საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-09
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
წერილი
2-7536/26
08-06-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-17
პუნქტისა და 160-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიზანშეწონილად
მიიჩნია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური
აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა შერჩეულ იქნეს
კონკურსის
საფუძველზე.
შესაბამისად,
გაცნობებთ
აღნიშნულ
გადაწყვეტილებას და წარმოგიდგენთ
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების პროექტს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027
წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული
ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების
შესახებ“.
გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური
აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი
საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 35-ე მუხლის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის
მე-17 პუნქტის, 160-ე მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტების და საქართველოს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინების (№2-6502/26;
25-05-2026 წ.) საფუძველზე დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული
ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პაატა კვიჟინაძე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირაკლი ხელაძე;
გ) ბეჟან წაქაძე;
დ) ილია ინჯია;
ე) გიორგი ბარვენაშვილი;
ვ) ზურაბ რურუა;
ზ) სოფიო დვალიშვილი.
2. საკონკურსო კომისიამ შეიმუშაოს კომისიის დებულება და
დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
3. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტის სახელით
გამოაცხადოს კონკურსი აუდიტის ჩატარების შესახებ, შეიმუშაოს საკონკურსო
პირობები, მოთხოვნები და წესები.
4. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტს კონკურსის
საფუძველზე გამოვლენილი აუდიტორული ფირმა წარუდგინოს არაუგვიანეს
2026 წლის 28 სექტემბრისა.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი