საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-21
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
წერილი
2-12309/26
17-09-2026
საქართველოს პარლამენტის
აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
ბატონო ალექსანდრე,
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 9 ივნისის N1671-Vმს-XIმპ
დადგენილების შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტს: „საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027
წლების
ანგარიშგების
გარე
აუდიტის
განმახორციელებელი
დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე.
პატივისცემით,
საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების
ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი
აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო
კომისიის თავმჯდომარე
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე
აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული
ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე
მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის
განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ
იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „დელოიტი და ტუში“.
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 427 160 ლარით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის
ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან –შპს
„დელოიტი და ტუში“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი