საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, ზაზა ლომინაძის, ალუდა ღუდუშაურის, სავალან მირზოევის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ფაღავას, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ ქადაგიძის, ანტონ ობოლაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№330/3-XIმპ, 27.05.2026) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
წერილი
2-8056/26
17-06-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
N
145/3-XIმპ;
01.06.2026
გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი
იონათამიშვილის, ზაზა ლომინაძის, ალუდა ღუდუშაურის, სავალან მირზოევის,
სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ფაღავას, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ ქადაგიძის,
ანტონ ობოლაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძისა და მარიამ ლაშხის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№330/3-XIმპ, 27.05.2026).
იმავდროულად, აღნიშნული კანონპროექტი სავალდებულოდ განსახილველად
გადაეცა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და მისი
სავალდებულო წესით განხილვის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 22 ივნისამდე.
მიმდინარე წლის 16 ივნისს მოგვმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც გვაცნობა, რომ ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ
ახერხებს ხსენებული საკითხის ზემოთ მითითებულ ვადაში განხილვას და ითხოვა ამ
ვადის გაგრძელება 30 დღით.
ვითვალისწინებთ რა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით ზემოაღნიშნული საქართველოს
კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge