საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ესპანეთის სამეფოში ვიზიტის (2026 წლის 19−23 აპრილი) ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-7757/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-15
ბიუროს ნომერი 150

📜 ტექსტი

წერილი
2-7757/26 10-06-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმოგიდგენთ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს, რომელიც 2026 წლის 19-23 აპრილს შედგა. დანართი 2 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში (2026 წლის 19-23 აპრილი) დელეგაციის შემადგელობა: ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე კომიტეტის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ. მადრიდში, ესპანეთის სამეფოში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა: ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტთან ხუან კარლოს რუის ბოიშთან; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტთან პილარ მილაგროს როხო ნოგუერასთან; დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტთან ედურნე ურიარტე ბენგოეჩეასთან; დეპუტატთა კონგრესის და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტთან ალბერტო ფაბრა პარტთან და ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროპისა და თანამშრომლობის სამინისტროს ევროკავშირის სახელმწიფო მდივანთან დრ. ფერნანდო სამპედრო მარკოსთან. ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტთან ხუან კარლოს რუის ბოიშთან შეხვედრაზე საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. დელეგაციის წევრებმა ესპანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტთან პილარ მილაგროს როხო ნოგუერასთან; შეხვედრაზე განიხილეს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ხაზი გაუსვეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა ესპანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას. დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს ალბერტო ფაბრა პარტს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრებზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მისგან მომდინარე საფრთხეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებს, მათ შორის იმ გამოწვევებს, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს. დელეგაციის წევრებმა კოლეგებს გაუზიარეს საქართველოს ხელისუფლების ხედვა, თუ როგორ შეიძლება არსებული რთული სიტუაციიდან გამოსვლა. ესპანურმა მხარემ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა და გამოთქვა სურვილი, ესტუმროს საქართველოს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტს ედურნე ურიარტე ბენგოეჩეას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ურთიერთობები, თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს. ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. მათ ესპანურ მხარეს მადლობა გადაუხადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა უსაფრთხოების გამოწვევები, მიმდინარე ომები და მათი გავლენა გლობალურ უსაფრთხოების გარემოზე. ესპანურმა მხარემ ქართულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის მიგრაციის, კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროპისა და თანამშრომლობის სამინისტროს ევროკავშირის სახელმწიფო მდივანთან ფერნანდო სამპედრო მარკოსთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკასა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ესპანურმა მხარემ კვლავ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.