საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტის – საქართველოს კანონის პროექტის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონის პროექტის „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№258/5-XIმპ, 20.05.2026) განხილვის ვადის 6 თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
წერილი
2-8031/26
16-06-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს №141/8-XI83, 25.05.2026 გადაწყვეტილებით,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადმოეცა არანაკლებ 25 000
ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N258/5-XIმპ, 20.05.2026).
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა განსაზღვრულია 2026 წლის
1 სექტემბრამდე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა
და საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, საკომიტეტო
განხილვის ვადები გაგრძელდეს 6 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
არჩილ გორდულაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge