საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა (№2-12169/26; 16.09.2026) საქართველოს პარლამენტის წევრის მაია ბითაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა (№2-12169/26; 16.09.2026) საქართველოს პარლამენტის წევრის მაია ბითაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა (№2-12169/26; 16.09.2026) საქართველოს პარლამენტის წევრის მაია ბითაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე (ეს პროექტი) დასკვნა
- „მაია ბითაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-09-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 66
შენიშვნა საკითხის განხილვა დაემატა დღის წესრიგს.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
16 სექტემბერი 2026 11:00
2026 წლის 16 სექტემბერი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა
2-12169/26
16-09-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის მაია ბითაძისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2026
წლის 16 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის
წევრის მაია ბითაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ
თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის 2026 წლის 15 სექტემბრის N208 ბრძანებით, მაია ბითაძე დაინიშნა
საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს მაია ბითაძეს ვადამდე შეუწყდეს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge