საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ჩრდილოეთ მაკედონიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მონაწილეობის შესახებ (2026 წლის 4-6 ივნისი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-24
ბიუროს ნომერი 153
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
სხდომის ოქმიდან ამონაწერი
2-8556/26
24-06-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 24 ივნისის №153 სხდომა
ბიუროს სხდომის თავმჯდომარე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი
ბიუროს სხდომის დღის წესრიგის საკითხი – ,,II. საორგანიზაციო საკითხი“
ბიუროს მიერ განხილული საკითხი (ბიუროს სხდომის ოქმი №153-XⅠმპ):
„საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი (№2-8501/26; 23.06.2026) საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ჩრდილოეთ
მაკედონიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში
მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების
კონფერენციაში (COSAP) მონაწილეობის შესახებ (2026 წლის 4-6 ივნისი) ანგარიში“.
ბიუროს გადაწყვეტილება:
„ბიურომ ცნობად მიიღო „საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ჩრდილოეთ
მაკედონიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში
მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების
კონფერენციაში (COSAP) მონაწილეობის შესახებ (2026 წლის 4-6 ივნისი) ანგარიში.“.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
სხდომის ოქმიდან ამონაწერს ვადასტურებ:
იურიდიული
დეპარტამენტის უფროსი
ალექსანდრე ტაბატაძე
წერილი
2-8501/26
23-06-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
წარმოგიდგენთ ანგარიშს 2026 წლის 4-6 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე
სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაში
(COSAP).
დანართი: 3 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის მონაწილეობის
შესახებ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე
სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაში (COSAP)
4-6 ივნისი, 2026
სტრუგა, ჩრდილოეთ მაკედონია
2026 წლის, 4-6 ივნისს, ქ. სტრუგაში (ჩრდილოეთ მაკედონია), ჩრდილოეთ მაკედონიის
რესპუბლიკის პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის
კანდიდატი ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XXIII კონფერენცია
(COSAP). კონფერენციას მასპინძლობდა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის
ევროპულ საქმეთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - თორნიკე ფაღავა და
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი - გიორგი ჩაკვეტაძე.
კონფერენცია გახსნა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპულ
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონიო მილოშოსკიმ. მონაწილეებს მისასალმებელი
სიტყვით მიმართეს ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, აფრიმ გაშიმ,
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჩრდილოეთ მაკედონიაში, პეტრა დრექსლერმა
და რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს (RCC) გენერალურმა მდივანმა, ამერ კაპეტანოვიჩმა.
კონფერენციის პირველი სესია მიეძღვნა ბერლინის პროცესის როლს დასავლეთ ბალკანეთში
რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში. განხილულ იქნა ეკონომიკური
ინტეგრაციისა და საერთო რეგიონული ბაზრის განვითარების, ინფრასტრუქტურული და
სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების, ასევე პოლიტიკური დიალოგისა და რეგიონული
სტაბილურობის საკითხები. მომხსენებლები იყვნენ ევროკავშირის ელჩი ჩრდილოეთ
მაკედონიაში - მიხალის როკასი და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარე - ელენა მილოში.
მეორე სესიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული კავშირების გაძლიერების
შესაძლებლობები
თანამედროვე
სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის
განვითარების,
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მწვანე გარდამავლობის კონტექსტში. განსაკუთრებული
ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, ენერგომომარაგების
უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დეკარბონიზაციასა და განახლებადი ენერგიის წყაროების
გამოყენების ხელშეწყობას. მომხსენებლები იყვნენ ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერი და
ტრანსპორტის მინისტრი, ალექსანდარ ნიკოლოსკი და ენერგეტიკის, სამთო და მინერალური
რესურსების მინისტრის მოადგილე, მიროსლავ ლაბუდოვიჩი.
მესამე სესია დაეთმო ევროპული ინტეგრაციის პროცესებს თანამედროვე გეოპოლიტიკურ
გარემოში. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის,
მიმდინარე რეფორმების პროცესებისა და რეგიონში გარე აქტორების გავლენის შესახებ.
1
აღნიშნულ საკითხებზე მოხსენებები წარადგინეს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და
საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ზორან დიმიტროვსკიმ და ევროკავშირის საკითხების
ექსპერტმა, ჩრდილოეთ მაკედონიის უშიშროების საბჭოს წევრმა, მალინკა რისტევსკა
იორდანოვამ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარის
მოადგილე, თორნიკე ფაღავა, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ
უსაფრთხოების გამოწვევებზე და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში
საქართველოს განსაკუთრებულ როლზე. ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში მიმდინარე
გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
მნიშვნელობა აქვს როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოების
არქიტექტურისთვის. ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატ ქვეყნებს შორის
გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მჭიდრო რეგიონული
თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
წინაპირობაა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ თავის
გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე ევროპის უსაფრთხოების,
ენერგეტიკული და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში. მისი
განცხადებით, საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ევროპასა და აზიას
შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ხიდი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის
ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და რეგიონული დაკავშირებადობის
განვითარებაში. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შავი ზღვის რეგიონისა და სამხრეთ
კავკასიის მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას, ასევე ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს,
როგორიცაა შუა დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი. გამოსვლის
დასასრულს გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ
არასამართლიანი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტების გატარება შეშფოთებას იწვევს.
მისი თქმით, კანდიდატი ქვეყნების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან, თანმიმდევრულ
და ობიექტურ კრიტერიუმებს, რაც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობის
შენარჩუნებისთვის არსებით მნიშვნელობას ატარებს.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო COSAP-ის ინსტიტუციური
განვითარების საკითხს. 2026 წლის 5 ივნისს ალბანეთის პარლამენტის წარმომადგენელმა
წამოაყენა ინიციატივა COSAP-ის რეგლამენტის გადახედვის მიზნით სპეციალური სამუშაო
ჯგუფის შექმნის შესახებ. აღნიშნული საკითხი დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც
მოამზადებს წინადადებებს COSAP-ის რეგლამენტის გადასახედად და ორგანიზაციის
საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. აღინიშნა, რომ ევროპარლამენტმა უკვე გამოთქვა
მზადყოფნა, აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში.
ინიციატივის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან
მონტენეგროს, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის
პარლამენტების წარმომადგენლები. მათთან ერთად, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩაერთვებიან
საქართველოს,
თურქეთის,
კოსოვოს,
უკრაინისა
და
მოლდოვის
პარლამენტების
წარმომადგენლებიც.
2
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ასახულია
კონფერენციის ფარგლებში განხილულ საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი გზავნილები და
რეკომენდაციები.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტის
ინტეგრაციის კომიტეტმა ოფიციალური მოწვევის წერილი უკვე მიიღო.
ევროპასთან
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის
გაღრმავებას, რეგულარული კონსულტაციების განვითარებასა და ინსტიტუციონალიზებული
საპარლამენტო დიალოგის ჩამოყალიბებას. ამ კონტექსტში, COSAP-ის პლატფორმის გაფართოება
და მასში ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის სრულფასოვანი ჩართულობა მნიშვნელოვან
წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. აღნიშნული ხელს შეუწყობს მონაწილე პარლამენტებს
შორის უფრო მჭიდრო და სისტემური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რეგულარული
პოლიტიკური კოორდინაციის გაძლიერებას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლას,
ასევე ევროპული ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთობლივი მუშაობისა
და პოზიციების დაახლოების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებას.
ანგარიში მოამზადა:
თეონა ბორაშვილმა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი
3