საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი
ნომერი
#2-12166/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-16
ბიუროს ნომერი 159 (11:55)

📜 ტექსტი

წერილი
2-12166/26 16-09-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 2026 წლის 16 სექტემბერის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა (№1-8612/26; 14.09.2026). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ კომიტეტის დასკვნას პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საკითხის განხილვის გარეშე, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა. დანართი №1 თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნა - 1 ფურცელი. დანართი №2 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-12163/26 16-09-2026 დასკვნა საქართველოს მთავრობის წარდგინებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 2026 წლის 16 სექტემბერს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა (№1-8612/26; 14.09.2026). კომიტეტმა მოისმინა წარდგენილი კანდიდატის მოსაზრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ, რომლის შემდგომაც კანდიდატმა უპასუხა პარლამენტის წევრების შეკითხვებს. კომიტეტი სრულყოფილად გაეცნო წარმოდგენილი კანდიდატის ბიოგრაფიულ ცნობებს, მის შრომით გამოცდილებასა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა სრულ შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლის შესაბამისად, მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას. ამასთანავე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევის საკითხი, კომიტეტის სხდომაზე ამომწურავად იქნა განხილული, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი, განხილვის გარეშე, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
თამაზ ბორაშვილის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს თამაზ ბორაშვილი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2026 წლის _ სექტემბერი. № სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი