საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებების“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტების: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№357/6-XIმპ, 30.06.2026) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-12362/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-21
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

წერილი
2-12362/26 18-09-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მ.წ. 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებების“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№357/6XIმპ, 30.06.2026) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონების პროექტების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-12335/26 18-09-2026 ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (№155/3-XIმპ) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა „2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“ და საქართველოს კანონის პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N357/6-XIმპ, 30.06.2026). აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ბოლო ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 21 სექტემბერი. მოგმართავთ თხოვნით უზრუნველყოთ აღნიშნული საკითხის განხილვის ვადების გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge