„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო
კოდი: 330090000.05.001.019104) 112-ე მუხლის შენიშვის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე კვლევით, მცირე სარეაბილიტაციო და ისეთ
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის
გამაგრებას ან გაბარიტის ცვლილებას არაუმეტეს 10 კვადრატული მეტრისა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ I კლასის სამუშაოებზე, თუ
ახალი შენობის ფართობი ან არსებული შენობის ნამატი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ უნებართვო
მშენებლობაზე, თუ ახალი შენობის ფართობი ან არსებული შენობის ნამატი ფართობი 10 კვადრატულ
მეტრს არ აღემატება.“;
ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ
მშენებლობაზე (ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ან/და ქალაქთმშენებლობითი
ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობაზე), რომელსაც ახორციელებს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
(შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია ცალკეული რეგულირების
დაზუსტება/დახვეწის აუცილებლობით. ცვლილების შემუშავების მიზეზია კოდექსით
გათვალისწინებული დებულების ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, საჯარო
კონტროლის პროცესის გაუმჯობესება და რაც მთავარია პრევენციული სისტემის შექმნა და
ეფექტიანობის გაზრდა.
კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო
ვალდებულია, მესამე პირებს არ მისცეს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების
მოხდენის შესაძლებლობა და ეს ყოველივე მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი, რაც
გამოიხატება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებულ შენობანაგებობებზე და კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე უკანონო ქმედებების
კიდევ უფრო შეზღუდვასა და დავიწროებაში, ვინაიდან მნიშვნელოვანია კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონაში შენარჩუნებული იყოს ის პირვანდელი იერსახე და
იდენტობა რაც დამახასიათებელია ამ ტერიტორიებისთვის. პრაქტიკამ ცხადყო, რომ
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მოქცეული შენობა-ნაგებობები და
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები საჭიროებს გარკვეული ზემოქმედებისგან
დაცვას და ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯების გატარებას, რადგან შესაძლებელი იყოს მათი
პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება. კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს კანონის
სამომავლო დარღვევის თავიდან აცილება და კანონში პრევენციული ღონისძიებების
გატარება, რადგან სამომავლოდ მინიმუმამდე შემცირდეს შენობა-ნაგებობებზე და
კულტურულ ძეგლებზე ზემოქმედება.
პრევენციული სისტემის შექმნისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კოდექსში
განხორციელებული ცვლილებებით, 2024 წლის იანვრიდან თბილისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში როგორც ძეგლებზე ისე
არაძეგლების
შემთხვევაში,
ასევე
თბილისის
ტერიტორიაზე
კულტურული
მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით
ნაწარმოები მშენებლობების გამო რამდენჯერმე გაიზარდა ჯარიმები (არაუმეტეს 250 000
ლარი, სხვადასხვა კლასზე სხვადასხვა ჯარიმები განისაზღვრა).
გაზრდილი ჯარიმების კვალდაკვალ, 2024 წელსვე განხორციელდა ცვლილებები და
კოდექსის 112 მუხლს დაემატა შენიშვნა. აღნიშნული შენიშვნის დღეს მოქმედი
რედაქციით, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის განხორციელების
ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების/რეაბილიტაციის
განხორციელების შემთხვევაში გავიდა მშენებლობის ნებართვის/კულტურული
მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების/რეაბილიტაციის ნებართვის მოქმედების
ვადა და მშენებლობა/რეაბილიტაცია დამთავრებული არ არის ან/და დარღვეულია
სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები ან განხორციელებულია უნებართვო
მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს,
მშენებლობის
საჯარო
ზედამხედველობის
განმახორციელებელი
ადმინისტრაციული ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების
დაწყებამდე დამრღვევს განუსაზღვრავს 90-დღიან ვადას სათანადო თანხმობის/ნებართვის
მისაღებად ან ამ დარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს
1 თვით. კანონით იქვე განისაზღვრა, რომ ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე ან
არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებულ
მშენებლობაზე ეს შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობა-ნაგებობის
გაზრდილი ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტის გაზრდის მიზნით
მშენებლობის განხორციელებისას გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ
აღემატება.
გარდა ამისა, კანონში ასევე გაიწერა, რომ ასეთ შემთხვევაში, ანუ
თანხმობის/ნებართვის მოპოვების მიზნით მიმართვის შემთხვევაში პირს არ მოეთხოვება
ჯარიმის გადახდა.
ეს აღნიშნული რეგულაცია, აღმოჩნდა რომ პრაქტიკაში არ იქნა იმ მიზნით
რეალიზებული, რა მიზანიც თავის დროზე კანონს ქონდა. კერძოდ, გამოიკვეთა
შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულმა პირმა, მაგალითად სამშენებლო პროცესის დროს,
პროექტების კორექტირება შესაძლებელია ისე მოითხოვოს, რომ გაბარიტები არ შეცვალოს,
მაგრამ მოახდინოს სხვა ცვლილებები, მათ შორის კონსტრუქციულიც კი. ასეთი
ცვლილების დროს კი კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნა იძლევა შესაძლებლობას რომ
მიიღოს დამატებითი ვადა 90 დღიანი პროექტის კორექტირებისას, ისე რომ არ გადაიხადოს
ჯარიმა პროექტის დარღვევისათვის/ცვლილებისათვის.
საგულისხმოა, რომ მსგავსი შემთხვევისათვის, თუ ის მოხდა კულტურული
მემკვიდრეობის დამცავი ზონის მიღმა არეალში, დაინტერესებულ პირს ევალება რომ
გადაიხადოს ჯარიმაც.
აღნიშნული არათანაბარი მდგომარეობის შესაძლო დამკვიდრების თავიდან
აცილების მიზნით, ხდება კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის დაზუსტება, კერძოდ
კონკრეტდება თუ რომელ სამუშაოებზე გავრცელდება ეს შენიშვნა, კერძოდ:
ა) გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მხოლოდ,
კვლევით, მცირე სარეაბილიტაციო და ისეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც
ითვალისწინებს უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გამაგრებას ან გაბარიტის ცვლილებას
არაუმეტეს 10 კვადრატული მეტრისა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ I კლასის
სამუშაოებზე, თუ ახალი შენობის ფართობი ან არსებული შენობის ნამატი ფართობი 10
კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ უნებართვო
მშენებლობაზე, თუ ახალი შენობის ფართობი ან არსებული შენობის ნამატი ფართობი 10
კვადრატულ მეტრს არ აღემატება.
ანუ, აღნიშნული ცვლილებით ხდება მეტი კონკრეტიკა და დაზუსტება ის
სამუშაოები, რაზეც შესაძლებელია რომ გავრცელდეს კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის
პირველი და მე-2 ნაწილი.
ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, როცა სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ძირითადად ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის „თბილისის განვითარების ფონდის“ მეშვეობით, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე
ახორციელებს, როგორც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას, ასევე მსხვილი
არეალების (ქუჩები, მოედნები, დასახლებული კვარტლები), ცალკეული ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათი ნაწილების, ისტორიული სადარბაზოების,
მუზეუმებისა და სხვადასხვა ისტორიული შინაარსის მქონე ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაცია-რესტავრაციის ან/და ახლიდან მოწყობის სამუშაოებს.
როგორც წესი, აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება საპროექტო მომსახურებისა
და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გზით. ხშირ
შემთხვევაში, პროექტირების ეტაპზე შეუძლებელია მაღალი სიზუსტით განისაზღვროს
სამშენებლოსამუშაო
მოცულობები,
რომელთა
დადგენაც
აუცილებელია
სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის მოპოვებისთვის. საქმიანი პრაქტიკა
ცხადჰყოფს,
რომ
ფიზიკური
სამუშაოების
განხორციელებამდე
საპროექტო
ორგანიზაციები, არსებული შენობა-ნაგებობების სპეციფიკაციიდან (სიძველე, დახურული
არეალები და სხვა) გამომდინარე, რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფენ ზედმიწევნით
ზუსტი საპროექტო მდგომარეობის განსაზღვრას, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა
მოითხოვდეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმებული საპროექტო
დოკუმენტაციის კორექტირებას. სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოების საწყის სტადიაზე
იჩენს თავს ობიექტის კვლევის ეტაპზე ვერ აღმოჩენილი კონსტრუქციული პრობლემები,
რაც განაპირობებს ახალი საპროექტო გადაწყვეტების შეთანხმებულ პროექტში ასახვის
საჭიროებას. ზოგადად, ექსკავაციის სამუშაოების წარმოებისას (გრუნტის სხვადასხვა
ფენების მოხსნის დროს) ხშირად ვლინდება ისტორიული მნიშვნელობის სარდაფები,
სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალა და სიძველეები, რომლებიც საჭიროებენ
კონსერვაციას ან აღდგენას, რაც აუცილებელს ხდის შეიცვალოს არსებული პროექტი ან/და
დამუშავდეს სრულიად ახალი საპროექტო დოკუმენტაცია.
აღნიშნული გარემოებების გამო, პროექტის კორექტირებისას, რიგ შემთხვევებში
ცხადია შენობა ნაგებობის გაბარიტები შეიცვალოს გაზრდის კუთხით, და ამასთან,
გაბარიტები შეიძლება გაიზარდოს 10 კვ.მ.-ზე მეტი ფართით. ასეთი კორექტირების
შემთხვევაში კი კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილის
დებულებებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და „თბილისის განვითარების
ფონდი“ ვეღარ ისარგებლებს (ანუ მას აღარ შეეძლება დამატებით გამოიყენოს შენიშვნის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული 90-დღიანი (პლიუს 1 თვე) ვადა სათანადო
თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან ამ დარღვევის გამოსასწორებლად. და შესაბამისად,
ასევე მოუწევს შესაბამისი ჯარიმის გადახდაც, რადგან ვერ ისარგებლებს ვერც 112-ე
მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით).
ამავდროულად, თუ ნებართვის მფლობელი პროექტის კორექტირებას
სტანდარტული სანებართვო პროცედურის საშუალებით გაივლის, სანებართვო
წარმოებისთვის
განკუთვნილი
ვადით
არაერთხელ
შეფერხდება
ობიექტის
სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო პროექტში ჩართული კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთა უმეტესობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს. მესაკუთრეები კი,
სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, უზრუნველყოფილნი არიან გარკვეული
ფინანსური კომპენსაციით, რაც თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო ასიგნებებით
იფარება. შესაბამისად, სამუშაოების ნებისმიერი სახით შეჩერება, მათ შორის, სანებართვო
წარმოებით, გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ იმ
მშენებლობაზე, რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, არ
გავრცელდეს კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
შეზღუდვები. ასეთი მშენებლობების დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ
ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა
ჩვეულებრივად ისარგებლონ კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2
ნაწილით გათვალისწინებული პირობებით. ამასთანავე, აქვე ზუსტდება იმ მშენებლობების
შინაარსი, რა შემთხვევებშიც არ მოხდება 112-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული შეზღუდვები, კერძოდ: ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების
ან/და ქალაქმშენებლობითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობაზე.
ამდენად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე, ისევე როგორც
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის
მიერ შესასრულებელი სამუშაოების ოპერატიულად განხორციელება, ცხადია უდიდესი
საჯარო და კერძო ინტერესია. შესაბამისად, პროცედურული თვალსაზრისით აღნიშნული
ცვლილება ძალზედ მნიშვნელოვანია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა
შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან
დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში
ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად
შემცირება. ასევე, მოსალოდნელი შედეგია, რომ მოხდება სამართლიანი ადმინისტრირება
და ზოგადად ამ მიმართულებით უფრო მეტად პროპორციული და პრევენციული სისტემის
შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში და ყალიბდება
ახალი რედაქციით, კერძოდ:
„3. ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ა)
კულტურული
მემკვიდრეობის
უძრავ
ძეგლზე
კვლევით,
მცირე
სარეაბილიტაციო და ისეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც ითვალისწინებს
უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გამაგრებას ან გაბარიტის ცვლილებას არაუმეტეს 10
კვადრატული მეტრისა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ I კლასის
სამუშაოებზე, თუ ახალი შენობის ფართობი ან არსებული შენობის ნამატი ფართობი 10
კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ უნებართვო
მშენებლობაზე, თუ ახალი შენობის ფართობი ან არსებული შენობის ნამატი ფართობი 10
კვადრატულ მეტრს არ აღემატება.“.
აღნიშნული ცვლილებით კიდევ უფრო დაზუსტდა ის სამუშაოები, რაზეც
შესაძლებელია რომ გავრცელდეს კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2
ნაწილით გათვალისწინებული რეგულაცია.
გარდა ამისა, შენიშვნას ემატება მე-4 ნაწილი, რომელიც ადგენს გამონაკლისს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირის მიმართ, კერძოდ იმ კუთხით, რომ თუ ეს სუბიექტები
ახორციელებენ მშენებლობას, ასეთ შემთხვევაში კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა მათზე არ გავრცელდება, ანუ მათზე კოდექსის
112-ე მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციები
გავრცელდება სრულად, მათ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ მშენებლობაზე.
შესაბამისად, შენიშვნის მე-4 ნაწილი ყალიბდება შემდეგი რედაქციით.
„4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ
მშენებლობაზე, რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებით (წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს
მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის განხილვა და მიღება მიზანშეწონილია რომ მოხდეს დაჩქარებული
წესით, რადგან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე დაზუსტდეს ის სამუშაოები, რა
დროსაც არის შესაძლებელი რომ გავრცელდეს კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის
პირველი და მე-2 ნაწილები. შესაბამისად, დღეს არსებული რედაქციის გამო,
უსამართლოდ აღარ ისარგებლონ მშენებელმა სუბიექტებმა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ
მალე მიეცეს შესაძლებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მის მიერ
დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში და
კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას არ
იყოს შეზღუდული დღეს არსებული პროცედურებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ,
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე
სამუშაოების უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები
მშენებლობების დროს, ნებართვის აღების ან პროექტის კორექტირებისას დაინტერესებულ
პირს მოუწევს შესაბამისი ოდენობის ჯარიმის გადახდაც. მათზე აღარ გავრცელდება 90
დღიანი დამატებითი პერიოდი, რომელიც პლიუს 1 თვე შეიძლება გაგრძელებულიყო ასევე
(რა თქმა უნდა თუ არ იარსებებს კანონპროექტით გათვალისწინებული კოდექსის 112-ე
მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობები). რაც შეეხება
შემოსავლების ოდენობას, იგი დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ რადგან კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნის
მე-3 ნაწილი აწესებს გარკვეულ დათქმებს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი შენიშვნის
პირველი და მე-2 ნაწილები იქნას გამოყენებული, ცხადია ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, მის მიერ
განხორციელებულ მშენებლობების შემთხვევაშიც იხელმძღვანელებდა ამ რეგულაციით.
შესაბამისად, როცა მშენებლობების დროს, ზემოაღნიშნული ობიექტური ფაქტობრივი
გარემოებების გამო შესაძლებელია მოხდეს შენობა-ნაგებობის გაბარიტების გაზრდა 10
კვადრატულ მეტრზე მეტად, ცხადია შემდგომ პროექტის კორექტირების შემთხვევაში
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ან მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს
უნდა გადაეხადა ასევე შესაბამისი ჯარიმაც. ცვლილების შედეგად, კი ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიას ან მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს, ასეთი
მშენებლობების დროს აღარ ექნებათ ჯარიმის გადახდის ვალდებულება ამ საშეღავათო
პერიოდში (90 დღე, პლიუს 1 თვე), თუ რასაკვირველია ამ პერიოდში მოხდება პროექტის
კორექტირება/შეთანხმება. შესაბამისად, თუ აღნიშნული ჯარიმის გადახდა აღარ იქნება
საჭირო, ეს იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
გარდა ამისა, ვინაიდან მესაკუთრეები სარეაბილიტაციო სამუშაოების
განმავლობაში უზრუნველყოფილნი არიან გარკვეული ფინანსური კომპენსაციით,
რომელიც თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო ასიგნებებით იფარება, სამუშაოების
ნებისმიერი სახით შეჩერება, მათ შორის სანებართვო წარმოების ფარგლებში, გამოიწვევს
დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები კი
უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებელ მიმდინარეობას და
გამორიცხავს იმგვარი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც დამატებითი საბიუჯეტო
რესურსების მობილიზებას გამოიწვევდა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას იმ პირებზე, ვიზეც ეს კანონპროექტი
გავრცელდება, გამომდინარე იქიდან, რომ კანონის მიხედვით, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების უნებართვო
ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების დროს, ნებართვის
აღების ან პროექტის კორექტირებისას დაინტერესებულ პირს უკვე მოუწევს შესაბამისი
ოდენობის ჯარიმის გადახდაც. მათზე აღარ გავრცელდება 90 დღიანი დამატებითი
პერიოდი, რომელიც დამატებით 1 თვე შეიძლება გაგრძელებულიყო ასევე (რა თქმა უნდა
თუ არ იარსებებს კანონპროექტით გათვალისწინებული კოდექსის 112-ე მუხლის
შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობები).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
არ
გამომდინარეობს
ბავშვის
უფლებათა
კოდექსიდან.
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ
ეხება ბავშვთა უფლებებს.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და
მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, დავით
კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, გიორგი ვოლსკი და ზურაბ რურუა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, დავით
კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, გიორგი ვოლსკი და ზურაბ რურუა.