საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ (№1-2919/26; 31.03.2026) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (დასრულებული საქმეები) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (მიმდინარე საქმეები) 2025 წლის ანგარიშებთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-8057/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა
2-8057/26 17-06-2026 საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ 2025 წლის ანგარიშებზე ადამიანის უფლებათა ევროპული საქართველოს სასამართლოს მიმართ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ (დასრულებული საქმეები და მიმდინარე საქმეები) (№1-2919/26; 31.03.2026) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2026 წლის 05 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ (დასრულებული საქმეები და მიმდინარე საქმეები). ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუციები და აღსრულებულად გამოაცხადა 7 გადაწყვეტილება. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ამავე დროს, ანგარიში დეტალურად აღწერს 2025 წლის განმავლობაში მიმდინარე საქმეების აღსრულების მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობას. კომიტეტის შეფასება კომიტეტი მიესალმება, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოვლენილი ძალისხმევის შედეგად, საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციების საფუძველზე, 2025 წელს, ზედამხედველობა დაიხურა 7 საქმეზე. სასამართლოს მიერ მომჩივანისთვის მინიჭებული კომპენსაციის დროულად გადახდის ურყევი პრაქტიკა საანგარიშო წელსაც შენარჩუნდა (მაგალითად, მჟავანაძე და რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №29760/21 და №33931/21). ამავე დროს, კომპენსაციის დადგენილ ვადაში გადახდის შეფერხების თითოეული ფრაგმენტული შემთხვევა გამოწვეული იყო/არის მომჩივნის ბრალით (მთავრობის მხრიდან ოფიციალური კომუნიკაციის მიუხედავად, მომჩივნების მიერ საბანკო რეკვიზიტების წარმოუდგენლობა) (მაგალითად, მუხტარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი №39503/17; ხაჭაპურიძე და ხაჩიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №59464/21 და №13079/22). 2025 წელს სხვა ინდივიდუალური ღონისძიებების (გარდა სამართლიანი დაკმაყოფილებისა) იმპლემენტაციის მიმართულებით პროგრესი ასე შეიძლება შეფასდეს:  რიგ საქმეებში გამოძიების მიმართულებით ვლინდება პროგრესი (მაგალითად, გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №40009/12, სადაც საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სასამართლოს არაერთი მხრიდან გამოიცა საგამოძიებო/საპროცესო ბრალდებულის მოქმედება, დაკავების თაობაზე განჩინება, დაზუსტდა ქმედების კვალიფიკაციის საკითხი (მაგალითად, წულუკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №14797/11; ოღლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №7621/19);  პროგრესია საქმეთა სასამართლოში განხილვის მიმართულებით (მაგალითად, ვერა მჭედლიშვილი წულუკიძე და საქართველოს რუსულაშვილი წინააღმდეგ, საქართველოს საჩივარი №894/12; წინააღმდეგ, საჩივრები №44681/21 და №17256/22; ხუნდაძეები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №12549/11; შპს ბექანასი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28407/19; ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8827/19);  ზოგ საქმეში გამოძიება წარმატებით დასრულდა და საქმე განსახილველად გადაიგზავნა სასამართლოში (მაგალითად, მაისაია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №75969/14);  რიგ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოების ძალისხმევის მიუხედავად სასამართლოების მიერ ბრალდებული პირი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი (მაგალითად, გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8971/10). ინდივიდუალური ღონისძიებების (გარდა სამართლიანი დაკმაყოფილებისა) იმპლემენტაციის მიმართულებით, ასევე, იკვეთება გამოწვევები. გამოწვევებს შორისაა - საქმეთა გამოძიებისა და საქმეთა სასამართლოში განხილვის პერიოდის ხანგრძლივობა (მაგალითად, კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №34720/16; ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №59333/16; ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №14142/15; თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №33056/17; A და B საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №73975/16). ასევე, სახეზეა აღსრულებისთვის საჭირო სხვა ზოგიერთი ინდივიდუალური ღონისძიების განხორციელებაში (გარდა გამოძიებისა და სასამართლო განხილვისა) პროგრესის სიმცირე (მაგალითად, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №24225/19). აქვე, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულებრივი ეპიზოდის ჩადენიდან დიდი დროის გასვლისა და მტკიცებულებათა ნაწილის არარსებობის გამო ზოგიერთ საქმეში იკვეთება გამოძიების ობიექტური მიზეზებით გამოწვეული შეფერხება (მაგალითად, კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №8938/07 და №41891/07). ზემოთქმულის პარალელურად, სახელმწიფო ორგანოებმა გასწიეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა ზოგადი ღონისძიებების აღსრულების მიმართულებით. გაწეულმა საქმიანობამ მოიცვა წამების/არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა და სიცოცხლის უფლების დაცვა, თანასწორობის უფლების განმტკიცება, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა და სხვა. ბავშვთა უფლებების დაცვა, წარმოდგენილ ანგარიშზე მუშაობის პროცესში კომიტეტმა ასევე შეისწავლა და გააანალიზა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილებები აღსრულებას დაქვემდებარებულ საქმეებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დასტურდება საქართველოს მთავრობის ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან. თუმცა, იმავდროულად, კომიტეტის ხედავს რესურს, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა მთავრობასა და მინისტრთა კომიტეტს შორის, მათ შორის, მოთხოვნილი ინფორმაციის მიმოცვლის თვალსაზრისით, რომელიც უკავშირდება, როგორც კონკრეტულ საქმეებთან მიმართებით განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს (მაგალითად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია), ისე ზოგად ღონისძიებებს (მაგალითად, ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ საგამოძიებო ორგანოებში შესული შეტყობინებების საერთო რაოდენობის შესახებ). ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ეფექტიანად აღსრულების კუთხით, თუმცა გამოწვევების გათვალისწინებით კომიტეტი რელევანტური უწყებების მიმართ გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:  მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი გამოძიების გონივრულ ვადებში ჩატარება და ეფექტიანად წარმართვა აღსრულებას დაქვემდებარებულ იმ საქმეებში, სადაც ეს ობიექტურად შესაძლებელია;  გონივრულ ვადებში დასრულდეს აღსრულებას დაქვემდებარებული იმ საქმეების განხილვა, რომლებიც განსახილველად წარდგენილია სასამართლოში;  გაძლიერდეს ძალისხმევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებისთვის აუცილებელი ზოგადი ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით;  საქართველოს მთავრობამ გააღრმავოს თანამშრომლობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან მიმართულებით; მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების საქართველოს პარლამენტის წინაშე წარმოსადგენ ანგარიშში აისახოს  მაქსიმალურად განახლებული ინფორმაცია (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემები) უშუალოდ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების აღსრულების მიმართულებით. კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მიზნით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი