საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ (№1-4934/26, 25.05.2026) „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების“ პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა
2-8094/26
17-06-2026
საქართველოს პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური
პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის
ფარგლებში
საქართველოში
ადამიანის
უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის
განხილვის
შედეგად
საქართველოსთვის
წარდგენილი რეკომენდაციების პროექტზე (N14934/26; 25.05.2026)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2026 წლის 17 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის
უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის
ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს
2025
წლის
ეროვნული
ანგარიშის
განხილვის
შედეგად
საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი.
2026 წლის 26 იანვარს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის
უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეოთხე ციკლის
ფარგლებში,
განხილულ
იქნა
საქართველოში
ადამიანის
უფლებების
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დაცვის
მდგომარეობის შესახებ ეროვნული ანგარიში. განხილვის შედეგად საქართველოსთვის
წარდგენილი რეკომენდაციები UPR-ის სამუშაო ჯგუფმა 2026 წლის 30 იანვარს
დაამტკიცა, ხოლო ქართულ მხარეს ისინი 2026 წლის 6 თებერვალს გადაეცა.
საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში გაეროს 106 წევრი სახელმწიფო
მონაწილეობდა, რომლებმაც ჯამში 307 რეკომენდაცია წარადგინეს.
ხელისუფლების ყველა შტოსა და შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდაციების
საფუძვლიანი შეფასების შედეგად, მხარდაჭერილ იქნა 159 რეკომენდაცია.
აღსანიშნავია, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის
ფარგლებში საქართველომ პროცესი მაღალი პასუხისმგებლობით წარმართა, რასაც
უწყებების აქტიური და კოორდინირებული ჩართულობაც ადასტურებს.
ამასთან, კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო
ანგარიშის
მომზადებისა
და
შემდგომი
ეტაპების
განხორციელების
პროცესში
აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასა და საგარეო საქმეთა
სამინისტროსთან,
რაც
წარმოდგენილი
მრავალმხრივობის
უზრუნველყოფას
ინფორმაციის
უწყობდა
ხელს.
სიზუსტისა
აღნიშნული
და
პრაქტიკა
ინსტიტუციური თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს, ხელს
უწყობს კარგი მმართველობის პრინციპების განმტკიცებას და მიზანშეწონილია,
მომავალშიც გაგრძელდეს.
რაც შეეხება იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საქართველო არ იზიარებს,
თითოეულ მათგანს კონკრეტული საფუძველი უდევს. კერძოდ, მხარდაჭერა არ მიეცა
რეკომენდაციებს,
რომლებიც
პრაქტიკაში
უკვე
შესრულებულია,
სცდება
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მანდატს ან შეიცავს ქვეყნის სუვერენულ
საკითხებში გაუმართლებელი ჩარევის ელემენტებს. ასევე, საქართველო არ იზიარებს
რუსეთის ფედერაციის მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს, რუსეთის მხრიდან
საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმების
მხარდაჭერის გათვალისწინებით. ანალოგიურად, საქართველო არ იღებს ვენესუელის
ბოლივარული რესპუბლიკის რეკომენდაციებს, ვინაიდან აღნიშნული სახელმწიფო
მხარს უჭერს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების
უკანონო ოკუპაციას და აღიარებს მათ ე.წ. „დამოუკიდებლობას“, რაც საერთაშორისო
სამართლის
ფუნდამენტური
ნორმებისა
და
პრინციპების
უხეშ
დარღვევას
წარმოადგენს.
განხილვის შედეგად კომიტეტმა დადებითად შეაფასა გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის
ადამიანის
უფლებათა
საბჭოს
უნივერსალური
პერიოდული
მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების
დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის
განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი