საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.07.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9810/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-07-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 64

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 17 ივლისი 2026 14:00 2026 წლის 17 ივლისი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
წერილი
2-9810/26 17-07-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ სავალდებულო დასწრებისა კომიტეტის და სხდომაზე კომიტეტის თანამდებობის სხდომაზე პირის თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს. დანართი: „ 2 “ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შეისწავლა და 2026 წლის 17 ივლისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრების და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გათვალისწინებული უგზავნიან თანამდებობის ამ მუხლის პირის პირველი−მე-5 მიმართვას კომიტეტის პუნქტებით სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში. 1 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის კომიტეტებისგან მიიღო შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის თაობაზე. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისგან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე არც ერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. შესწავლილ პერიოდში ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. 2