საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის კანადაში ოფიციალური ვიზიტის (2026 წლის 31 მაისი -7 ივნისი) ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი
ნომერი
#2-8095/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

წერილი
2-8095/26 17-06-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმოგიდგენთ 2026 წლის 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით კანადაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ანგარიშს. დანართი 5გვ. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კანადაში (2026 წლის 31 მაისი – 7 ივნისი) დელეგაციის შემადგენლობა: ნინო წილოსანი - პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; მოადგილე, კანადის მარიამ ლაშხი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი ზარქუა - დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე - სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; გოჩა ენუქიძე - დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ხახუბია - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; თინათინ ოდილავაძე - პარლამენტის წილოსანის სამდივნოს უფროსი. თავმჯდომარის მოადგილის, ნინო 2026 წლის 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კანადაში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველო-კანადას შორის საპარლამენტო და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე პოზიციების გაცვლა, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერება, ასევე კანადაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის განმტკიცება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრები გამართა კანადის პარლამენტის, სენატის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან, მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებებში, ასევე შეხვდა კანადაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ფრენსის სკარპალეჯასთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-კანადას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას, ორმხრივი ვიზიტების ინტენსიფიკაციასა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კანადას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმედ ჰუსენთან შეხვედრაზე განხილულ იქნა პოლიტიკური, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინფორმაციო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, განათლების, ენერგეტიკისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების აუცილებლობას. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან, რობერტ ოლიფანტთან შეხვედრისას განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტარ ჰედი ფრაისთან შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს შესახებ საერთაშორისო სივრცეში არსებულ საინფორმაციო გარემოზე. ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების, საქართველოს პოზიციისა და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტების შესახებ. აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ობიექტური, გადამოწმებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კანადის პარლამენტის ადამიანური რესურსების, უნარებისა და სოციალური განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, რობერტ მორისისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სოციალური პოლიტიკის, დასაქმების, პროფესიული განათლების, შრომითი ბაზრის განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, პიტერ ბიმთან და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პიტერ ჰარდერთან. შეხვედრისას განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების, საერთაშორისო ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და გეოპოლიტიკური პროცესების საკითხები. ქართულმა მხარემ სენატორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მიმართ შეფასებები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ მონაცემებს, საერთაშორისო რეიტინგებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სენატორ მარილუ მაკფედრანთან. მხარეებმა განიხილეს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების, გენდერული თანასწორობისა და საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ქალთა ლიდერობის ხელშეწყობის საერთაშორისო გამოცდილებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე. დელეგაციამ შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ლიან რუდთან. საქართველოსთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის გაღრმავების, ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებისა და პირდაპირი საპარლამენტო კომუნიკაციის გაძლიერების საკითხები. აღინიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის ფორმატში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორებს შორის ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას. კანადურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში და გამოხატა ინტერესი სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ეწვია კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას. ნინო წილოსანმა და მარიამ ლაშხმა ბიბლიოთეკას გადასცეს ქართული კულტურის, ისტორიისა და ლიტერატურის ამსახველი გამოცემები, რითაც საფუძველი ჩაეყარა კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის შექმნას. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას კანადელ კანონმდებლებსა და მკვლევრებს შორის. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაში, რომელიც ოტავას ეროვნულ ხელოვნების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კანადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრა გამართა კანადაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ტაძარი და მის ბაზაზე მოქმედი საკვირაო სკოლა, სადაც ქართველი ბავშვები ქართულ ენას, ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას სწავლობენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, ქართული კულტურული და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხები და დიასპორის როლი საქართველო-კანადის ურთიერთობების განვითარებაში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა, შეხვედრა გამართა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიისა და ევროპის საქმეთა გენერალურ დირექტორ გალიტ დობნერთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კანადას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება დაეთმო MAPLE ARCH-ის საერთაშორისო სწავლებებს, MTCP პროგრამის ფარგლებში ქართველი ოფიცრების გადამზადებას, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, შუა დერეფნისა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას. ვიზიტის შედეგად მნიშვნელოვნად გაღრმავდა საპარლამენტო დიალოგი საქართველოსა და კანადას შორის. კანადურმა მხარემ ყველა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ განხორციელდა მეგობრობის ჯგუფის ფორმატში საქართველოს პარლამენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი კანადაში, რამაც მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი ინსტიტუციური განვითარებისათვის. ვიზიტმა ხელი შეუწყო ეკონომიკური თანამშრომლობის, საინვესტიციო ურთიერთობების, განათლების, კიბერუსაფრთხოების, სოციალური პოლიტიკის, კულტურული დიპლომატიისა და საერთაშორისო საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების წარმოჩენას. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალურმა ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველო-კანადის პოლიტიკური, საპარლამენტო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში და შექმნა მყარი საფუძველი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.