საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის – საქართველოს კანონის პროექტის „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონის პროექტის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№343/2-XIმპ, 10.06.2026) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 ივნისის №1287 განკარგულების შესაბამისად გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
წერილი
*GOV42600020099*
GOV 4 26 00020099
18/06/2026
საქართველოს პარლამენტს
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2026 წლის 10 ივნისს საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა
საქართველოს კანონების პროექტები: „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(№19115; 10.06.2026; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №343/2-XIმპ; 10.06.2026).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მითითებული
საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ.
აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
სფეროში მომუშავე მეწარმეების მხრიდან გამოითქვა წარდგენილ კანონპროექტებთან
დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვის ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს
ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით ალტერნატიული მეთოდების შემუშავებას,
შედარებით ანალიზსა და მეწარმეებისა და მომხმარებლებისთვის უკეთ დაბალანსებული
გადაწყვეტილებების მიღებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტიდან
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი
კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 ივნისის
№1287 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს
კანონების პროექტებს: „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№19115;
10.06.2026; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №343/2-XIმპ; 10.06.2026).
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ვახტანგ ბაჩიაშვილი