საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-09
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
წერილი
2-7535/26
08-06-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
160-ე მუხლის მე-12
პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის
2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი
დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა (გარე აუდიტორი) შერჩეულ იქნეს
კონკურსის
საფუძველზე.
შესაბამისად,
გაცნობებთ
აღნიშნულ
გადაწყვეტილებას და წარმოგიდგენთ
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027
წლების
ანგარიშგების
გარე
აუდიტის
განმახორციელებელი
დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი
საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
პროექტი
საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე
აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული
ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის
შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინების (№2-6496/26; 2505-2026წ.) საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027
წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი
აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისია
შემდეგი შემადგენლობით:
ა) პაატა კვიჟინაძე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირაკლი ხელაძე;
გ) ბეჟან წაქაძე;
დ) ილია ინჯია;
ე) გიორგი ბარვენაშვილი;
ვ) ზურაბ რურუა;
ზ) ოთარ შამუგია.
2. საკონკურსო კომისიამ შეიმუშაოს კომისიის დებულება
და
დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
3. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტის სახელით გამოაცხადოს
კონკურსი აუდიტის ჩატარების შესახებ, შეიმუშაოს საკონკურსო პირობები,
მოთხოვნები და წესები.
4. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტს კონკურსის საფუძველზე
გამოვლენილი აუდიტორული ფირმა წარუდგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 28
სექტემბრისა.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი