საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილი, ინა ჩარკვიანი, კონსტანტინე ჩაჩიბაია) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-11931/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-09-14

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 14 სექტემბერი 2026 11:00 2026 წლის 14 სექტემბერი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (აკაკი ჩიქობავას, ანა კამლაძის, დანელიას, ვახტანგ გიორგი ნაცვლიშვილის, ქართველიშვილის, თათია გიორგი ვერულაშვილის, ხასაიას, ინა ეკატერინე ჩარკვიანის და კონსტანტინე ჩაჩიბაიას შემადგენლობით) (1-6732/26; 09.07.2026) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა
2-11931/26 14-09-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (აკაკი ჩიქობავას, ანა კამლაძის, გიორგი ქართველიშვილის, გიორგი ხასაიას, ეკატერინე დანელიას, ვახტანგ ნაცვლიშვილის, თათია ვერულაშვილის, ინა ჩარკვიანის და კონსტანტინე ჩაჩიბაიას შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 14 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები, რომელიც ეხებოდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელზე ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. სულ წარმოდგენილი 37 304 ამომრჩევლის ხელმოწერიდან (2 489 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც არ შეიცავდა სრულყოფილად მითითებულ მონაცემებს შეადგინა 1 122 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა, რომელიც არ შეიცავს 123-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის ყოველ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისთვის და პასუხს აგებს მათი გაყალბებისთვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ საჭიროებს. შემოწმებისას, დადგინდა რომ 226 ამომრჩევლის ხელმოწერა არ არის დადასტურებული ან დამოწმებული აღნიშნული წესის გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც 123-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული. გარდა აღნიშნულისა, ამომრჩეველთა ხელმოწერების შემოწმებისას დადგინდა, რომ არასრულწლოვან პირთა მიერ განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 28 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა, რომელიც შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელიც არ აკმაყოფილებს ამომრჩევლისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 1 376 ხელმოწერა, თუმცა, წარმოდგენილი ხელმოწერებიდან ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (35 928 ხელმოწერა) აღემატება 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას. ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული განხორციელების უფლებას. დანართი: კანონპროექტი „ 19 “ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი საკანონმდებლო ინიციატივის