„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ზაურ დარგალი, ვარლამ ლიპარტელიანი
ნომერი
#351/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გრანტად არ მიიჩნევა სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიული პირისთვის გადაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ან ამ კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოსთვის გადაცემული სახსრებისა.“. 2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომელიც გრანტს გასცემს საწესდებო მიზნების განსახორციელებლად.“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად მიღებული გრანტის შემთხვევაში.“. 4. 51 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეის მდგომარეობით კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ (შემდგომში „ფონდი“), მიიღოს გრანტი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, გასცეს გრანტი სხვა პირებზე. ფონდის მიერ გრანტების მიღება, შესაძლებელს გახდის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას საწესდებო მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მიზნით. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომლის აქციათა 100%-ის მფლობელია სახელმწიფო, საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გეგმავს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვასა და იგივე მიზნობრიობით თავის მხრივ გრანტების გაცემას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებზე. თუმცა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, მოქმედი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, ფონდს არ შეუძლია არც გრანტის მიღება და არც გრანტის გაცემა. შემოთავაზებული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს ფონდს, კანონით დადგენილი პირობების ფარგლებში, ისარგებლოს დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტებით, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ სხვა პირებს შესაძლებლობას მისცემს გრანტები მიიღონ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისგან“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აღნიშნული გრანტების ეფექტიანი მოზიდვის, ათვისებისა და სხვა სახელმწიფო საწარმოებზე გადაცემის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზანშეწონილია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 1 მიზნით, მუხლებში შეტანილ იქნას ცვლილება და: 1. 2. 3. 4. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირებზე გადაცემული ფინანსური სახსრების გრანტად მიჩნევის საგამონაკლისო წესი დამატებით გავრცელდება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდზე“. საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომელიც გრანტს გასცემს საწესდებო მიზნების განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, საწესდებო მიზნების განსახორციელებლად მიღებული გრანტის შემთხვევაში. „გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პროექტის მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით გრანტად მიიჩნევა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდზე“ გადაცემული სახსრები. გრანტის გამცემ პირად დამატებით განისაზღვრება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომელიც გრანტს გასცემს საწესდებო მიზნების განსახორციელებლად. გრანტის მიმღებ პირად დამატებით განისაზღვრება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, საწესდებო მიზნების განსახორციელებლად მიღებული გრანტის შემთხვევაში; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიული პირისთვის გადაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ან/და ამ კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოსთვის გადაცემული სახსრებისა.“ გრანტის გამცემად ასევე განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომელიც გრანტს გასცემს საწესდებო მიზნების განსახორციელებლად, ხოლო გრანტის მიმღებად დამატებით განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, საწესდებო მიზნების განსახორციელებლად მიღებული გრანტის შემთხვევაში; ასევე ცვლილება შედის მე-51 მუხლის მეორე პუნქტში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით - „2. გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ უკვე დაგეგმილია გრანტების მიღება და შესაბამისი დონორი ორგანიზაციებისგან არსებობს მზადყოფნა გრანტების გაცემის თაობაზე, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება მნიშვნელოვანია რათა დროულად მოხდე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ გრანტის ათვისება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს საგადასახადო ვალდებულებების, გადასახადის ოდენობის, საგადასახადო შეღავათების ან დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ მიღებულ გრანტებს გამოიყენებს საწესდებო მიზნების განსახორციელებლად, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ გრანტების მიღებისა და გაცემის სამართლებრივ შესაძლებლობას ქმნის და არ იწვევს ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების შემცირებას ან ზრდას. შესაბამისად, კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოსალოდნელი არ არის. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი ცვლილებები დადებითად აისახება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საწესდებო მიზნების განხორციელებაზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ გრანტის მიმღები პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზეც ფონდის მიერ გაცემულ იქნება გრანტები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ზაურ დარგალი, ვარლამ ლიპარტელიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ზაურ დარგალი, ვარლამ ლიპარტელიანი