საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინტერპელაცია.

ინტერპელაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.06.2026
ავტორი
ფრაქცია „საქართველოსთვის“
ინიციატორი
ფრაქცია „საქართველოსთვის"
ნომერი
#2-7134/26
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წერილი
2-7134/26 02-06-2026 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი─მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, 2026 წლის 9/10/11 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილის ინტერპელაციის გამართვის მიზნით, დანართის სახით გიგზავნით, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წერილობით შეკითხვებს. გთხოვთ, აღნიშნული შეკითხვები გადასცეთ ადრესატს ─ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს. დანართი: ერთი PDF ფაილი. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2969/1-1/26 03-06-2026 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს ქალბატონო მარიამ, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად გადმოგცემთ საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვას (№2-7134/26; 02.06.2026). (დანართი: 9 ფურცელი). პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა
კითხვები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს I. შავი ზღვის პორტები 1. რა ვითარებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელმაც სამთავრობო პროგრამის მიხედვით ოპერირება 2029 წელს დაიწყოს? 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 53,2 მილიონი ლარის ასიგნება, ხოლო პირველ კვარტალში კი დაიხარჯა მხოლოდ 100,0 ათასი ლარი? გთხოვთ, დეტალურად განმარტოთ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმ CCCC-თან მიმდინარე მოლაპარაკებებში განხილვის მთავარი საკითხები – კერძოდ, ყველა შეთანხმებული და შეუთანხმებელი საკითხი, რატომაც ინვესტორთან კონტრაქტს ხელი ამ დრომდე არ მოეწერა. გვითხარით, რა არის ის ლოგიკური ვადა, რომლის შემდეგად, სახელმწიფო საჭიროდ ჩათვლის, კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას? 2. გაზრდის თუ ვერა საქართველო თავის სატრანზიტო პოტენციალს შავ ზღვაზე და რომელი პერიოდისათვის? კერძოდ, ანაკლიის პორტის პარალელურად, იგეგმება თუ არა ბათუმისა და ფოთის პორტების გაფართოება? ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა. რა არის მთავარი პრობლემური საკითხები, რატომაც ინვესტორთან მოლაპარაკება ვერ შედგა და ფერხდება ინვესტიციები? II. არაბული ინვესტიცია – „იგლ ჰილს საქართველო“ 3. „იგლ ჰილსის“ ხელშეკრულების პირობების თანახმად 2026 მეორე ნახევრიდან სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. თუმცა, კრწანისსა და გონიოში ჯერ არანაირი სამშენებლო პროცესი არ მიმდინარეობს, მიუხედავად დაპირებისა. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ვადების დარღვევას კვლავ ჰქონდეს ადგილი. განგვიმარტეთ, თუ ინვესტორი ვადებს არ დაიცავს და პირობებს დაარღვევს, როგორი იქნება სახელმწიფოს რეაგირება? ასევე მოგვაწოდეთ ინფორმაცია, როდის განხორციელდება დაპირებული 6.6 მილიარდიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და რა ფორმით განხორციელდება პირველი ტრანში არაბული მხარის მიერ ერთობლივი საწარმოს „იგლ ჰილს საქართველოს“ კაპიტალში? ასევე გვითხარით, რატომ არის გასაიდუმლოებული ხელშეკრულების პირობები? თქვენ ამას კომერციული ნაწილის კონფიდენციალურობით ხსნით, მაგრამ ხომ შეგიძლიათ საჯარო გახადოთ ზოგადი პირობები? 4. როგორ შეაფასებთ ბათუმში ჭოროხის დელტის მიმდბარედ 270 ჰექტარ მიწაზე (გონიოს დასახლება) არაბული ინვესტიციების განხორციელებას ეკონომიკური და ეკოლოგიური რადგანაც თვალსაზრისით, ანუ როგორ იმოქმედებს ეკოლოგიაზე, აღნიშნული ადგილი წარმოადგენს მრავალი გადამფრენი ფრინველისთვის მსოფლიო მნიშვნელობის დერეფანსა და შესასვენებელ ზონას? III. ადგილობრივი წარმოება 5. ფასების საპარლამენტო კომისიაზე მოწვეული დისტრიბუტორებისა და მარკეტების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ სარეალიზაციო პროდუქციის 80 პროცენტს იმპორტირებული პროდუქცია შეადგენს, მეტიც – ადგილობრივი მწარმოებლების უმრავლესობა საუბრობდა იმ გარემოებაზე, რომ მათი პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის 90–100% იმპორტირებულია, რაც განაპირობებს ფასების ზრდას და არასტაბილურობას. თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრი, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვერ მოახერხეთ იმპორტ დამოკიდებულების შემცირება და ადგილობრივი წარმოების იმ დონეზე განვითარება, რომ მოთხოვნის დიდი ნაწილი სწორედ ადგილობრივი პროდუქციით იყოს დაკმაყოფილებული, რაც ქართულ ბაზარს დაიცავდა გლობალური შოკებისგან და სავალუტო კურსის ცვალებადობის გავლენისგან? რა გეგმა გაქვთ იმისთვის, რომ იმპორტ დამოკიდებულება შემცირდეს და კონკრეტულად რა ვადებში აპირებთ ამ პრობლემის დაძლევას? IV. სახელმწიფო მიწები და საწარმოები 6. რატომ იქცა სახელმწიფო მიწების გასხვისება პრაქტიკულად დახურულ პროცესად, სადაც მოქალაქეები გადაწყვეტილებების შესახებ ხშირად მხოლოდ მას შემდეგ იგებენ, რაც სტრატეგიული აქტივები უკვე გადაცემულია კონკრეტული კომპანიებისთვის? განსაკუთრებით ისეთ სამწუხარო რეალობების დროს, როდესაც სახელმწიფო ათასობით ჰექტარ მიწას გადასცემს ინვესტორებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი საკუთარი მიწის დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებს და რეალურად საზოგადოება დადგა ისეთი რეალობის წინაშე, რომ ეკონომიკის სამინისტრო უფრო ინვესტორების ინტერესების დამცველად გვევლინება, ვიდრე იმ მოქალაქეების ინტერესების დამცველად, რომლებიც ვითომ და საინვესტიციო პროექტების გამო კარგავენ მიწებს და საარსებო წყაროს? 7. რატომ არ ქვეყნდება სრულად იმ კომპანიების და საბოლოო ბენეფიციარების სია, რომლებმაც ბოლო წლებში სახელმწიფო მიწები, ტყეები და წყლის რესურსები და ზოგადად ბუნებრივი რესურსები მიიღეს? ხომ არ იქცა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ისეთ მოდელად, სადაც სახელმწიფოს და ხალხის კუთვნილი ბუნებრივი რესურსები გასამდიდრებლად გადაეცემა კერძო ინტერესებს, ხოლო სოციალური და ეკოლოგიური ზიანი რჩება მოსახლეობას? ან კიდევ რატომ არ ხდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ იმ პროექტების ეფექტიანობის შეფასება, რომლებმაც სახელმწიფო ინვესტიციების, სახელმწიფოსგან გადაცემული ქონების თუ მიღებული სხვა და სხვა დახმარების და ხელშეწყობის მიუხედავად ვერ შექმნეს დაპირებული სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ეფექტი? 8. მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქებში მიტოვებული და უფუნქციო სახელმწიფო ბალანსზე მყოფი შენობების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რაც ქალაქების, დაბების და ზოგადად მუნიციპალიტეტების ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. არსებობს თუ არა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან გეგმა სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების, ეკონომიკურ ან საზოგადოებრივ ფუნქციაში დაბრუნებისა და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად? 9. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის შედეგად, 700 მლნ ლარი დაიზოგა. გთხოვთ, დეტალურად, სახელმწიფო საწარმოების მიხედვით, მოგვახსენოთ, სად რამდენი მილიონი დაიზოგა? ასევე, მოგვახსენეთ, დაზოგილი 700 მილიონი ლარის მიზნობრიობა. V. ენერგეტიკა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურა 10. რატომ არ არსებობს დღემდე ერთიანი ანგარიში და მიდგომები რომელმაც რეალურად უნდა აჩვენოს კონკრეტულად რომელი ჰესი რამდენად ამცირებს საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას და ამავე დროს რამდენად ამართლებს მის მიერ გამოწვეულ გარემოსდაცვით და სოციალურ ზიანს? ისევე როგორც რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ ჰესების მშენებლობისას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი ხშირად იგნორირებულია, ხოლო გადაწყვეტილებები წინასწარ უკვე შეთანხმებულია? 11. როგორ შეიძლება სახელმწიფო მოსახლეობას ენერგოდამოუკიდებლობაზე ესაუბროს, როდესაც ზამთარში ქვეყანა მაინც ელექტროენერგიის იმპორტზე რჩება დამოკიდებული და მეორეს მხრივ, კიდევ რამდენად რეალურია ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტი, როდესაც რიგ შემთხვევებში ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია ექსპორტზე გადის, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობას ელექტროენერგიის სიძვირის სისტემატიურად ტარიფებს უზრდით? გამო ელექტროენერგიაზე 12. „მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ პროექტს დააბრუნებს“ – ეს განცხადება ნამახვანჰესთან დაკავშირებით 8 მარტს, ტვ იმედთან ინტერვიუში გააკეთეთ. გთხოვთ, დეტალურად განმარტოთ, რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს ე.წ. დიდი ჰესებზე, რომელთა მიმართ მოსახლეობის განწყობა ნეგატიურია. რა კეთდება და ბოლო 5 წელიწადში რა გაკეთდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის? 13. რატომ არ ტარდება საჯარო საპარლამენტო განხილვები იმ სტრატეგიულ ეკონომიკურ შეთანხმებებზე, რომლებიც ბუნებრივ რესურსებს, ენერგეტიკასა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურას ეხება? მაგ: მოქმედებს თუ არა ამჟამად რაიმე სახის შეთანხმება ან/და გაფორმდა თუ არა ბოლო პერიოდში ახალი ხელშეკრულება აზერბაიჯანულ მხარესთან, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიურ მილსადენში (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) საქართველოს კუთვნილი სატრანზიტო მოცულობების (კვოტების) დროებით, გრძელვადიან ან მუდმივ დათმობას ან გადაცემას? და თუ ეს ასეა იქნებ განგვიმარტოთ არის თუ არა აღნიშნული შეთანხმება რაიმე ფორმით დაკავშირებული ყაზახისაგურამოს მაგისტრალური მილსადენის გამტარუნარიანობის ცვლილებასთან? აგრეთვე, რა მოცულობის ბუნებრივი აირის მიღებაა ტექნიკურად შესაძლებელი ყაზახი-საგურამოს მილსადენის მეშვეობით, რა მდგომარეობაშია ამჟამად აღნიშნული ინფრასტრუქტურა და არსებობს თუ არა მისი ამორტიზაციის ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა რისკები? 14. გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში გაზის მოხმარების ზრდის პარალელურად, რა წყაროებით იგეგმება გაზმომარაგების დეფიციტის შევსება? ხომ არ განიხილება „გაზპრომიდან“ (რუსეთის ფედერაცია) იმპორტის წილის ზრდა? ასევე გთხოვთ, გვითხრათ, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან გაზმომარაგების სფეროში მოქმედი ხელშეკრულებების მოქმედების ვადებისა და ძირითადი პირობების შესახებ. 15. მაისში, საქართველოს მთავრობამ ბაქოში გააფორმა მთავრობათაშორისი შეთანხმება, მათ შორის ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტზეც, რომელსაც 2026 წლის ბოლოს ეწურებოდა ვადა. გთხოვთ, განმარტოთ, ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტი „სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან“ გახანგრძლივდა თუ ახალ კონტრაქტთან გვაქვს საქმე, სადაც მეორე მხარე აზერბაიჯანის სახელმწიფოა კომპანია „სოკარის“ სახით? 16. ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტით საქართველო 2026 წლის მერეც მიიღებს 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს „სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმიდან“? თუ არა, რატომ? და ასევე, რამდენად შეღავათიანი იქნება ტარიფი გლობალურ გათვალისწინებით? ბაზარზე გაზის გაძვირების ფაქტორის 17. სემეკის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ბოლო 5 წელიწადში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერაა გაზრდილი (2020 წელი - 204 მლნ კუბურ მეტრი გაზი, 2025 - 886 მლნ კუბურ მეტრი გაზი). რატომ გაიზარდა რუსულ გაზზე დამოკიდებულება და რატომ ვერ ხერხდება მეტი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა? წარმოადგენს თუ არა პრობლემას ყაზახი-საგურამოს მილსადენის გამტარუნარიანობა, რადგან შაჰდენიზის მილსადენი დროებით დავთმეთ, რათა აზერბაიჯანმა ევროკავშირს მიაწოდოს გაზი? 18. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება გაზმომარაგების კონტრაქტთან დაკავშირებით, რამაც სავარაუდოდ, საქართველოსთვის პირობები გააუარესა. სუსში ამ თემაზე ბრიფინგი მიმდინარე წლის 18 თებერვალს გაიმართა. გამოკითხვაზე იმყოფებოდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილიც, რომელიც მაისიდან, SOCAR-მა Italiana Petroli-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ეკონომიკის სამინისტროს დღევანდელ მენეჯმენტთანაც აქვს თუ არა სუსს კითხვები? თქვენი ინფორმაციით, რას შეეხება სუსში მიმდინარე გამოძიება? ხომ არ უკავშირდება ის ე.