საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 1 ივლისის №66/11 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილება
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-07-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 64
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
17 ივლისი 2026 14:00
2026 წლის 17 ივლისი, 14:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის
სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული
ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
წერილი
2-9815/26
17-07-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“
ქვეპუნქტის
შესაბამისად,
დასამტკიცებლად
წარმოგიდგენთ
საქართველოს
პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 1 ივლისის N66/11 გადაწყვეტილებით
დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ დებულებას, რომელიც შემუშავებულ
იქნა 2026 წლის 17 ივლისს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
დანართი: „ 1 “ ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დებულება
„საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულებაში“
ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 1 ივლისის N66/11 გადაწყვეტილებით
დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განიხილავს იმ
თანამდებობის პირთა კანდიდატურებს,
რომლებსაც
ირჩევს
პარლამენტი და დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შეისწავლის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების
შეწყვეტის საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;“.
3. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება კომიტეტის შემადგენლობიდან მისი
გასვლის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან,
მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან, მისი
კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან. ასევე, იმ
ფრაქციის, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში, გაუქმების მომენტიდან,
აგრეთვე, მისი შესაბამისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შესახებ საპროცედურო
საკითხთა კომიტეტისთვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან, ასევე, შესაბამისი
ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ განცხადების პარლამენტის
ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან.“.