საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 1 ივლისის №66/9 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-12404/26/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 1 ივლისის №66/9 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-09-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 46

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
კულტურის კომიტეტის სხდომა თარიღი 21 სექტემბერი 2026 12:00 2026 წლის 21 სექტემბერი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.
დებულება
„საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 1 ივლისის N66/9 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტების მერიებთან და მათ დაქვემდებარებაში არსებულ კულტურის ორგანიზაციებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერას.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომიტეტის შემადგენლობიდან მისი გასვლის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან.“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხი აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილებას იძენს კომიტეტის მიერ მისი არჩევისთანავე.“. 4. მე-6 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის წერილობითი განცხადების პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან ამ კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება. 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება. 5. რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.“.