საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-21
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
წერილი
2-12308/26
17-09-2026
საქართველოს პარლამენტის
აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
ბატონო ალექსანდრე,
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 9 ივნისის N1670-Vმს-XIმპ
დადგენილების შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტს: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027
წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის
არჩევის შესახებ“ გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე.
პატივისცემით,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027
წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი
აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო
კომისიის თავმჯდომარე
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების
ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული
ფირმის არჩევის შესახებ
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 35-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის
მე-17 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის
განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა - შპს „KPMG Georgia“.
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 431 000
ლარით.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის
ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
4. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ ფირმასთან - შპს
„KPMG Georgia“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი