საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის – საქართველოს კანონის პროექტის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტების: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№336/2-XIმპ, 03.06.2026) დაჩქარებული წესით პლენარულ სხდომაზე განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ (23–26 ივნისი)
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
წერილი
2-7976/26
15-06-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N146/6-XIმპ, 08.06.2026 გადაწყვეტილებით,
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან
კომიტეტად საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საავტომობილო გზების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№336/2-XIმპ, 03.06.2026). ამასთანავე, ბიუროს
მიერ დადგენილ იქნა, რომ კანონპროექტები კომიტეტზე უნდა განხილულიყო
დაჩქარებული წესით, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით.
აღნიშნული კანონპროექტები კომიტეტმა 2026 წლის 9 ივნისის სხდომაზე განიხილა და
მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი
მოსმენით დაჩქარებული წესით განხილვისათვის. თუმცა, ბიუროს მიერ განსაზღვრულ
ვადებში (9-12 ივნისი) პლენარულ სხდომაზე ვერ მოხერხდა მათი განხილვა და მიღება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტების: „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№336/2-XIმპ, 03.06.2026) პლენარულ სხდომაზე განხილვის ვადად განისაზღვროს
მიმდინარე წლის 23-26 ივნისი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge