საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიშზე“ (№1-4336/26; 11.05.2026)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-06-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 48
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
17 ივნისი 2026 13:00
2026 წლის 17 ივნისი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა
ძირითადი
სოციალურ
უფლებებისა
უფლებათა
და
თავისუფლებების
უზრუნველყოფის
რეალიზაციის,
ღონისძიებების
2025
მათ
შორის,
წლის
შესრულების
ადამიანის
უფლებათა
ანგარიში“ (1-4336/26; 11.05.2026);
მომხსენებელი:
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის
დეპარტამენტის უფროსი - ნიკო თათულაშვილი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა
2-8945/26
01-07-2026
საქართველოს პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
დასკვნა
საქართველოს
მთავრობის
„შეზღუდული
შესაძლებლობის
ძირითადი
უფლებებისა
მიერ
და
წარმოდგენილ
მქონე
პირთა
თავისუფლებების
რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა
უზრუნველყოფის
ღონისძიებების
2025
წლის
ანგარიშზე“ (№1-4336/26; 11.05.2026)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2026 წლის 17 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ
უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის ანგარიში“.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო
უწყებების საქმიანობა კვლავ მიემართებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და მოიცავდა როგორც
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების,
დასაქმების, სოციალური დაცვისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებებს, ისე
ცნობიერების
ამაღლების,
მართლმსაჯულებაზე
ციფრული
და
ხელმისაწვდომობისა
ფიზიკური
და
გარემოს
ადაპტაციის,
ინკლუზიური
პოლიტიკის
განვითარების საკითხებს. ამასთან, ანგარიშში ასახულია როგორც ცენტრალური, ასევე
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობა,
სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
კომიტეტი
დადებითად
აფასებს
უწყებრივი
სამოქმედო
გეგმების
განხორციელების პროცესის გაგრძელებასა და შშმ პირთა უფლებების დაცვის
მიმართულებით სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ საქმიანობას,
რომელმაც ხელი შეუწყო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პრაქტიკულ
აღსრულებას
და
ინკლუზიური
პოლიტიკის ეტაპობრივ განვითარებას.
ამავე დროს, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში
გამოვლენილ რამდენიმე მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდენციასა და გარემოებაზე,
რომლებიც არსებით მნიშვნელობას ატარებს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესებისათვის:
გაგრძელდა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პოლიტიკის
განვითარება, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის, დამხმარე საშუალებების,
დამოუკიდებელი
ცხოვრების
მხარდამჭერი
სერვისებისა
მნიშვნელოვნად
გაფართოვდა
და
სოციალური
პროგრამების მიმართულებით;
საანგარიშო
პერიოდში,
პერსონალური
ასისტენტის მომსახურების გეოგრაფიული არეალი და აღნიშნული სერვისი, 2024
წელთან შედარებით, დაინერგა დამატებით 16 მუნიციპალიტეტში;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა
საზოგადოებრივი
ჯანდაცვისა
და
პრიორიტეტულ
დაავადებებზე
ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობა, მათ შორის
დიაბეტის მართვის, დიალიზის, იშვიათი დაავადებების მკურნალობისა და
ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების მიმართულებით;
მუნიციპალიტეტების
დონეზე
განხორციელდა
არაერთი
სოციალური
და
მხარდამჭერი პროგრამა, რომლებიც მიზნობრივად მიმართული იყო შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე;
2025 წელს გაუმჯობესდა შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა,
მათ შორის პროცედურებისა და სერვისების უფრო ინკლუზიური ორგანიზებისა
და ადაპტაციის გზით;
შეფასდა
საკანონმდებლო
ბაზის
შესაბამისობა
გაერო-ს
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან და განხორციელდა
შესაბამისი ტერმინოლოგიური ადაპტაციები;
გაძლიერდა
იურიდიული
დახმარებისა
და
წარმომადგენლობის
შესაძლებლობები, მათ შორის სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით, და
დაიხვეწა სისხლის სამართლის საქმეებში შშმ პირთა მონაწილეობასთან
დაკავშირებული პროცედურები და მონიტორინგის პრაქტიკა;
სახელმწიფო
უწყებების
პროფესიული
მიერ
განხორციელდა
გადამზადებისა
უზრუნველყოფისკენ
ადაპტირებული
და
მიმართული
საინფორმაციო
ცნობიერების
ინფორმაციის
არაერთი
ხელმისაწვდომობის
ღონისძიება,
რესურსების,
ამაღლების,
მათ
ტრენინგების,
შორის,
სასწავლო
პროგრამებისა და ციფრული სერვისების განვითარების მიმართულებით;
გაგრძელდა საჯარო სივრცეების, ვებგვერდებისა და სხვადასხვა ელექტრონული
სერვისების ადაპტირების პროცესი, რაც ხელს უწყობს შშმ პირთათვის
ინფორმაციისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას;
დადებითად
უნდა
შეფასდეს
განათლების
ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები, მათ შორის, ინკლუზიური
განათლების
მხარდაჭერის
საჭიროებების
მქონე
პროგრამები,
პირთა
სპეციალური
მხარდაჭერის
საგანმანათლებლო
მექანიზმები
და
შესაბამისი
ინფრასტრუქტურის განვითარება;
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის
მიმართულებით სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელება, მათ
შორის,
პროფესიული
მომზადებისა
და
შრომის
ბაზარზე
ინტეგრაციის
მხარდამჭერი ღონისძიებები;
მისასალმებელია, რიმ სახელმწიფო უწყებების მიერ კვლავ განხორციელდა შშმ
პირთა საჭიროებების კვლევა, მონაცემთა დამუშავება და სხვადასხვა სერვისის
განვითარების მიზნით საჭიროებების შეფასება;
პოზიტიურად უნდა შეფასდეს კულტურულ, სპორტულ და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში
შშმ
პირთა
მონაწილეობის
ხელშეწყობისკენ
მიმართული
ღონისძიებები და შესაბამისი პროგრამების განხორციელება.
ზემოაღნიშნულის პარალელურად, კომიტეტი ხედავს რიგ გამოწვევებს და
ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
1. ანგარიშიდან იკვეთება, რომ ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისა და
შესაძლებლობის
შეზღუდვის
შეფასების
მექანიზმის
განვითარება
კვლავ
საჭიროებს
შემდგომ
საქართველოს
გაძლიერებას.
ოკუპირებული
ჯანმრთელობისა
და
ამ
მიმართულებით
ტერიტორიებიდან
სოციალური
დაცვის
მნიშვნელოვანია
დევნილთა,
შრომის,
სამინისტროს
აქტიური
თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ
მხარეებთან,
რათა
უზრუნველყოფილი
იყოს
შეფასების
სისტემის
თანმიმდევრული განვითარება და პრაქტიკაში მისი დანერგვა. ამასთან,
მიზანშეწონილია, მომდევნო ანგარიშში წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია
განხორციელებული ღონისძიებების, მიღწეული შედეგებისა და არსებული
გამოწვევების შესახებ;
2. მიუხედავად
არსებული
დამოუკიდებელი
პროგრესისა,
მხარდამჭერი
ცხოვრების
პერსონალური
პროგრამების
მუნიციპალიტეტების
ხელშეწყობის
ასისტენტის
განხორციელება
მიხედვით.
მიმართულებით
სერვისისა
კვლავ
აუცილებელია,
და
სხვა
არათანაბარია
მომდევნო
საანგარიშო
პერიოდში მთავრობამ გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა პერსონალური
ასისტენტის და სხვა მხარდამჭერი პროგრამების სერვისების სრულყოფილი
დანერგვის,
მისი
გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის
გაფართოებისა
და
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით;
3. ანგარიშიდან იკვეთება, რომ დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს
მთავრობის
ადამიანის
გათვალისწინებული
სტანდარტის
უფლებათა
დაცვის
ეროვნული
აქტივობა,
რომელიც
მისაწვდომობის
განხორციელების
სამოქმედო
გეგმის
გეგმით
ეროვნული
შემუშავებასა
და
დამტკიცებას შეეხება. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს როგორც
ადამიანის
უფლებათა
დაცვის
ეროვნული
გეგმიდან,
ისე
საქართველოს
კანონმდებლობიდან. ამასთან, აღნიშნული სამოქმედო გეგმა განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ატარებს, რადგან იგი წარმოადგენს მისაწვდომობის ეროვნული
სტანდარტის
პრაქტიკაში
განხორციელების
ძირითად
ინსტრუმენტს
და
უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების, პასუხისმგებელი უწყებებისა და
განხორციელების
მთავრობას
ვადების
ჰქონდეს
მკაფიო
მკაფიო
განსაზღვრას.
