საქართველოს პარლამენტის წევრის ლიკა შარტავას მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ (2026 წლის 4-5 სექტემბერი) ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლიკა შარტავა
ნომერი
#2-12207/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-21
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

წერილი
2-12207/26 16-09-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წარმოიდგენთ 2026 წლის 4-5 სექტემბერს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამსახურეობრივი ვიზიტის შესახებ ანგარიშს. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ლიკა შარტავა თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში 2026 წლის 4-5 სექტემბერს, მსოფლიო ქვეყნის 40 წლამდე ასაკის კანონმდებლები შეიკრიბნენ უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ სამარყანდში, სადაც გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტარების რიგით 12-ე გლობალური კონფერენცია თემაზე: “ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და ღირსების დაბრუნება ყველასთვის, ტურბულენტურ პერიოდში“. კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა პარლამენტარებმა განიხილეს თუ როგორ შეუძლიათ პარლამენტარებს კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების დაცვა და მიმდინარე გამოწვევებზე რეაგირება. მათ შორის: ციფრული ტექნოლოგიების ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართვის გაძლიერების კუთხით, ონლაინ უსაფრთხოება და მონაცემთა კონფიდენციალურობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილება და ახალგაზრდების უმუშევრობის საკითხი ასევე, აღინიშნა რომ ახალგაზრდების საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა შენელებულია. რაც მნიშვნელოვან დემოკრატიულ დეფიციტზე მიუთითებს ახალგაზრდების პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით. ასევე, შემცირებულია ახალგაზრდა ქალი დეპუტატების წილიც საპარლამენტო დეპუტატის მანდატის მხრივ. დისკუსიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლიკა შარტავამ და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის კომიტეტის მოადგილემ, ზურაბ რურუამ თავიანთ კოლეგებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება ეროვნული კანონმდებლობის დემოკრატიულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადაგებულ რეფორმები შესახებ. დელეგაციის წევრებმა, ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ახალგაზრდა პარლამენტარების აქტიური ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, ღონისძიების ფარგლებში გამარულ სპეციალურ სესიაზე განიხილეს, თუ როგორ შეუძლიათ პარლამენტებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარებების მიზნების იმპლემენტაციას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო SDG 8-ს ფარგლებში ღირსეულ სამუშაოსა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლიკა შარტავამ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა რომ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რჩება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, რაც რიგ გამოწვევებს უქმნის ქვეყნის შემდგომ განვითარებას და მის სტრატეგიულ მიზნების მიღწევაში. კონფერენციის შედეგად მიღებულ დოკუმენტში ახალგაზრდა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ადამიანის უფლებები წარმოადგენს უსაფრთხო, ღირსეული და მშვიდ გარემოში ცხოვრების საფუძველს. ასევე, დოკუმენტში აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში განმტკიცებული და მდგრადი განვითარების მიზნებში (SDGs) ასახული პრინციპები გამოწვევის წინაშე დგას ახალი კონფლიქტების, განვითარებადი ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი კრიზისებისა და მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე.