„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის და არა უმეტეს 40 წლის
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და რომელსაც
პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით
შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე აკმაყოფილებს ამ
კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. სამსახურის თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი და საშუალო
თანამშრომლებისთვის – 60 წელი;
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
ბ) უფროსი და უმაღლესი
თანამშრომლებისთვის – 65 წელი.
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
32. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნის
არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებს
საკუთარი სურვილით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით
5 წლამდე ვადით, კერძოდ:
ა) სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და სამსახურის
დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, სამსახურის
უფროსის წარდგინების საფუძველზე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით;
ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლებს - სამსახურის უფროსის თანხმობით.“
2.
21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ
გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ე) უფრო დაბალი თანრიგის (რანგის) თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს 1
წლისა;
ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;
ზ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
თ) თანამდებობიდან განთავისუფლება;
ი) სამსახურიდან დათხოვნა.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) თანამშრომლების მიმართ
გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები (დისციპლინური სახდელის
სახეები) განსხვავდება საქართველოს სხვა სამართალდამცავი ორგანოების (საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური)
თანამშრომლების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომებისაგან, კერძოდ: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლით და
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
37-ე მუხლით დადგენილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა „შენიშვნა“.
ასევე, სამსახურში მიღების დროს კანდიდატის ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებულია
არანაკლებ 21 წლის და არა უმეტეს 35 წლის დიაპაზონში, მაშინ როდესაც მოხელედ
მიღებისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით პირის მინიმალური ასაკი განსაზღვრულია 18 წლის მიღწევით.
დამატებით, სამსახურის თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკის თაობაზე არსებობს
მხოლოდ ზოგადი ხასიათის ჩანაწერი (მე-19 მუხლის „ა“ პუნქტი), რომლის მიხედვითაც
სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს წარმოადგენს
განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა სამსახურში სამსახურის გავლის
წესის მიხედვით. ხოლო, ასაკობრივი შეზღუდვის თაობაზე კონკრეტული დანაწესი
მოცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით
დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
სამსახურის გავლის წესში“, რომლის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის
მოსამსახურე შესაძლებელია გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან 65 წლის
მიღწევის გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების (საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლებისათვის ასაკობრივი შეზღუდვა
დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური წოდების მიხედვით. ამავდროულად, მათთვის
გათვალისწინებულია სამსახურის ვადის გაგრძელების შესაძლებლობაც ზღვრულ ასაკს
ზევით 5 წლამდე ვადით.
იმისათვის, რომ ზღვრულ ასაკს მიღწეული სამსახურის თანამშრომლებისთვისაც
არსებობდეს მათი სამსახურის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა კოლეგა
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანალოგიურად, ასევე აღმოიფხვრას
არსებული საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხვეწოს საკანონმდებლო რეგულაცია,
აუცილებელია კანონში ცვლილების განხორციელება.
კანონპროექტის მიღების შედეგად, სამსახურში მიღებისას კანდიდატის ასაკობრივი
შეზღუდვა ნაცვლად ამჟამად არსებული 21-35 წლისა განისაზღვრება 18-40 წლის
დიაპაზონში; აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის
თანამშრომლისთვის
განისაზღვრება
ზღვრული
ასაკი
და
სამსახურებრივი
ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის ვადის გაგრძელების შესაძლებლობაც
ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის მე-16 მუხლს დაემატება 31 და 32 პუნქტები,
რომლებითაც განისაზღვრება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის
თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკი (60 წელი - უმცროსი და საშუალო სპეციალური
წოდების მქონე თანამშრომლებისთვის და 65 წელი - უფროსი და უმაღლესი სპეციალური
წოდების მქონე თანამშრომლებისთვის) და სამსახურებრივი ინტერესებიდან
გამომდინარე და საკუთარი სურვილით, სამსახურის ვადის გაგრძელების საფუძველი თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილი პირის (საქართველოს
ფინანსთა მინისტრის ან სამსახურის უფროსის) მიერ.
დამატებით, სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური
პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომად განისაზღვრება „შენიშვნა“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად, სამსახურში მიღებისას კანდიდატის ასაკობრივი
შეზღუდვა განისაზღვრება 18-40 წლის დიაპაზონში. ასევე, სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე და განსაზღვრულ ასაკს მიღწეული სამსახურის თანამშრომლებისათვის
დაწესდება განსხვავებული შეზღუდვები ზღვრულ ასაკთან მიმართებაში. ამასთანავე,
იდენტური შეზღუდვა იქნება განსაზღვრული როგორც უმცროსი და საშუალო
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის (60 წელი), ასევე
უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის
(65 წელი).
დამატებით, სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომებს დაემატება „შენიშვნა“.
ხსენებული ცვლილებით, აღმოიფხვრება არსებული საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც
არ ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას მოხელის მინიმალური ასაკის
მიმართ, რაც შეადგენს 18 წელს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამსახურის ეფექტიან
ფუნქციონირებას და მოქნილობას - 18-დან 40-წლამდე ასაკის პირთა დასაქმების შემდეგ
სამსახურის თანამშრომლების პროფესიული გამოცდილების მაქსიმალური გამოყენებით
უწყების საქმიანობაში. დამატებით, აღმოიფხვრება არსებული საკანონმდებლო ხარვეზი,
რომელიც არ ითვალისწინებს სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და
საკუთარი სურვილით, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის
სამსახურის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას და დაზუსტდება თუ რის საფუძველზე
იქნება დასაშვები ყოველივე ზემოაღნიშნული.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის:
- მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის და არა უმეტეს 40 წლის
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და რომელსაც
პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით
შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე აკმაყოფილებს ამ
კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;
-
მე-16 მუხლს დაემატება 31 და 32 პუნქტები და ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით
„31. სამსახურის თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკია:
ა)
უმცროსი
და
საშუალო
თანამშრომლებისთვის – 60 წელი;
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
ბ)
უფროსი
და
უმაღლესი
თანამშრომლებისთვის – 65 წელი.
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
32. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნის
არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებს
საკუთარი სურვილით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით
5 წლამდე ვადით, კერძოდ:
ა)
სამსახურის
უფროსის
პირველ
მოადგილეს,
მოადგილეებსა
და
სამსახურის
დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, სამსახურის
უფროსის წარდგინების საფუძველზე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით;
ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლებს - სამსახურის უფროსის თანხმობით.“;
-
21-ე მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით
„მუხლი 21. სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ
გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ე) უფრო დაბალი თანრიგის (რანგის) თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს 1
წლისა;
ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;
ზ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
თ) თანამდებობიდან განთავისუფლება;
ი) სამსახურიდან დათხოვნა.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი
ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
არის სახელმწიფო ბიუჯეტი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებები).
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის განხორციელებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსავლით ნაწილზეც, ვინაიდან სამსახურში მიღებული ან სამსახურში დარჩენილი პირების
მიერ მიღებული შრომითი ანაზღაურება დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით
დაბეგვრას. შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის
სახით მისაღები შემოსავლები.
ამასთან, აღნიშნული გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება შესაბამის პირთა
რაოდენობაზე, მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და თანამდებობრივ სარგოზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის განხორციელებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან იზრდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
მიღებისთვის დადგენილი ასაკობრივი დიაპაზონი, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე თანამშრომლებისთვის შესაძლებელი ხდება ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ
სამსახურის გაგრძელება არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა
გამოიწვიოს პერსონალთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა.
ამასთან, დამატებითი საბიუჯეტო ხარჯის მოცულობა დამოკიდებული იქნება იმ პირთა
რაოდენობაზე, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული ცვლილებებით, აგრეთვე მათ მიერ
დაკავებულ თანამდებობებსა და შესაბამის თანამდებობრივ სარგოზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით იზრდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურში
მიღებისთვის დადგენილი ასაკობრივი დიაპაზონი – 21–35 წლის ნაცვლად განისაზღვრება 18–
40 წლით. შედეგად, პირთა უფრო ფართო წრეს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს სამსახურში,
მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება და ისარგებლოს სამსახურის თანამშრომლებისთვის
კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და სოციალური დაცვის გარანტიებით.
აღნიშნული კანონი ფინანსურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
სამსახურის იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც გაუგრძელდებათ სამსახურის ვადა - ზღვრულ
ასაკს (60 წელი ან 65 წელი) ზევით 5 წლამდე ვადით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი
ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი
ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.