„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2019, სარეგისტრაციო კოდი:
400020000.05.001.019727) 29-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 2029 წლამდე ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს ჭარბი წყლის სადრენაჟო,
დამშრობი ქსელით მოცილებასთან, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებასთან დაკავშირებით
წარმოშობილი
ურთიერთობების
მოსაწესრიგებლად
სადრენაჟო
მომსახურების
დადგენა, ხოლო სამინისტრომ ამ ტარიფის დასადგენად ეროვნულ
თანამშრომლობით უზრუნველყოს შესაბამისი კანონის პროექტის მომზადება.“.
ტარიფის
კომისიასთან
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი) 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვალდებულებას,
2027 წლამდე უზრუნველყოს ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებასთან,
ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობების
მოსაწესრიგებლად სადრენაჟო მომსახურების ტარიფის დადგენა, ხოლო საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ ტარიფის დასადგენად ეროვნულ კომისიასთან
თანამშრომლობით შესაბამისი კანონის პროექტის მომზადება.
კანონით გათვალისწინებული ამ ვალდებულების
კომპლექსური
სამუშაოების
ჩატარებასთან,
ასევე,
შესრულება
სადრენაჟო
დაკავშირებულია
მომსახურების
სფეროში
მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება საჭიროებს დეტალურ სამართლებრივ რეგულირებას,
მათ შორის ტარიფის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავებას. აუცილებელია შესაბამისი
ინფრასტრუქტურის, მომსახურების მოცულობისა და ტექნიკური პარამეტრების შეფასება, რაც
წარმოადგენს ტარიფის დადგენის წინაპირობას.
საჭიროა ინსტიტუციური ფუნქციების,
პასუხისმგებლობებისა და ურთიერთქმედების მექანიზმების მკაფიო განსაზღვრა. პროცესში
ჩართულია რამდენიმე უწყება-საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისია, შპს - საქართველოს მელიორაცია,
რაც მოითხოვს შეთანხმებულ და თანმიმდევრულ
სამუშაოს, ასევე, დროსაც. ამ ეტაპისთვის განხორციელებულია დრენაჟის სფეროში არსებული
მდგომარეობის პირველადი შეფასება, იდენტიფიცირებულია სამართლებრივი, ინსტიტუციური
და მეთოდოლოგიური ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლის
თანახმადაც საჭიროა გაკეთდეს: სადრენაჟო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის
შეფასება, მომსახურების არეალების დაზუსტება, ტარიფის განსაზღვრის მეთოდოლოგიური
მიდგომების
აღნიშნული
შემუშავება,
მარეგულირებელი
ღონისძიებების
და
სრულყოფილად
ინსტიტუციური მოდელის
განხორციელება
და
შემუშავება.
შესაბამისი
საკანონმდებლო/მარეგულირებელი ჩარჩოს მომზადება საჭიროებს დამატებით დროს.
წლამდე ამ ვალდებულების შესრულება ვერ მოესწრება და საჭიროა ვადის გადაწევა.
2027
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული იყო 2027 წლამდე და ეს
ვადა გადაიწევს 2 წლით, შესაბამისად, აღნიშნული ვადის გადაწევისთვის საჭიროა კანონში
ცვლილების ასახვა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, ორი წლით გადაიწევს „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა და ამ
პერიოდში
საქართველოს
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტრო
უზრუნველყოფს, სადრენაჟო მომსახურების ტარიფის დასადგენად, შესაბამისი კანონპროექტის
მომზადებას და მისი მიღებისთვის საქართველოს პარლამენტში წარდგენას, ხოლო საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
შესაძლებლობა,
დამატებით
ორი
მარეგულირებელ
წლის
განმავლობაში
ეროვნულ
კომისიას
განახორციელოს
მიეცემა
აუცილებელი
ღონისძიებები, რის შემდეგაც დაადგენს ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით
მოცილებასთან, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი
ურთიერთობების მოსაწესრიგებლად სადრენაჟო მომსახურების ტარიფს, რაც სექტორში
გრძელვადიან, სტაბილურ და გამჭვირვალე რეგულირებას უზრუნველყოფს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის გარდამავალი
დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი პუნქტი და ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი
ქსელით
მოცილებასთან,
წარმოშობილი
ტრანსპორტირებასა
ურთიერთობების
და
მოსაწესრიგებლად
გარემოში
ჩაშვებასთან
სადრენაჟო
დაკავშირებით
მომსახურების
ტარიფის
დადგენის და ამ ტარიფის დასადგენად შესაბამისი კანონის პროექტის მომზადების ვადა 2027
წლიდან ხანგრძლივდება 2029 წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
ხარჯების
დაფინანსების
წყაროა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის 2026 – 2029 წლების
ბიუჯეტები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან
კანონის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნულ კომისიამ 2027 წლამდე უნდა დაადგინოს სადრენაჟო მომსახურების ტარიფი და
შესაბამისად დაინტერესებულ პირებს 2027 წლიდან მოუწევდათ ახალი ტარიფის გადახდა,
რომელიც მიიმართება შპს - საქართველოს მელიორაციის ანგარიშზე. შპს - საქართველოს
მელიორაცია კი არის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელი. გავლენის ოდენობა
დამოკიდებულია ტარიფის ოდენობაზე.
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან და ამ
მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა საჭირო არ იქნება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
მისი მოქმედება. კერძოდ, შპს - საქართველოს მელიორაცია ამჟამად სადრენაჟო მომსახურებას
უწევს დაახლოებთ 1300 პირს, რომლებიც იხდიან მომსახურების საფასურს ერთ ჰექტარზე
წელიწადში 40 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ეს ტარიფი იმოქმედებს კიდევ ორი წლის
განმალობაში და ამ პირებს არ მოუწევთ ახალი, განსხვავებული ტარიფის გადახდა. გავლენის
ოდენობა დამოკიდებულია ახალი ტარიფის ოდენობაზე.
კანონპროექტს გავლენა ექნება შპს - საქართველოს მელიორაციაზე, ვინაიდან, სადრენაჟო
მომსახურების ტარიფი ირიცხება მათ ანგარიშზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ახალი
ტარიფის ოდენობაზე.
ასევე, კანონპროექტს გავლენა ექნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაზე, ვინაიდან, კანონიდან გამომდინარე ის ღონისძიებები
რომლებიც 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა განეხორციელებინათ, კანონპროექტის მიღების შემდეგ
მოუწევთ 2029 წლის 1 იანვრამდე განხორციელება, საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.