„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო ხორგუანი
ინიციატორი
ფრაქცია „საქართველოსთვის“
ნომერი
#355/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-08-31
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, მათ შორის, დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს, მოსთხოვოს ან/და ნებისმიერი პირისგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ეს ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს. ამასთანავე, საპენსიო ფონდს უფლება აქვს, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო ფონდისთვის დაბრუნება და ამ თანხის დასაბრუნებლად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსაქმებელს დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. საურავის დარიცხვა ხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის განხორციელებამდე.“. მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად ბ) 31 პუნქტი ამოღებული იქნეს. გ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლისთვის საურავის დაკისრება მას არ ათავისუფლებს ამ კანონის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამსაქმებელი შესრულებისგან. ვალდებულია ამ პუნქტით შესაბამისი გათვალისწინებულ საპენსიო შენატანი შემთხვევაში საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე) განახორციელოს.“. დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საპენსიო შენატანის თანხა და საურავი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. 6. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანი და საურავი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო ფონდის ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.“. ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ვ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით შესაბამის პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ნებისმიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ჩაბარების/გაცნობის, წესსა და პირობებს ადგენს საპენსიო ფონდი. 9. საპენსიო ფონდი ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს დამსაქმებლების, მათ შორის, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების, მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის, საურავის დაკისრებისა და აღსრულების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების წესებსა და პროცედურებს და აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს.“. 2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.“. 3. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების, საურავის დაკისრების შესახებ და ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად;“. 4. 38-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში - კანონი) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, იმავე ვალდებულების დარღვევისთვის პირს ჯარიმისგან დამოუკიდებლად საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საურავი. ამდენად, ერთი ქმედების გამო პირის მიმართ კანონი ითვალისწინებს ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სანქციას - ჯარიმას და საურავს. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, გადასახადის თანხის გადაუხდელობისთვის გადასახადის გადამხდელის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ საურავი. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ საპენსიო ფონდში შესატანი თანხა ბევრად ნაკლებია იმავე დეკლარაციით დეკლარირებული და გადასახდელ საშემოსავლო გადასახადის თანხაზე. საპენსიო შენატანი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მიზერულ თანხას, მაშინ როცა კანონით განსაზღვრული და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა საკმაოდ დიდი (500 ლ და იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1,000 ლარი), რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება მცირე და საშუალო ბიზნესს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხის მიმართ კანონმდებლის მოთხოვნა ბევრად უფრო ლოიალურია, მიზანშეწონილია, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდეს საპენსიო შენატანის განხორციელების ნაწილზეც და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) შემთხვევაში გამოყენებული იქნეს მხოლოდ საურავი, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა ამოღებულ იქნეს საპენსიო ფონდის უფლებამოსილებიდან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენების მიზანშეუწონლობის გათვალისწინებით მომზადდა კანონში კანონპროექტი), განსახორციელებელი რომელიც ცვლილების აზუსტებს საპენსიო პროექტი შენატანის (შემდგომში - განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობასთან მიმართებით მხოლოდ საურავის გამოყენების შესაძლებლობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: დამსაქმებელთა პოზიციის შეჯერების შედეგად, მიზანშეწონილია საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საურავის დაკისრების ნაწილი დარჩეს უცვლელი, რაც საბოლოოდ მიემართება შესაბამისი დასაქმებულების ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე და წარმოადგენს მათ საკუთრებას, ხოლო რაც შეეხება ჯარიმას, არსებული საგადასახადო კანონმდებლობის პრაქტიკის გათვალისწინებით, განხილულ შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა უნდა გაუქმდეს. წარმოდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით დგინდება, რომ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი პირის მიმართ მხოლოდ ერთი ტიპის სანქციის - საურავის გამოყენების შესაძლებლობას, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სანქციის გამოყენების მექანიზმთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს აღმოფხვრას კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთი ვალდებულების დარღვევისთვის ორი სხვადასხვა სანქციის გამოყენების შესაძლებლობა. დღეს მოქმედი რეგულაციით, სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდს უფლება აქვს საპენსიო შეუსრულებლობის გამო პირის შენატანის მიმართ განხორციელების გამოიყენოს როგორ ვალდებულების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა, ისე საურავი. კანონში 2024 წლის 27 ივნისს განხორციელებული ცვლილებები (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი 27/06/2024, სარეგისტრაციო კოდი:280060000.05.001.102317) მათ შორის მოიცავდა ცვლილებებს, საპენსიო შენატანის განხორციელების წესთან მიმართებით. კერძოდ, 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე. შედეგად, საპენსიო შენატანების განხორციელება უნდა მოხდეს დამსაქმებლის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საშემოსავლო დეკლარაციის შედეგად. საგადასახადო კანონმდებლობა საშემოსავლო (და არა მხოლოდ) დეკლარაციით დეკლარირებული გადასახადის თანხის გადაუხდელობისათვის ითვალისწინებს მხოლოდ სანქციის ერთი სახის - საურავის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი წყაროს - გადასახადების გადაუხდელობისთვის კანონმდებელი ითვალისწინებს მხოლოს ერთი სახის სანქციას (საურავს). ამასთან, კანონის მოქმედი რედაქციით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის, მათ შორის საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსაქმებელს დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. საურავის დარიცხვა ხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე. ამდენად, ვინაიდან კანონი არეგულირებს სანქციის - საურავის გამოყენების შესაძლებლობას, ამ ნაწილში ცვლილების საჭიროება არ არის. წარმოდგენილი პროექტით უქმდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა. შესაბამისად, დამსაქმებელმა, თუკი არ უზრუნველყო საშემოსავლო დეკლარაციის წარმოდგენის შედეგად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით, საპენსიო შენატანების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის საპენსიო ფონდის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა დადგენილ ვადაში, ან აღნიშნული ვადის დარღვევით განახორციელა საპენსიო შენატანი, დამსაქმებელს დაეკისრება მხოლოდ და მხოლოდ საურავი, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილ შემთხვევაში და წესით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კანონპროექტი მოიცავს ძირითად ცვლილებებს კანონის მე-6 მუხლში და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს, რაც უმთავრესად გამომდინარეობს სწორედ ძირითადი ცვლილებებიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ ითვალისწინებს დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტ(ებ)იდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: არსებული კანონმდებლობით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1,000 ლარი. ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს დამსაქმებლებზე, რომლებსაც საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შედეგად დაეკისრებოდათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ქალის და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო ხორგუანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“