საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მომართვა კომიტეტის მიერ შექმნილ „სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის“ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში სამი ახალი წევრის დამატების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-11662/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-09-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 65

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა თარიღი 04 სექტემბერი 2026 13:00 2026 წლის 4 სექტემბერი, 13:00 საათი ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი №8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-7508/26; 31.07.2026); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი საქმეთა კომიტეტთან არსებულ მოადგილე; 2. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფში ახალი წევრების დამატების შესახებ; მომხსენებელი: მარიამ ლაშხი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
წერილი
2-11662/26 07-09-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ 2026 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ შექმნილ „სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის“ სამუშაო შემადგენლობას დაემატა სამი ახალი წევრი. დანართი: გადაწყვეტილება “2” ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ჯგუფის
დასკვნა
2-11650/26 07-09-2026 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილება N2 კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის განათლების, მენციერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: 1.1. მარიამ ლაშხი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (ჯგუფის ხელმძღვანელი); 1.2. თორნიკე ჭეიშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1.3. ეკა სეფაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე; 1.4. ზვიად გაბისონია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 1.5. თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 1.6. გიორგი ალიბეგაშვილი - სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1.7. თეიმურაზ დოჭვირი - სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; 1.8. ნანა მაჭავარიანი - სსიპ - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი; 1.9. თეონა იაშვილი - სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი; 1.10. კონსტანტინე გამსახურდია - სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა; 1.11. რატი სხირტლაძე - ხელოვნური ინტელექტის (AI) და მონაცემთა მეცნიერების სპეციალისტი; 1.12. ნინო ხელაია - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი; 1.13. რამაზ ხუროძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი; თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge 1.14. ჯონი ხეცურიანი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი; 1.15. ავთანდილ არაბული - ა(ა)იპ იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი; 1.16. ნინო ჭუმბურიძე- არეშიძე მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ- ს საპატიო დოქტორი; 1.17. გიორგი გოგოლაშვილი ა(ა)იპ იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის წევრი, ენათმეცნიერი, პროფესორი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი