საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-12366/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-09-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 68

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომის 2026 წლის 18 სექტემბერი, 15.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია ბითაძის ადგილმონაცვლის ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; დაემატა (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის სიითი წერილობითი მოთხოვნით) შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული 2. კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა
2-12363/26 18-09-2026 საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 18 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები, რომელიც ეხებოდა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელებას. შემოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 88 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 222-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი). ყოველივე ზემოაღნიშნული რეგლამენტის 222-ე მუხლით იძლევა საქართველოს პარლამენტის მინიჭებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge