„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.05.2024, სარეგისტრაციო
კოდი: 050040000.05.001.102260) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის მე-6 მუხლის მე-2
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და
სტატისტიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ინჟინერიის, წარმოებისა
და მშენებლობის, ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობის სფეროების მიმართულებით;“.
მუხლი 2.
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის,
წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო
გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და
გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის
თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვრის №11 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი