საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ (2026 წლის 13-18 ივნისი) ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი
ნომერი
#2-8546/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-25
ბიუროს ნომერი 154

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი 2-8689/26 25-06-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 25 ივნისის №154 სხდომა ბიუროს სხდომის თავმჯდომარე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომის დღის წესრიგის საკითხი – ,,II. საორგანიზაციო საკითხები“, №3 ბიუროს მიერ განხილული საკითხი (ბიუროს სხდომის ოქმი №154-XⅠმპ): „საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი (№2-8546/26; 24.06.2026) საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ (2026 წლის 13-18 ივნისი) ანგარიში“. ბიუროს გადაწყვეტილება: „ბიურომ ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ (2026 წლის 13-18 ივნისი) ანგარიში.“. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერს ვადასტურებ: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ტაბატაძე
წერილი
2-8546/26 24-06-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წარმოგიდგენთ 2026 წლის 13-18 ივნისს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში 2026 წლის 13-18 ივნისი დელეგაციის შემადგენლობა: ლევან მახაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელი; ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; სოფია ჩხაიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსი. 2026 წლის 13-18 ივნისს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ქალაქ ლუქსემბურგში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე სხვადასხვა კომიტეტის წევრებთან. ამასთანავე, შეხვედრა გაიმართა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა, თავდაცვის, განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ბელგიის სამეფოში შეხვედრები გაიმართა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესა და ევროპულ საქმეთა მრჩეველთა კომიტეტის წევრთან, ასევე ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასთან და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰანსენთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა. მასში მონაწილეობდნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სხვადასხვა კომიტეტის წევრები. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გასული წლების დინამიკა და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შედის ორივე მხარის ინტერესებში და რომ მხარეები გააგრძელებენ ამ მხრივ ძალისხმევას. ამასთან, საქართველოსა და ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებმა მიმოიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, უსაფრთხოების და ეკონომიკური მოვლენები, ასევე ორმხრივი კავშირების ფართო სპექტრი. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა, თავდაცვის, განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის დირექტორ ვერონიკ დოკენდორფთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, რუსული ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესი. ასევე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ბელგიის სამეფოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კეტლინ დეპურტერსა და ევროპულ საქმეთა მრჩეველთა კომიტეტის წევრ ვერნერ ზომერსთან. ასევე შეხვედრა გაიმართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების პერსპექტივები, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ასევე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობაზე, საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს სრულფასოვანი დიალოგის აუცილებლობას.