„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12),
1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 46-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:
„მუხლი 461. საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიება
1. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს საპატენტო ინფორმაციასთან
დაკავშირებული ძიება. მისი მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია ჩატარდეს:
ა) ტექნიკის დონის ძიება - პატენტუნარიანობის კრიტერიუმების – სიახლისა და
საგამომგონებლო დონის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლის ფარგლებში პირის მიერ
შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს:
ა.ა) სიახლისა და საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ
ინფორმაციის მოძიება;
ა.ბ) სიახლისა და საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ
ინფორმაციის მოძიება და მათი მიმოხილვა;
ბ) პატენტის მფლობელის ან/და განმცხადებლის მიხედვით ძიება - პატენტების ან
საპატენტო განაცხადების შესახებ ინფორმაციის მოძიება კონკრეტული პატენტის
მფლობელის ან განმცხადებლის მიხედვით;
გ) მოქმედების თავისუფლების ძიება - კონკრეტულ პროდუქტთან ან პროცესთან
დაკავშირებული
შესაბამის
ტერიტორიაზე
ძალაში
მყოფი
პატენტების
შესახებ
ინფორმაციის მოძიება, რომლის ფარგლებში პირის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ
იქნეს:
გ.ა) პროდუქტთან ან პროცესთან დაკავშირებული ძალაში მყოფი პატენტების შესახებ
ინფორმაციის მოძიება;
გ.ბ) პროდუქტთან ან პროცესთან დაკავშირებული ძალაში მყოფი პატენტების შესახებ
ინფორმაციის მოძიება და მათი მიმოხილვა;
დ) პატენტ-ანალოგების მიხედვით ძიება - კონკრეტულ საპატენტო განაცხადთან ან
პატენტთან საერთო პრიორიტეტით დაკავშირებული სხვა საპატენტო განაცხადებისა და
პატენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
2. საქპატენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპატენტო
ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების განხორციელებისთვის პირი ვალდებულია
გადაიხადოს შესაბამისი საფასური.
3.
საქპატენტი
ამ
ინფორმაციასთან
მუხლის
პირველი
დაკავშირებულ
ძიებას
პუნქტით
გათვალისწინებულ
ახორციელებს
მისთვის
საპატენტო
ხელმისაწვდომი
მონაცემთა ბაზების საფუძველზე. საქპატენტი არ არის პასუხისმგებელი მოძიებული
ინფორმაციის სრულყოფილებაზე. საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების
შედეგს არ აქვს სამართლებრივი ძალა ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი
ქმედებების მიმართ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპატენტო ინფორმაციასთან
დაკავშირებული ძიების მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს სტანდარტული და
დაჩქარებული პროცედურებით.
5. ამ მუხლით განსაზღვრული საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების
ჩატარების ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.“.
2. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
განაცხადზე
ფორმალური
ექსპერტიზისთვის,
ექსპერტიზისთვის,
შეფასებისთვის,
მოწმობის
მოთხოვნების
ექსპერტიზისთვის,
საპატენტო
სასარგებლო
მოდელზე
ექსპერტიზისთვის,
ხელახალი
სასარგებლო მოდელზე დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების
განაცხადის
გამოქვეყნებისთვის,
რეგისტრაციისთვის,
ყოველწლიურად
პატენტის/სასარგებლო
მოდელის
პატენტის/სასარგებლო
მოდელის
მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის
წარმოებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის,
ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, საპატენტო
ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიებისათვის, სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის,
რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისთვის და კანონით განსაზღვრული სხვა
ქმედებების განხორციელებისთვის გადაიხდება შესაბამისი საფასური.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ წარდგინებით, 2027
წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების
დაპატენტებასთან,
რეგისტრაციასთან
და
დეპონირებასთან
დაკავშირებული
მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3
ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და
პატენტის
გაცემასთან
დაკავშირებული
პროცედურების
შესახებ“
ინსტრუქციის
დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024
წლის 12 იანვრის №1 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი