საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ (№1-2920/26; 31.03.2026) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიშთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა
2-8058/26
17-06-2026
საქართველოს პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
დასკვნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ
წარმოდგენილ
2025
„გაერთიანებული
წლის
ერების
ანგარიშზე
ორგანიზაციის
კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ
მიღებული
გადაწყვეტილებების
აღსრულების
შესახებ“
(№1-2920/26;
31.03.2026)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2026 წლის 5 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ანგარიში „გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
კომიტეტების
მიერ
საქართველოს
მიმართ
მიღებული
გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ“.
ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის
მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ საქმეზე - „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს
წინააღმდეგ“
ინდივიდუალურ
საჩივართან
დაკავშირებით
მიღებული
გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ. ამავე ანგარიშშია განხილული
გაეროს
ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხილული საქმის „ანა
არგანაშვილი
საქართველოს
წინააღმდეგ“
ინდივიდუალური
საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობა.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საჩივრის
კომიტეტი მიესალმება ჯ.ჩ-სა და ჯ.ე-ს საქმეზე განახლებული გამოძიების
ფარგლებში განხორციელებულ საგამოძიებო ღონისძიებებს, რომლებმაც ხელი შეუწყო
მის ეფექტიან წარმართვას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებას კვლავ
აფერხებს რიგი გარემოებები, მათ შორის მოწმეების მიუწვდომლობა (გარდაცვალება
ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა), დროის ხანგრძლივი გასვლა და შესაბამისი
დოკუმენტაციის ნაწილობრივი არარსებობა.
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველო მთავრობის მიერ გაწეულ
საქმიანობას, რომელიც გახორციელდა „ანა არგანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
საქმის აღსრულების ფარგლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროცესში
ჩართულნი არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რაც კიდევ ერთხელ
უსვამს ხაზს საქმის მნიშვნელობას, ვინაიდან იგი ეხება არასრულწლოვნების
საუკეთესო ინტერესების დაცვას. ამასთან, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ გაეროს
ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს შესაბამისმა
უწყებებმა სხვადასხვა პარტნიორის ჩართულობით რამდენიმე მნიშვნელოვანი
ღონისძიება გაატარეს. ამ პროცესის ფარგლებში, სრულად იქნა გათვალისწინებული
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები და სხვა
დაინტერესებული ორგანიზაციების მოსაზრებები.
დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ მიმდინარე ეტაპზე ბავშვთა მდგომარეობის
შეფასების პროცესი დასრულებულია. ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მიერ
თითოეული არასრულწლოვნის საკითხზე მომზადდა დასკვნები და გაცემული
რეკომენდაციები, რომლებიც
ზრუნვის სააგენტოს რეგიონულ ცენტრებთან იქნა
გაზიარებული, რათა ისინი ბავშვებთან მუშაობის პროცესში სათანადოდ იყოს
გათვალისწინებული. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ამავე საქმის ფარგლებში, 2024
წლის ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაეროს ბავშვის უფლებათა
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე რამდენიმე სარჩელი შეიტანეს ფულადი
კომპენსაციის მოთხოვნით, რომლებიც წარმოებაში იქნა მიღებული. 2026 წელს კი
სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: 9 თებერვალს ნაწილობრივ
დააკმაყოფილა სარჩელები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეულ
მოსარჩელეზე 30 000 ლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა და
2026 წლის 13 მარტს სააპელაციო სასამართლომ საჩივრები განსახილველად მიიღო.
ზემოთქმულის
პარალელურად,
სახელმწიფო
ორგანოებმა,
გასწიეს
მნიშვნელოვანი ძალისხმევა ზოგადი ღონისძიებების აღსრულების მიმართულებით.
მიღებული ზოგადი ღონისძიებების არასრული ჩამონათვალი ასეთია:
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შედეგად, 2025 წლის 1
ივლისიდან საქართველოს პროკურატურას მნიშვნელოვნად გაუფართოვდა
უფლებამოსილება, კერძოდ, მას მიენიჭა არასათანადო მოპყრობის საქმეების
გამოძიების უფლებამოსილება და ასევე იმ დანაშაულების გამოძიების
ვალდებულება,
რომლებიც
დაკავშირებულია
ადამიანის
უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ კონვენციის დარღვევებთან;
საანგარიშო
პერიოდში
პროკურორებისა
და
პროკურატურის
გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „არასათანადო
მოპყრობის მსხვერპლისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების
გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ“;
საანგარიშო
პერიოდში
მონიტორინგს
ჩადენილი
არასათანადო
დაექვემდებარა
მოპყრობის
საქმეები,
რის
მოხელეთა
მიერ
საფუძველზეც
გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა
მოამზადა 2023–2024 წლების საქმეთა ანალიზი ქართულ და ინგლისურ
ენებზე;
მუდმივად
მიმდინარეობდა
სპეციალიზაცია.
ხდებოდა
პროკურორებისა
მათი
გადამზადება
და
გამომძიებლების
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების, ბავშვთა უფლებების დაცვის, ძალადობის პრევენციისა
და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. სპეციალიზაციის საბოლოო ეტაპი
საანგარიშო წელს განხორციელდა;
საანგარიშო წელს, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით ჩატარებული
მონიტორინგისა
და
ამავე
უწყების
ინიციატივით
შექმნილი
მულტიდისციპლინური საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, განახლდა
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
სახელმძღვანელოები
და
ინსტრუქციები. ცვლილებები შეეხო საგამოძიებო მოქმედებებს, ბავშვზე
მორგებულ გარემოსა და საპროცესო წარმომადგენლის ჩართულობას. ასევე
განახლდა პროკურატურისა და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის
შესაბამისი ინსტრუქციები;
საანგარიშო წელს პროკურორებისთვის მომზადდა და ხელმისაწვდომი გახდა
სახელმძღვანელო მითითება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით
გათვალისწინებულ
დანაშაულზე
(თექვსმეტ
წლამდე
პირის
მიმართ
სექსუალური ხასიათის ქმედება);
საანგარიშო
წელს
საქართველოს
პროკურატურის
მიერ
მომზადდა
საინფორმაციო ბროშურა, რომელიც ბავშვებისთვის გასაგები ენით აღწერს
არასრულწლოვანთა
მოწმის,
უფლებებს
დაზარალებულისა
და
მართლმსაჯულების
კანონთან
პროცესში
კონფლიქტში
როგორც
მყოფი
პირის
სტატუსით. აღნიშნული მასალა განთავსდა პროკურატურის ვებგვერდზე.
ამასთანავე, მომზადდა ნაადრევი ქორწინების შესახებ გზამკვლევი, სადაც
წარმოდგენილია შესაბამისი დანაშაულების სამართლებრივი განმარტებები,
სანქციები, სისხლის სამართლის პროცედურები, დაზარალებულის უფლებები
და მხარდაჭერის მექანიზმები.
ზემოხსენებული პროგრესისა და გამოწვევების გათვალისწინებით კომიტეტი
გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
გატარდეს
ყველა
სათანადო
ღონისძიება
იმ
საქმეების
ეფექტიანად
გამოსაძიებლად, სადაც დროის გასვლა აფერხებს საქმის სრულყოფილ
შესწავლას;
ბავშვთა
უფლებების
დაცვის
მიზნით,
მაქსიმალურად
იქნეს
უზრუნველყოფილი გრძელვადიანი ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და
რეაბილიტაციის
სისტემების
განვითარება,
ასევე
თითოეული
არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი;
არასათანადო მოპყრობისა და ბავშვთა უფლებების საქმეებზე, მაქსიმალურად
იქნეს
უზრუნველყოფილი
პროკურორებისა
და
გამომძიებლების
სპეციალიზაცია და უწყვეტი პროფესიული გადამზადება;
საქართველოს
პარლამენტის
წინაშე
წარმოსადგენ
ანგარიშში
აისახოს
მაქსიმალურად განახლებული ინფორმაცია უშუალოდ საანგარიშო პერიოდში
განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინდივიდუალური და ზოგადი
ღონისძიებების აღსრულების მიმართულებით.
კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა 2025 წელს საქართველოს
ხელისუფლების
მიერ
გატარებული
ორგანიზაციის
კომიტეტების
ღონისძიებები
მიერ
გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
საქართველოს
გაერთიანებული
მიმართ
ერების
გამოტანილი