წ. სამხრეთ კავკასიური მილსადენის დროებით დათმობას აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" თხოვნით? თუ კი, და ქვეყანა შესაძლოა დაზარალდა, რატომ გრძელდება აღნიშნული პირობით თანამშრომლობა? 19. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში, გასული წლის ადგილობრივი ანალოგიურ ექსპორტის ნავთობპროდუქტების პერიოდთან მოცულობა შედარებით, მკვეთრად ექსპორტის საქართველოს გაიზარდა, დამსახურებაა. რაც საქსტატის თანახმად, საქართველომ ნავთობის გადამუშავება და უცხოეთში გაყიდვა დაიწყო. 2025 წლის ნავთობპროდუქტების იანვართან სექტორში შედარებით, ზრდამ 3000%-ს ნავთობისა და გადააჭარბა და ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა. განგვიმარტეთ, უკავშირდება თუ არა ნავთობის ექსპორტის გაზრდა ყულევის ნავთობტერმინალს ან ქარხანას? როგორც ცნობილია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამ ეტაპისთვის არასრული დატვირტვით მუშაობს. თუ ასეა, როგორ ხერხდება ამ მოცულობის ნავთობის გადამუშავება, რასაც გაცილებით დიდი სიმძლავრეები სჭირდება, რაც ამ ეტაპზე საქართველოს არ გააჩნია? VI. ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისობა მოსახლეობის კეთილდღეობასთან 20. როგორ უნდა ენდოს საზოგადოება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როდესაც ვითომ და ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება ემიგრაცია, სიღარიბე, მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირე და მკვეთრად მცირდება ქვეყანაში შობადობა და ა.შ. რატომ ვერ ახერხებს სამინისტრო ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოში დარჩენის და არა ემიგრაციაში წასვლის მოტივაციას მისცემდა და რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შედეგებს? თქვენი სამინისტროს ვებგვერდზე მთავარ ბანერად არის გამოტანილი ინფორმაცია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, სადაც წერია, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 6.2 პროცენტს, ხოლო იანვარ–აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.2 პროცენტია. როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მწვავე სოციალური პრობლემების წინაშე დგას, პენსია მხოლოდ 20 ლარით იზრდება, რაც გაზრდილი ინფლაციის ფონზე გაუფასურებულია, მინიმალური ხელფასი კანონით მხოლოდ 20 ლარს შეადგენს, ასობით ათასი ადამიანი სოციალური დახმარების მოლოდინშია, ყოველი მესამე ბავშვი კი საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული? სად მიდის მაღალი ეკონომიკური ზრდა და რატომ არ ნაწილდება მისი სარგებელი თანაბრად საქართველოს მოქალაქეებზე? 21. როგორ შეაფასებდით კავშირს ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შორის, როცა 2012 წელს 1 212,20 ათასი დასაქმებული წელიწადში ქმნიდა 27 896.85 მილიონი ლარის მშპ-ს, ხოლო 2025 წელს კი 1 389.65 ათასმა დასაქმებულმა შექმნა 104 598.14 მილიონი ლარი. ქვეყანში დამატებითი 76 701,29 მილიონი მშპ-ს წარმოებამ შექმნა დაახლოებით 177,45 ათასი სამუშაო ადგილი, ანუ ეკონომიკის 275 პროცენტით ზრდამ გამოიწვია დასაქმების მხოლოდ 15 პროცენტით ზრდა. აქვს თუ არა სამინისტროს უმუშევრობის ბუნებრივ დონემდე (3-5%-მდე) შემცირების პოლიტიკა და დაახლოებით რა მოცულობით უნდა გაიზარდოს მშპ მაშინ, როცა სტატისტიკური მონაცემებით უმუშევრობა შეადგენდა 2025 წელს 224 ათასი კაცი - 13,9%, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით - 230 ათასი კაცი - 14,4 % ანუ ეკომიკური ზრდის (როგორც მთავრობა აცხადებს) ფონზე ქვეყანაში უმუშევრობა გაიზარდა 0,5 %-ით. 22. რა არის მიზეზი იმისა, რომ ეკონომიკის ზრდა ძირითადად ტრანზიტზე, რეექსპორტზე და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ხოლო ადგილობრივი წარმოება ან არ ვითარდება ან კიდევ სუსტად ვითარდება და რეალურად ვღებულობთ და მივდივართ იმ ვითარებამდე, რომ სახელმწიფო სტრატეგიულ რესურსებს – მიწას, წყალს, ენერგორესურსებს – ეტაპობრივად თმობს, ხოლო მოქალაქეებს სანაცვლოდ მხოლოდ სტატისტიკური “ეკონომიკური ზრდა” რჩებათ? VII. ფასების ზრდა და მინიმალური ხელფასი 23. ირაკლი კობახიძე 2025 წლის დეკემბერში ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში სასურსათო პროდუქტებზე საქართველოსა და ევროპაში ფასების დიდ სხვაობაზე საუბრობდა. მან კონკრეტული პროდუქტების მაგალითებიც მოიყვანა და თქვა, რომ მაგალითად საფრანგეთში ზეთი 34, მაკარონი 97, ბრინჯი 180 პროცენტით ძვირია ვიდრე საქართველოში. მაისის დასაწყისში კი იგივე კობახიძის განცხადებით, მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ იგივე საფრანგეთში იდენტური პროდუქტის შეძენა 50 პროცენტით ძვირია. იყავით თუ არა თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრი მთავარი წყარო პრემიერისთვის, როცა დეკემბერში მიაწოდეთ ინფორმაცია საქართველოსა და ევროპაში ფასთა შორის სხვაობაზე? ინფორმაციის მთავარი წყარო თუ თქვენ იყავით, მაშინ განგვიმარტეთ, როგორ მოხდა ასეთი უზუსტობის დაშვება ისეთი კომპეტენტური უწყების მხრიდან, როგორიც ეკონომიკის სამინისტროა და თუ თქვენ არ იყავით წყარო, მაშინ განგვიმარტეთ, როგორ დაუშვით, რომ პრემიერს ეკონომიკის თემაზე, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რამდენიმე თვეში სრულიად განსხვავებული მონაცემებით ესაუბრა და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა? 24. გასული წლის დეკემბერში ირაკლი კობახიძე ასევე საუბრობდა მაღალ – საზღვრიდან საშუალოდ 86 პროცენტიან ფასნამატზე, ასევე საცალო მარკეტების უსამართლოდ მაღალ მოგების მარჟებზე – 7,8,14 პროცენტზე, როდესაც მისივე თქმით, ევროპაში მარკეტების მოგების მარჟა 2 პროცენტია. კობახიძე ასევე საუბრობდა მარკეტების ქსელებს შორის არსებულ კარტელურ გარიგებებზე, რომლის აღსაკვეთად ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებას აანონსებდა და სამართალდამცავებსაც კი მოუწოდებდა იმის დადგენას, იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კობახიძის განცხადებიდან 4 თვეში, 2026 აპრილის ბოლოს, პარლამენტში შექმნილმა ფასების დროებითმა კომისიამ კი თავის დასკვნაში ირაკლი კობახიძის ყველა აქცენტი უარყო და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში არც კარტელური გარიგებებია, რადგან კონკურენცია ევროპულ სტანდარტებს არ ჩამოუვარდება და მარკეტების ფასნამატიც და მოგების მარჟაც ნორმის ფარგლებშია. თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვის ინფორმაციას უფრო სარწმუნოდ მიიჩნევთ? კობახიძის თუ ფასების კომისიის? და როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ მთავრობის მეთაურისა და მისივე საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციებში რადიკალური სხვაობაა? თქვენ თავად, როგორც ეკონომიკის მინისტრი, როგორ ხსნით გაზრდილი ფასების პრობლემას და რა გზას გვთავაზობთ ამ პრობლემის დასაძლევად? 25. როგორც თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, ჩვენი გუნდი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ არის ინიციატორი საქართველოში მინიმალური ხელფასის 1050 ლარით კანონით განსაზღვრის, რისთვისაც პარლამენტში დავაინიცირეთ შესაბამისი კანონპროექტი, რასაც, სამწუხაროდ, იმ პარტიამ, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრიც ბრძანდებით, მხარი არ დაუჭირა და საქართველოს მოქალაქე მის მიერ გაწეული შრომისთვის შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურებისთვის და სოციალური უთანასწორობისთვის გაწირა. მეტიც, ოცნების უმრავლესობამ, არათუ მინიმალური ხელფასის კანონპროექტს, არამედ ამ თემაზე, დროებითი სამუშაო კომისიის შექმნაც ჩააგდო, რომ ერთად გვემსჯელა და გამოგვეკვლია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი და საერთო კონსესუსამდე მივსულიყავით. თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრი, როგორ ხსნით თქვენი პარტიის მიერ ადექვატური და სამართლიანი მინიმალური ხელფასის დაწესების ჩაგდებას და თავად თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრს, რა არგუმენტები გაქვთ მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრის საწინააღმდეგოდ? პირდაპირ და მკაფიოდ უთხარით ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არ იმსახურებენ ისინი სამართლიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას და რატომ უნდა იყოს მათი შრომა იაფი ამ ქვეყანაში?