ხედვა
გეგმის
მიზანშეწონილია,
დამტკიცების
რომ
ფორმატთან
დაკავშირებით (ერთიანი ან ცალკეული დოკუმენტების სახით) და განისაზღვროს
მისი შემუშავებისა და დამტკიცების კონკრეტული ვადები;
4. ანგარიშიდან იკვეთება, რომ შშმ პირთათვის ფიზიკური და ციფრული გარემოს
სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად
რჩება. მიუხედავად ცალკეული ადაპტირებული სივრცეებისა და ელექტრონული
სერვისების არსებობისა, აუცილებელია აღნიშნული პროცესი გაგრძელდეს
სისტემურად
და
მოიცავდეს
როგორც
ცენტრალურ,
ისე
ადგილობრივი
ხელისუფლების დაწესებულებებს. ამასთან, აუცილებელია, რომ მთავრობამ
უზრუნველყოს
ვებ-მისაწვდომობის
შესახებ
ახალი
კანონმდებლობით1
გათვალისწინებული ვალდებულებების სრულყოფილი შესრულება, მათ შორის
შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და დამტკიცება, რათა საჯარო
სექტორის ციფრული სერვისები და ვებგვერდები შშმ პირებისთვის სრულად
ხელმისაწვდომი გახდეს;
5. შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული
ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ საჭიროა შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაციის
მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის, დასაქმების პროგრამების
შედეგიანობის შეფასება და კერძო სექტორის ჩართულობის ზრდა;
6. კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინკლუზიური
განათლების მიმართულებით არსებული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება
სპეციალისტების,
ადაპტირებული
რესურსებისა
და
ინფრასტრუქტურის
ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც გავლენას ახდენს შშმ
პირთათვის
განათლების
თანაბარ
ხელმისაწვდომობაზე.
აუცილებელია
აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება;
7. მნიშვნელოვანია, მომდევნო საპარლამენტო ანგარიშში უფრო მკაფიოდ იქნეს
წარმოდგენილი განხორციელებული პროგრამების ეფექტიანობის შეფასების
მექანიზმები,
მონაცემები
კონკრეტული
და
არსებული
შედეგები,
გამოწვევების
ბენეფიციართა
რაოდენობრივი
აღმოსაფხვრელად
დაგეგმილი
ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესების პროცესის სრულფასოვან შეფასებას;
8. რეკომენდებულია,
დაგეგმვისა
და
რომ
სახელმწიფო
ბიუჯეტირების
პროგრამებისა
და
ქვეპროგრამების
პროცესში
სისტემურად
იყოს
გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები, მათ შორის მისაწვდომობის,
1 https://info.parliament.ge/#law-drafting/31699
სოციალური
მომსახურებებისა
მიმართულებებით.
და
ინდივიდუალური
განსაკუთრებული
მუნიციპალიტეტებს,
რათა
ყურადღება
ადგილობრივ
მხარდაჭერის
უნდა
დონეზე
დაეთმოს
ბიუჯეტირებისას
უზრუნველყოფილი იყოს ინკლუზიური პრინციპების დანერგვა და შშმ პირთა
საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი ფინანსური რესურსების გამოყოფა;
9. სტატისტიკის წარმოება და მონაცემთა შეგროვება გამოწვევად რჩება, რადგან
პროცესი
ხშირად
ფრაგმენტულია
და
საჭიროებს
უფრო
ერთიან
და
სტანდარტიზებულ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სანდოობასა
და სრულყოფილებას.
მთლიანობაში კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი ანგარიში და დადებითად
შეაფასა
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირთა
უფლებების
დაცვის
მიმართულებით სახელწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობა, თუმცა
მიიჩნევს, რომ კვლავ აუცილებელია სისტემური, კოორდინირებული და შედეგზე
ორიენტირებული პოლიტიკის გაგრძელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შშმ პირთა
უფლებების
ეფექტიანი
რეალიზაცია
სრულფასოვანი მონაწილეობა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
და
საზოგადოებრივ
ცხოვრებაში
მათი