საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძისა და საპარლამენტო დელეგაციის იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის (2026 წლის 13−15 მაისი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-15
ბიუროს ნომერი 150
📜 ტექსტი
წერილი
2-7885/26
12-06-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
წარმოგიდგენთ
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძისა და საპარლამენტო დელეგაციის
ვიზიტის ანგარიშს, რომელიც 2026 წლის 13-15 მაისს გაიმართა.
დანართი 2 გვერდი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ოფიციალური
ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში
(2026 წლის 13-15 მაისი)
დელეგაციის შემადგენლობა:
ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე;
ვახტანგი თურნავა-იტალიის
ხელმძღვანელი;
რესპუბლიკის
თორნიკე ჭეიშვილი-იურიდიულ
მოადგილე.
საკითხთა
პარლამენტთან
კომიტეტის
მეგობრობის
ჯგუფის
თავმჯდომარის
პირველი
2026 წლის 13-15 მაისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ.
რომში, იტალიის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა იტალიის
სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან, მაურიციო
გასპარისთან;
იტალიის
სენატში
საქართველოსთან
მეგობრობის
ჯგუფის
ხელმძღვანელთან, მარკო სილვესტრონისთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აუდიენცია გამართა რომის პაპთან, ლეო XIVსთან. ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ვატიკანის სახელმწიფო
მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან.
იტალიის
სენატის
საგარეო
ურთიერთობათა
და
თავდაცვის
კომისიის
პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას
შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული
მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო
დონეზე კავშირების შემდგომ განვითარებას.
შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და მიმდინარე
კონფლიქტებს, მათ შორის რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ირანის ირგვლივ არსებულ
ვითარებას.
ნიკოლოზ სამხარაძემ იტალიელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა
ინფორმაცია.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს
ევროკავშირის
ენერგეტიკული
უსაფრთხოების
უზრუნველყოფისა
და
„შუა
დერეფნის“ პოტენციალის სრულად ათვისების პროცესებში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე,
მათ შორის თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზე.
ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს აღნიშნული სირთულეების დაძლევასა და
საქართველო-ევროკავშირს შორის ღია დიალოგის აღდგენაში.
თავის მხრივ, იტალიურმა მხარემ კიდევ
ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
ერთხელ
დაადასტურა
საქართველოს
აღინიშნა, რომ საქართველო იტალიისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რის გამოც
იტალიური მხარე მზად არის ხელი შეუწყოს ქვეყანას საგარეო-პოლიტიკური
პრიორიტეტების მიღწევაში.
იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მარკო
სილვესტრონისთან შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების
პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეგობრობის ჯგუფებს
შორის უფრო აქტიური კომუნიკაციის დამყარებასა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის
მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის
2024 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ქართულმა მხარემ იტალიელ სენატორს
ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური
ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული
ურთიერთობები იყო. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მხრიდან
საქართველოს მიმართ ფიქსირდება უსამართლო დამოკიდებულება და ქვეყნის შიდა
საქმეებში ჩარევის ფაქტები.
იტალიურმა მხარემ დაადასტურა მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოსა და
ევროკავშირს შორის კონსტრუქციული და ღია დიალოგის წარმოებას, მათ შორის არსებულ
ყველა კრიტიკულ საკითხზე.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე და თორნიკე ჭეიშვილი ვატიკანის
სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდნენ.
შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ევროპული
ინტეგრაციის პროცესი იყო. კარდინალი პიეტრო პაროლინი ამ ურთიერთობებში
არსებული პრობლემატიკით დაინტერესდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ასევე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან, ლეო
XIV-სთან.