საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის (№1-2574/25; 01.04.2025) თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის №630-IIმს-XIმპ დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-8308/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-06-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 50

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1 of 2 https://parliament.ge/print/announcement/3897?local=true ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 22 ივნისი 2026 10:00 2026 წლის 22 ივნისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის N630-IIმს-XIმპ დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები; მომხსენებელი: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი; 2. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2025 საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის წელს მდგომარეობის შესახებ“ (1-2948/26; 31.03.2026); მომხსენებელი: საქართველოს სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი. 6/19/2026, 5:44 PM
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა
2-8308/26 22-06-2026 საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს დასკვნა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ“ საქართველოს დაცვის მდგომარეობის სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისს N630-IIმს-XIმპ დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულების თაობაზე 2025 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (2018 წლის 6 დეკემბრის რედაქცია) 163-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. ანგარიშის მოსმენის შედეგად საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 12 ივნისს მიიღო დადგენილება N630-IIმს-XIმპ „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, რომელშიც აისახა აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე პარლამენტის მიერ უწყებების მიმართ გაცემული დავალებები და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალა მონიტორინგი გაუწიოს ამ დავალებების შესრულების მდგომარეობას. კომიტეტმა შეამოწმა და 2026 წლის 22 ივნისის სხდომაზე განიხილა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის დადგენილებით გაცემული 284 დავალების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების პროცესში გაანალიზდა დავალებების ადრესატი უწყებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები ამ დავალებების შესრულების შესახებ. შემოწმების პროცესში გამოიკვეთა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ტენდენციები - როგორც წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები. დადებით ტენდენციებს შორის საგულისხმოა: საერთო სასამართლოების საქმიანობის გაუმჯობესებისა და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის, პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების გაუმჯობესების და მათი რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის, არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და მათი ეკონომიკური გაძლიერების, პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების და ონკოლოგიური პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტებით ფინანსური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის გაუმჯობესების, სოციალური უზრუნველყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, განათლების ხელმისაწვდომობისა და სწავლების ხარისხის ზრდის, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. გამოწვევად დარჩა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების ფსიქიატრიული უფლების დაწესებულებების შეზღუდვა; გადატვირთულობა; პენიტენციური შშმ და პირებისთვის მისაწვდომობის საკითხი; ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები; ბავშვებში ქორწინების პრობლემის არსებობა; წყლით სარგებლობის უფლებების არასრული რეალიზება; ჯანდაცვის დაწესებულებებში მოძველებული ინფრასტრუქტურა; სათანადო საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები; ბავშვთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში სერვისების ინდივიდუალური სიმცირე; მიდგომის ხანგრძლივი ნაკლებობა; ზრუნვის ეროვნული უმცირესობებისათვის ენობრივი ბარიერები სხვადასხვა სერვისებზე წვდომისას და სხვა. ზემოთხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულების კრიტერიუმებად კომიტეტის მიერ განისაზღვრა შემდეგი სტატუსები: შესრულებულია, შესრულების პროცესშია, შესრულებული არ არის. აღნიშნული კრიტერიუმებით დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: სულ, დადგენილებით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ გაიცა 284 დავალება, აქედან შესრულდა 154, რაც წარმოადგენს დავალებების საერთო რაოდენობის 54.2%-ს, შესრულების პროცესშია 90, რაც წარმოადგენს 31.7%-ს, ხოლო შეუსრულებელია 40 დავალება, რაც წარმოადგენს 14.1%-ს. კომიტეტი გააგრძელებს მუშაობას და ინტენსიურ კომუნიკაციას ადრესატ უწყებებთან, რათა იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისს N630-IIმს-XIმპ დადგენილებით გაცემული განახორციელონ ყველა დავალებების შესაძლო სრულყოფილად ღონისძიება აღნიშნული შესრულება, დავალებების შესასრულებლად, რაც უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებისა და რეალიზების ხარისხის უწყვეტ ზრდას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი