლარიდან 100
000 ლარამდე, სამართალდარღვევის სიმძიმის მიხედვით. საშუალო გათვლით:
ფიზიკური პირების მიერ გადახდილი ჯარიმები დაახლოებით 300 000 ლარი;
იურიდიული პირების მიერ გადახდილი ჯარიმები დაახლოებით 900 000 ლარი.
ჯამური სავარაუდო შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1 200 000 ლარს ყოველ
წლიურად.
ამასთანავე, პროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით
საჭირო ხდება ახალი სამსახურის დაკომპლექტება საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებულ სამსახურში დასაქმებული პირები იქნებიან
გადასახადის გადამხდელები და დაიბეგრებიან, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს აღნიშნული პირების მიერ გადახდილი
საშემოსავლო გადასახადი ამავე განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული სავარაუდო
სახელფასო ფონდის 20%-ის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის განხორციელება დაკავშირებულია საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სისტემაში ადმინისტრაციული
კონტროლის მექანიზმის გაძლიერებასთან.
ადმინისტრაციული დანახარჯები მოიცავს ადამიანური რესურსის უზრუნველყოფას,
მონიტორინგისა და ინსპექტირების განხორციელებას, ასევე სპეციალური აღჭურვილობის
გამოყენებას.
სავარაუდო ხარჯები მოიცავს: ახალი სამსახურის დაკომპლექტება - 25 თანამშრომელი;
საშუალო თვიური სახელფასო ფონდი - დაახლოებით 120 000 ლარი, საწვავის ხარჯი
დაახლოებით 300 000 ლარი წელიწადში, მოვლა-შენახვის ხარჯი დაახლოებით 350 000 ლარი
წელიწადში, აღჭურვილობა დაახლოებით 50 000 ლარი.
აღნიშნული რესურსი აუცილებელია საავტომობილო გზების ქსელზე (დაახლოებით 6
000 კმ) ეფექტიანი ადმინისტრაციული კონტროლის, სამართალდარღვევების გამოვლენისა და
ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისთვის.
არაპირდაპირი ფინანსური ეფექტი
კანონპროექტის მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების
შემცირება, რადგან დემონტაჟისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის ხარჯები დაეკისრება
სამართალდამრღვევს.
საშუალო შეფასებით ერთ შემთხვევაზე აღდგენის ხარჯი შეადგენს 20 000 - 50 000 ლარს.
თუ წელიწადში გამოვლინდება 10 - 15 მძიმე შემთხვევა, სახელმწიფო ბიუჯეტის
სავარაუდო დაზოგვა შეადგენს დაახლოებით 400 000 - 700 000 ლარს.
ამასთან, ხსენებული სამსახურის შექმნა და დაკომპლექტება დაგეგმილია კანონპროექტის
ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წელსვე, შესაბამისად, ზემოხსენებული ხარჯების გაწევის
საჭიროება დადგება და ხარჯების გაწევა დაიწყება სამსახურის შექმნისთანავე. აგრეთვე,
დასაქმებული პირების ხელფასიდან გათვალისწინებული იქნება საპენსიო შენატანი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით
(დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ნაწილში).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებიც:
- საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე ახორციელებენ საქმიანობას;
- ახდენენ გზის/მისი შემადგენელი ნაწილის გაჭუჭყიანებას/დანაგვიანებას;
- დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით
ახორციელებენ სამშენებლო საქმიანობას, მათ შორის გზისპირა ზონებში.
კანონპროექტით განსაზღვრული ფინანსური შედეგები ატარებს სანქციის სახეს
ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრების სახით. აგრეთვე, შეიცავს ზიანის კომპონენტს
დემონტაჟისა და აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების
ვალდებულების სახით და ატარებს პრევენციულ ხასიათს - დარღვევის თავიდან აცილების
სტიმულის შექმნის გზით.
ფიზიკურ პირებზე გავლენა
ფიზიკური პირებისათვის ფინანსური შედეგი დადგება მხოლოდ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში და გამოიხატება:
- 500 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობის ჯარიმით (დარღვევის მიხედვით);
- ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში - შესაბამისი ჯარიმითა და ზიანის
ანაზღაურების ვალდებულებით;
- საჭიროების შემთხვევაში, დემონტაჟისა და აღდგენითი სამუშაოების ხარჯების
ანაზღაურებით.
კანონპროექტი არ აწესებს დამატებით ხარჯებს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც
კანონმდებლობის მოთხოვნებს იცავენ.
გავლენის მიმართულება იურიდიულ პირებზე
იურიდიული პირებისათვის ფინანსური შედეგი ასევე დაკავშირებულია მხოლოდ
სამართალდარღვევის ჩადენასთან და მოიცავს: 1 000 ლარიდან 100 000 ლარამდე ოდენობის
ჯარიმას (დარღვევის მიხედვით), მათ შორის, ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში - 50
000
ლარიდან
100
000
ლარამდე
ჯარიმას.
აგრეთვე,
დემონტაჟისა
და
აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას.
აღნიშნული რეგულაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორისათვის,
რადგან იგი ამკაცრებს გზისპირა ზონებში საქმიანობის სამართლებრივ კონტროლს და ზრდის
შესაბამისობის მნიშვნელობას.
საერთო შეფასება
კანონპროექტი არ აწესებს ზოგად საგადასახადო ან სავალდებულო ხარჯებს ბიზნესის ან
მოსახლეობისათვის. ფინანსური შედეგები დგება მხოლოდ სამართალდარღვევის შემთხვევაში
და მიზნად ისახავს:
- საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვას;
- სახელმწიფო ქონების დაზიანების პრევენციას;
- სამართლიანი პასუხისმგებლობის დაკისრებას დამრღვევზე.
საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია, რომ რეგულაციის ამოქმედება ხელს
შეუწყობს სამართალდარღვევების შემცირებას, რაც თავის მხრივ შეამცირებს პირთა ფინანსურ
რისკებს.
ამასთან, პროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან
საავტომობილო გზების დეპარტამენტში შექმნილ სამსახურში (შრომის ანაზღაურების ნაწილში,
რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდასთან და საპენსიო
შენატანთან).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
შესაბამისად, კანონპროექტი არ ქმნის ზოგად საგადასახადო ან რეგულარულ ფულად
ვალდებულებას ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის, ჯარიმის გადახდის ვალდებულება
წარმოიშობა მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში და ჯარიმის
ოდენობა განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და
დიფერენცირებულია დარღვევის სიმძიმისა და განმეორებითობის მიხედვით.
ჯარიმებიდან მიღებული თანხები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.