საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის – საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტების: „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№360/2-XIმპ, 07.08.2026).საქართველოს მთავრობის 2026 წლის 4 სექტემბრის №2019 განკარგულების შესაბამისად გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.09.2026
ავტორი
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ნომერი
#1-8328/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

წერილი
*GOV42600030278* GOV 4 26 00030278 04/09/2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც თქვენთვის ცნობილია, 2026 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№26717; 07.08.2026; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №360/2-XIნპ; 07.08.2026). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის (№26717; 07.08.2026) საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული გარემოება გამოწვეულია საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენის შემდგომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის მართვის განსხვავებული მოდელის ჩამოყალიბების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების აუცილებლობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 4 სექტემბრის №2019 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№26717; 07.08.2026; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №360/2-XIნპ; 07.08.2026). საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი