„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (342/2-XIმპ, 10.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-15
ბიუროს ნომერი 150
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს
შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:
„წ) საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განმარტებული მაგისტრალური სარკინიგზო
ლიანდაგი და მისი დამცავი ზონა. ამასთან, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით
განმარტებული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი და მისი დამცავი ზონა
შესაძლებელია შეტანილ იქნეს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით
მოქმედი საწარმოს კაპიტალში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“
განსახორციელებელი ცვლილებებით და იწვევს წარმოდგენილ კანონში შესაბამისი
ცვლილების ასახვას.
ვინაიდან, სარკინიგზო კოდექსში ცვლილება არეგულირებს
სახელმწიფო ქონების გასხვისების საკითხს და წესდება შეზღუდვა, აუცილებელია
აღნიშნული შეზღუდვა ასახული იყოს სახელწმიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონშიც.
სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში შენარჩუნება უზრუნველყოფს
სტრატეგიულ კონტროლს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის
მნიშვნელოვან აქტივზე.
სარკინიგზო კოდექსში ცვლილებით აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მთავრობის
მიერ განსაზღვრული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგისა და მისი დამცავი ზონის
გასხვისება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას ან არის სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული.
მაგისტრალური ლიანდაგის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ყოფნა იმ გარემოებით არის
განპირობებული, რომ სწორედ ამ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება
საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოს
ტერიტორიაზე და ამ მიზეზით წარმოადგენს სტრატეგიულად ყველაზე ღირებულ
სარკინიგზო ინფრასტრუქტურას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია
სახელმწიფო ქონება, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, მნიშვნელოვანია
სახელმწიფო ქონების გასხვისების შეზღუდვის მიზნის მისაღწევად, შესაბამისი ცვლილება
იქნეს შეტანილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად აღარ იქნება შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გასხვისება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით იზღუდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პრივატიზება,
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი რჩება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს კაპიტალში შეტანა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, იგი წარმოადგენს „საქართველოს
სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
თანმდევ კანონპროექტს და მნიშვნელოვანია მათი ერთდროულად ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი კანონპროექტისთვის მოთხოვნილია დაჩქარებული
წესით განხილვა,
წარმოდგენილი კანონპროექტიც ასევე უნდა იქნეს განხილული
დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ამასთან კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტით განსაზღვრული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი და მისი დამცავი
ზონა მხოლოდ „სს საქართველოს რკინიგზასა“ და „შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზის“
საკუთრებაშია, რომელთა 100 %-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო.
მოქმედი
კანონმდებლობით ზემოთ ხსენებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პრივატიზება
დასაშვებია, თუმცა
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით,
პრივატიზებას არ
ექვემდებარება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განმარტებული მაგისტრალური
სარკინიგზო ლიანდაგი. შესაბამისად, წარმოდგენილი კანოპროექტი გავლენას მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი რჩება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს კაპიტალში შეტანა.
შესაბამისად, კანონპროექტი მოცემულ ნაწილში არ იქონიებს ფინანსურ გავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტმა შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით,
პრივატიზებას არ ექვემდებარება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განმარტებული
მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი. შესაბამისად, აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ
პირთა შემოსავლებზე, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობით შეეძლოთ პრივატიზების
შედეგად საკუთრებაში მიეღოთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.